ძვირფასო ადამიანებო,
დღეს დიდი ტკივილით და დიდი იმედით მოგმართავთ…
ჩემი მეუღლე მძიმე ავტოავარიაში მოყვა და ჩვენი ცხოვრება ერთ წამში მთლიანად შეიცვალა. ადამიანი, რომელიც იყო ძლიერი, აქტიური, ოჯახის საყრდენი, დღეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით, რომ ისევ შეძლოს ნორმალური ცხოვრება, სიარული, შვილებთან და ოჯახთან აქტიური ყოფნა.
ექიმების რეკომენდაციით, აუცილებელია ინტენსიური რეაბილიტაცია თურქეთში. ეს არის მისი გამოჯანმრთელების მთავარი შანსი.
სამწუხაროდ, მკურნალობის ღირებულება ჩვენი ოჯახისთვის მიუწვდომელია… საჭირო თანხა: 25,000 აშშ დოლარია.
რეაბილიტაციის დაწყება აუცილებელია რაც შეიძლება მალე, რადგან დრო პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგზე.
გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში. ნებისმიერი დახმარება, თუნდაც მცირე თანხა ან პოსტის გაზიარება, ჩვენთვის დიდი იმედია.
თქვენი მხარდაჭერა შეიძლება გახდეს მისი ცხოვრების ახალი დასაწყისი.
მადლობა ყველას წინასწარ, ვინც გაგვიწვდის ხელს და დაგვეხმარება ამ რთულ გზაზე.
წერს საკუთა ფეისბუქზე სალომემარაშლიანი იგივე სერაფიმა სალმასო. მის ოჯახს, სამი მცირეწლოვანი ბაშვის პატრონს, დღეს განსაცდელი აქვს და დახმარება სჭირდება…
შეგახსენებთ, რომ სერაფიმა სალმასო პოეტია, ხელოვანია, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატია.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი:
თიბისი ბანკი:
მიმღები: როსტომ მარაშლიანი
სიცოცხლისიმედი











