საერთაშორისო პრემია „სიკელიას“ დაჯილდოება გაიმართა სიცილიაზე… ვიდრე საკითხზე გადავიდოდით, მანამე მოკლე ცნობას მოგაწვდით: სიცილიამ სახელი მიიღო სიკელებისგან – ხალხისგან, რომელიც სიცილიის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში რკინის ხანაში სახლობდა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის უცხოეთში გატანას და მის პოპულარიზაციას. ზუსტად ეს რთული მისია იტვირთა კიდევ ერთმა ემიგრანტმა ქალბატონმა, ფიქრია კუჭუხიძემ.
ქართული კულტურა სიცილიაში – თანამშრომლობის, მეგობრობისა და აღიარების დღე 2026 წლის 5 სექტემბერს, სიცილიის ულამაზეს ქალაქ მონტეროსო ალმოში, გაიმართა.

მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, ორგანიზებული იყო ასოციაცია „La Via dell’Arte“-ს მიერ, რომლის პრეზიდენტი, რობერტო გუჩიონეა. ღონისძიებას ესწრებოდა მონტეროსო ალმოს მერი სალვატორე პაგანო, რომელმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა კულტურული და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ.
„La Via dell’Arte“-ს ოფიციალური წარმომადგენელი-დელეგატი ვარ იტალიაში. ჩემი თანამშრომლობა „La Via dell’Arte“-სთან 2025 წლის 6 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ლამპედუზების სასახლეში პირველად შესრულდა ქართული ცეკვა. ეს ჩემთვის და ქართული კულტურისთვის ისტორიული და ძალიან ლამაზი ფაქტი იყო, რომელმაც დასაბამი მისცა ქართული ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ჩართულობას საერთაშორისო ფესტივალში. შემდეგ, 2026 წლის 5 აპრილს, გაიმართა პალერმოს გამოფენა, სადაც ოფიციალურად დავინიშნე წარმომადგენლობის დელეგატად. უკვე სექტემბერში კი, ჩემი წარმომადგენლობით, საქართველო და ქართული კულტურა წარმოდგენილი იყო მონტეროსო ალმოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, დიდი პატივია. ჩემი პროფესიული საქმიანობა ასევე დაკავშირებულია საემიგრაციო სფეროსთან. ვარ სინდაკატო CISL-ის წარმომადგენელი და ANOLF-ის ოპერატორი, სადაც ყოველდღიურად ვმუშაობ ადამიანებთან, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ და აქ საკუთარ მომავალს ქმნიან. ამასთან, სულ რაღაც ერთი თვის წინ, ბარიში დავაფუძნე „Casa della Cultura Georgiana APS“ – „ქართული კულტურის სახლი“, რომლის მიზანია ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა და განვითარება, ასევე საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული და ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება. ქართული კულტურის სახლი არის FITEL-ის შემადგენელი წევრი – მესამე სექტორის თავისუფალი გაერთიანების ნაწილი, რომელიც თავისი საქმიანობით მუდმივად ინარჩუნებს თანამშრომლობასა და კავშირს იტალიის სამ მთავარ პროფკავშირულ გაერთიანებასთან – CISL, CGIL და UIL.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო FITEL-ის პულიის რეგიონალურ პრეზიდენტს, ბატონ Costantino Mastrorilli ქართული კულტურის სახლის მიმართ გამოჩენილი დიდი მხარდაჭერის, თანადგომისა და თანამშრომლობისთვის. Premio Sicilia – საერთაშორისო კულტურული აღიარება და საქართველოს მონაწილეობა სიცილიაში 5 სექტემბრის ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. Premio Sicilia – საერთაშორისო გამოფენა და დაჯილდოება, რომელიც აერთიანებდა კულტურის, ხელოვნების, საზოგადო მოღვაწეების და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სფეროში მოღვაწე ადამიანებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ქართული კულტურის დაჯილდოების ღონისძიება. აქ განსაკუთრებული პატივით აღინიშნნენ თავად იტალიელი წარჩინებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით, ასევე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. სწორედ ამ საერთაშორისო და მრავალეროვან სივრცეში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენა სიცილიაში. ამ მნიშვნელოვან დღეს, „ქართული კულტურის სახლის“ სახელით და მისი პრეზიდენტის წარდგინებით, დაჯილდოვდნენ: შორენა კუჭუხიძე – ისტორიკოსი და ნინო მოდრეკილაძე – პოეტი. ასევე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პრემია „ივერიის“ წარმომადგენლობას, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია სტუმრობს იტალიას და უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. პრემია „ივერიის“ არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში ჯეროვნად ახორციელებს ქართული ხელოვნების და კულტურის პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მის განვითარებას. იტალიაში ჰყავს წარმომადგენლობა ქალაქ მატერაში, რეჯო კალაბრიაში, ნეაპოლში, ბარიში, რომში, ჩივიტავეკიაში და კიდევ ფართოვდება დრო და დრო. მათ შორის მე გახლავართ ბარიში, პულიის რეგიონში ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სწორედ აქედან იჭრება კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი გზა – დიდი შესაძლებლობა ქართული კულტურის ევროპულ სივრცეში წარმოჩენისთვის.

ქართული კულტურის არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში ქართული ხელოვნება-კულტურის განვუთარება პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის წარდგენილი და დაჯილდოებულია პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი, ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. ნუგზარ ჭიაბერაშვილის წარდგინებით ასევე დაჯილდოვდნენ ნომინაციაში: ქართული კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია ევროპაში, – მაყვალა გონაშვილი, ლადო კახაძე და უკრაინელი მსოფლიო დონის მხატვარი, ვოლოდიმირ კოზიუკი – უკრაინის სახალხო არტისტი და არაერთი დიდი საერთაშორისო პროექტის ავტორი, რომელსაც უმაღლესი ხელოვნებისთვის გადაეცა „სიკელია“.
ეს დაჯილდოებები ჩემთვის მხოლოდ ერთი საღამოს ოფიციალური ცერემონია არ ყოფილა. ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველო თავისი განუმეორებელი კულტურით და ისტორიით ევროპის კულტურულ სივრცეში ღირსეულად წარმომეჩინა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და „La Via dell’Arte“-ს თანამშრომლობა უკვე რვა წელი აკავშირებს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მხრიდან ასოციაციის უცვლელი წარმომადგენელი გახლავთ ქალბატონი ნინა დარჩია, რომლის მრავალწლიანი საქმიანობაც კულტურული ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქალბატონი ნინო მისი დელეგაციით, წელსაც, ტრადიციულად სტუმრობდა აღნიშნულ ღონისძიებას. ამგვარად, 5 სექტემბრის ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ერთ სივრცეში გაერთიანება, ერთმანეთის გაცნობა, პატივისცემა და თანამშრომლობა“, – ამბობს ფიქრია კუჭუხიძე.

ეს დაჯილდოებები ჩემთვის მხოლოდ ერთი საღამოს ოფიციალური ცერემონია არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, რომ ვემსახურო ქართულ კულტურას.
ამგვარად, 5 სექტემბრის ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ერთ სივრცეში გაერთიანება, ერთმანეთის გაცნობა, პატივისცემა და თანამშრომლობა“, – ამბობს ფიქრია კუჭუხიძე.
ცხადია აუცილებლად უნდა აღინიშნოს და მადლობა ქალაქ მონტეროსო ალმოს მერს, პროფესორ, ბატონ სალვატორე პაგანოს, რომელიც სიცილიას, სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც იყო პრემია „სიკელიას“ ოფიციალური მხარე.

მადლობა პროფესორ ჯოვანი მორელის, გაწეული ღვაწლისთვის. ბატონი ჯოვანი გახლავთ მონტეროსო ალმოს პრო ლოკოს (რეგიონის ტურისტული და კულტურული პოპულარიზაციის სამსახური) პრეზიდენტი.
რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა პრემია „სიკელიას“ საქართველოს კულტურის დაფასებისთვის დამფუძნებელს და დირექტორს, ბატონ რობერტო გუჩიონეს.
რა თქმა უნდა, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ მუდმივად მუშაობს ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე უცხოეთში და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპას. სწორედ ეს გახდა პრემია „სიკელიაში“ პრემია „ივერიის“ ჩართვის და შესაბამისი შედეგების მიღების წინა პირობა, რაშიც არაერთ ქართველ ემიგრანტს მიუძღვის დიდი წვლილი.


ცხადია, იტალიისთვის მნიშვნელოვანია კულტურა და მისი ისტორია, აწმყო და მომავალი, რასაც პრემია „სიკელია“ ემსახურება.











