წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ ხორციელდება 2013 წლის 28 ნოემბრიდან.
პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.
პრემია „ივერია“ არის ტოლერანტული და თავისუფალი, სრულიად დამოუკიდებელი ლიტერატურულ-სახელოვნებო (კულტურულ-სოციალური) ინტეგრირებული პროექტი, რომელშიც ჩართულნი არიან ყველა ასაკის, რელიგიისა და ეროვნების, სოციალური ფენის და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები, – მწერლები, პოეტები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, შშმ პირები, ქართველი ემიგრანტები, მსჯავრდებულები (პატიმრები) ასევე უცხოელი შემოქმედები საზღვარგარეთიდან.
პრემია ივერია – ღირსეულთა პრემია
პრემია „ივერიაში“ მონაწილეობა, – მონაწილეობისთვის აუცილებელია სურვილი და აქ მოცემული უმარტივესი პირობების დაკმაყოფილება.
პრემია ივერიაში მონაწილეობა უფასოა ანუ მონაწილეობის საფასურს არავინ არ იხდის.
მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს ქვემოთ მოცემული ყველა პირობა!
1. პროექტი არის თავისუფალი და არ ექვემდებარება არც ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, არც პოლიტიკურ და არც სოციალურ-ეკონომიკურ რომელიმე კლასს;
2. მინი ბიოგრაფია, – სახელი, გვარი, მამის სახელი. დაბადების თარიღი, განათლება, პროფესია. ოჯახი. შემოქმედებითი მოღვაწეობა და საქმიანობა. პროფესია და სამოღვაწეო (რას საქმიანობთ) ასპარეზი. გამოცემული წიგნების ჩამონათვალი. კონკურსები, პრემიები. ჰობი და ცხოვრების მიზან-ამოცანა. ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სახელი-გვარი, სრულად, ასევე ლიტერატურული ფსევდონიმი;
3. ერთი პირადი ფოტო, თავისუფალი შინაარსის / სტილის;
4. მონაწილეს უფლება აქვს გამოაგზავნოს მხოლოდ პროზა ან მხოლოდ – პოეზია;
5. პოეზიის შემთხვევაში მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფეალის (ელექტრონული ვერსია) მაქსიმუმ ექვსი გვერდი (მინიმუმ სამი გვერდი), შრიფტის ზომა 12.
6. პროზის შემთხვევაში მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფეალის (ელექტრონული ვერსია) მაქსიმუმ ოცდაერთი (მინიმუმ ხუთი გვერდი) გვერდი, შრიფტის ზომა 12.
7. პუბლიცისტიკა, ვორდის ფაელი (ელექტრონული ვერსია) მინიმუმ ორი გვერდი, მაქსიმუმ ექვსი გვერდი. შრიფტის ზომა 12;
8. მონაწილეობისთვის მისაღებია სცენარი, მინიმუმ 12 გვ. მაქსიმუმ 21 გვ., შრიფტის ზომა 12;
9. ხალხური შემოქმედება, სახალხო მთქმელები;
10. კონკურსი არის ასევე წიგნის ყდის დიზაინში. შესაძლებელია გამოიგზავნოს წიგნის ყდის (მაქსიმუმ ხუთი წიგნის დიზაინი) ფოტო ვერსია. განთავსდება საიტზე www.qelite.info, სადაც დაგროვილი მოწონებების რაოდენობის შედეგად გაიმარჯვებს წიგნის დიზაინი. წიგნის ყდის დიზაინის კონკურსი დამოკიდებულია ფართო საზოგადოებაზე ანუ მას არ აფასებს ჟიური;
11. ავტორის მიერ გამოგზავნილი მასალები (ლიტერატურა) შესაძლებელია იყოს გამოქვეყნებული სხვადასხვა გამოცემებში, ინტერნეტ სივრცეში, ასევე იყოს სხვადასხვა კონკურსების მონაწილე ან გამარჯვებული;
12. შემოქმედება არ უნდა იყოს ვულგარული;
13. შემოქმედება უნდა იყოს რედაქტირებული და კორექტირებული;
14. ავტორი თავად არჩევს შემოქმედება, რომელიც იგზავნება კონკურსში მონაწილეობისთვის. პროექტი არ არჩევს ავტორის შემოქმედებას;
15. გალა დაჯილდოებაზე დასწრება თავისუფალია;
16. დასწრების ფორმა კლასიკური ან ქართული სამოსით. სხვა შემთხვევაში მონაწილეები არ დაიშვებიან.
17. ასევე საკონკურსოდ მიიღება თარგმანები, როგორც ქართული ენიდან უცხოურ ენაზე, ასევე უცხოური ენიდან ნებისმიერ თარგმანს, პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა.
18. პროექტში მონაწილეობენ ხატმწერები, მხატვრები, ფოტოხელოვანები და სხვა ხელსაქმით დაკავებულნი, რომლებიც მასალებს აგზავნიან ფოტოების სახით, თითო ავტორმა მაქსიმუმ ათი ნამუშევარი, ერთი საკუთარი ფოტო, თავისუფალი ჟანრის და მინი ბიოგრაფია.
ჟიური და შეფასება:
- მასალებს აფასებს დამოუკიდებელი და მაღალი კომპეტენციის მქონე ჟიური. ჟიურის წევრები არიან სხვადასხვა პროფესიის და გემოვნების ადამიანები, საკუთარი სფეროს პროფესიონალი მოღვაწეები – ცნობილი ადამიანები;
- ჟიურის შემადგენლობა იცვლება ყოველ წელს. მხოლოდ ერთი ან ორი წევრი შეიძლება განმეორდეს, რათა ჟიურის ახალ წევრს გაუადვილოს მუშაობა;
- ჟიურის წევრთა რაოდენობა არის კენტი, – ხუთი ან შვიდი;
- ჟიურის წევრი არ შეიძლება იყოს პოეტი, მწერალი;
- ჟიურის მასალები ეგზავნება ვორდის ფაელით, რომლებიც დანომრილია და სახელები და გვარები არ აწერია არც ფაელს არც შემოქმედებაში არაა აღნიშნული;
- ჟიურიმ არ იცის ჟიურის წევრთა ზუსტი რაოდენობა და ვინაობა, მანამდე, ვიდრე განსახილველად არ შეიკრიბებიან თებერვლის ბოლოს, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლმუზეუმში;
- ჟიურის წევრს აქვს ერთი ხმა და მისი გადაცემ ჟიურის სხვა წევრზე დაუშვებელია;
- ჟიურის წევრს უფლება აქვს არ განიხილოს მასალები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ სტანდარტებს;
- ჟიურის წევრი ვალდებულია დაასაბუთოს საკუთარი აზრი შემოქმედების მიმართ, თუ ამის საჭიროება გახდება აუცილებელი;
- ჟიურის წევრი ვალდებულია, რომ დაესწროს გალა დაჯილდოებას და სიტყვით მიმართოს ღონისძიების დამსწრეებს.
განსაკუთრებული პირობები:
გალა დაჯილდოებაზე მონაწილის დასწრება სავალდებულოა. თუ მონაწილე არ ან ვერ დაწსწრება, აუცილებელია, რომ წარმომადგენელი ესწრებოდეს. თუ არ გამოცხადდა ავტორი ან მისი წარმომადგენელი, მისი ორდენი, დიპლომი და სხვა მისთვის გადასაცემი საჩუქარი, დარჩება პრემია „ივერიის“ არქივში.
გამარჯვებულთა და მონაწილეთათვის გამოიცემა ყოველწლიური წიგნი. ასევე, მათ შემოქმედებას პოპულარიზაცია გაუკეთდება ინტერნეტ გამოცემის საშუალებით საიტზე www.qelite.info-ზე. ასევე პრესისა და მას-მედიის სხვადასხვა საშუალებებით.
ყოველ წელს, პროექტის და ხელოვანების პოპულარიზაციის მიზნით, პრემია „ივერიის“ გალა დაჯილდოება ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებში.
დიდი მნიშვნელობა აქვს ემიგრანტების ჩართულობას და მონაწილეობას.
პრემია „ივერია“ არ გულისხმობს ფულად ან სხვა მატერიალურ პრემიას. პრემია „ივერია“ არის ღირსეულთა პრემია, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ფულადი ან სხვა მატერიალური ჯილდო-ანაზღაურება. თუმცა, პრემიას გააჩნია მეტად მნიშვნელოვანი და ღირსეული ორდენი, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ჯვარი, პრემიის ლაურეატის დამადასტურებელი დიპლომი და სხვა სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები;
პროექტი გამონაკლისის სახით აჯილდოებს აღნიშნული სახელოვნებო სფეროების განვითარებისთვის ღვაწლმოსილ ადამიანებს, პარტნიორებს და მხარდამჭერებს.
ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.
პრემია „ივერია“ არის მუდმივმოქმედი და განვითარებადი პროექტი. ვიღებთ შენიშვნებს, კრიტიკას და ვითვალისწინებთ შემოთავაზებებს თუ როგორ უნდა წარმიმართოს უკეთესად იგი.
პრემია „ივერია“ წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს!
მასალა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: chiaberashvili@gmail.com
შემოუერთდით პრემია „ივერიას“ და გაუწიეთ პოპულარიზაცია ქართულ ხელოვნებას და კულტურას მსოფლიოში.


პრემია ივერია გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემითა და კეთილი სურვილებით, პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი
პრემია „ივერიის“ გენერალური მენეჯერი, ნეკა დარბაიძე











