პრემია ივერია – ლევან ბოცვაძის პოეზია

44

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ლევან ბოცვაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2023 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „ქართული ელიტის წლის პოეტი“

ორი ილია!
„მამული, ენა, სარწმუნოება“,
„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“,
ილია მართლის ჭეშმარიტება
და პატრიარქის ბრძნული ნათქვამი.
ესეც  ქართველთა ქრესტომათია,
კვლავ ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადი“,
საქართველო ხომ ანდამატია,
ამ პლანეტაზე, არ ჰყავს ბადალი!

ცაზე  გალაკტიონი
შოთას „ვეფხისტყაოსანი“
და აკაკის „გამზრდელი“,
„დიდოსტატის მარჯვენა“
ვაჟას „გველის-მჭამელი“,
მთაწმინდაზე გალა მთავარეს,
წყნარ ღამეში ანაზებს,
ალიონზე „მე ვხედავ მზეს“,
კიდევ რაღას ვინატრებ?!
ილიასთან!!! ქვაც ღაღადებს,
მგზავრებს ატანს წერილებს,
ტატო მიჰქრის უგზოუკვოლოდ,
მერნის საფრენს ანათებს.

მე თბილისისა მიყვარს ფესვები
მე თბილისისა მიყვარს ფესვები,
მის სიყვარულში გულით ვეშვები,
და ამ ჩემს გრძნობას არ აქვს ეშვები
მასზე სიმღერას ვერ შევეშვები
მე თბილისიდან მიყვარს ფესვები,
მის სიყვარულში თავით ვეშვები,
და ამ ჩემს გრძნობას არ აქვს ეშვები,
მე იმ საფლავებს ვერ შევეშვები.
მე საქართველოს მიყვარს ფესვები
მის სიყვარულში გენით ვეშვები,
მაქვს დასაცავად დიდი ეშვები,
და ქართველობას ვერ შევეშვები.

+ + +
დავლოცოთ ერთიანი საქართველო, ჩვენგან ნატრული,
მშვიდობით გვევლოს ცხოვრების გზაზე არ გვინდა ომი,
დავლოცოთ ეს საქართველო, ძალით გადათხრილი,
არ გვინდა ომი, მშვიდობის ყვავილს ყველგან ვფურჩქნიდეთ,
ავწიოთ დროშა საამაყო, მაგრამ დახრილნი,
მეწამულ ბილიკს, რუსთაველზე ტიტებს ვჩუქნიდეთ.

თესვა აღმოცენებით
მე კიდევ ერთხელ, აღმოვცენდი ჩემში ლექსებით,
მინდა ვანედლო, მოგონებით ჩემი ფესვები,
იყოს გზამკვლევი, მონაგარის, წესიერებით,
რადგან ერთხელაც, ბევრი წლებით ავითესები.

საქართველოა
ეს წინაპრების დანალანდია,
სისხლით ნაკერი, არაბლანდია,
ეს ის ლანდია, არა შოტლანდია,
ჩვენი სიზმარია, არა ისლანდია.
არც ნიდერლანდები, გრელანდია, 
აქ ვარ და მაინც ფიქრთა ლანდია,
ანდამატი და  გირლიანდია,
ის ამ სამყაროს ბრილიანტია.
ქართველთ განძია, ფუნდამენტია,
მარიამისგან ღვთის ნავედრია,
ეს რაც ჩვენ ვიცით, თუმცა მეტია,
შესმენილია და წილხვედრია.
სულის და გონის სამკურნალოა,
შავი ზღვა, მთა და მწვანე მდელოა,
გამოიცანით?!
მე გეთანხმებით! საქართველოა!

კლდეისს
შენ კლდეისო, მზისა დარო,
ცის კაბადონს, ახლოს ხარო,
ზაფხულს მწვანე, ტყეთა ჯარო,
ზამთარს, თეთრად მოელვარო.
ნახევარი საუკუნის,
მუხლი ანცად, ვერა ვხარო,
შენს ჰაერზე, მთის საუნჯის
ფონზე, თითქოს დავქრივარო.
მუდამ ჩვენი ფილტვებისთვის,
საამებლად მზად რომ ხარო,
მინდა ყველას შვილებისთვის,
მუხლი ლოცვით მოგიყარო.

წვიმის წვეთები
სიომ წვიმის წვეთები,
ჩემსკენ სემოაბრუნა,
თითქოს სველი ხელებით,
სახეს მომესალბუნა.
ვიცი მე, რომ მნატრობდი,
ფეხშიშველი მოვქროდი,
გუშინ ღრუბელს, რომ ვმტრობდი,
თურმე მასაც მოვწონდი.
როცა თვალებს ნაბავდი,
ფიქრში ნისლებს ფანტავდი,
სანამ სიზმარს ნახავდი,
მანამ ცხადში გხატავდი.
აკი გითხარ მნატრობდი,
მინატრე და მეც აქ ვარ,
ეტყობა თან დარდობდი,
ალბათ ასე გიყვარვარ.
ზეცამ წვიმის წვეთები,
დედამიწას აპკურა,
მზის სხივების წვეტები,
ზღვის ტალღებში აცურა.

ჭექა-ქუხილი
ცა განათდა, თან სჭექს ზეცა,
ქუხს და გრგვინავს მიდამო,
დირიჟორობს, ასწრებს ელვა,
ცდილობს გაჰყოს მი და დო.
წვიმა მწყობრში არანჟირებს,
ფოთლებს ტონში დრამერობს,
ქარი ტემპით უკიჟინებს,
არწევს ტყეს და ბობოქრობს.
ირგვლივ სველი სიმფონია,
როცა არეს ამდიდრებს,
ალბათ სულშიც ეს ფონია,
რადგან მაშინ მაწყნარებს.

ბაბუაწვერა
სულს შეგიბერავ მონატრებულის,
და ქარს გაჰყვები უმალ,
ამბავს მიიტან დაბარებულის,
მხოლოდ აზრები სდუმან.
მიზანს მიაღწევ ლამაზი ფრთებით,
საწყისს მოსწყდება ყველა,
ერთნი ვიქნებით მხოლოდ ფიქრებით,
მე და ბაბუაწვერა.

ქვარნალა
ნოღის ხიდის ზემოდან,
ჭოლას სახლის ქვემოდან,
იას მზე არ ხვდებოდა,
უღონობა კვდებოდა.
ხევისწყალის წყაროსთან,
თითქოს სული ხარობდა,
გონი ინაბებოდა,
აწმყოც იბადებოდა.
წყარო წარსულს მოგვიყვება,
მომავალსაც გვაუწყებს,
ქვარნალასთან მოდის ყველა,
ის თაობებს გაუძლებს.

ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას“…
წუხელ კლასელმა დამირეკა წმინდა მიწიდან,
მეც ვუპასუხე მას ღვთისმშობლის წილხვედრ-შინიდან,
მივცხეთ ჭიქები ეკრანს, როგორც კადრი ფილმიდან,
ჩვენ ერთიანად, „ჟუჟუნა-წვიმა“ წაგვსკდა  პირიდან.
მერე, როცა წამწამ-უპები ცრემლმა დანამა,
გული გვიჩუყა, სიყვარულით ბლაგვმა, დანამა.
დიდი მინდორიც გავიხსენეთ, სოხუმი-გაგრა,
მატარებელში,  ჩამოვწიეთ ბოლო დარაბა.
დამრიგებელი დედასავით გვიმღერდა ნანა-ს,
მოგონებები გვიბრუნებენ ბავშვობის ხანას,
შუახნისები ვეწაფებით სიცოცხლის განცდას,
უფროსები, რომ გვარიგებდნენ და ტეხდნენ განგაშს.
მამის სიმღერა გაგვახსენდა, ძველი გიტარა,
„ბულბულის სტვენა“ კვლავ კვაჭიჭობს მარად და მარად,
ვინც მეგობრის თაფლის სანთელი ხელით ატარა,
„ძველი თბილისი“-ც, გვახსენდება ბიჭობის დარად.

ნ ო ღ
(ბარ) – საჯავახო, ჭოგ-ნარი, ტოლე-ბი, ვაზის-უბანი,
ბერძნის წყაროსთან ქვაყ-უდე, ტყეში ჩაფლული კოხ-ნარი.
ნაციხვარა და ზანდოს მთა,სამტრედეს „დასასრულია“,
გურიის დასაწყისი და ოცნების არსასრულია.
მთებს შუა მოსულ „ხევისწყალს“ გარშემო ერტყმის სოფელი,
ზემო და ქვემო ადგილებს ნოღა რქმევია ყოველთვის.
ეგრისის დიდი ომის დროს, VI  საუკუნეში, „ტელეფისი“-სა ციხესა,
გამაგრებული ყოფილა სარდალი მარტიანე და ეგრისის მცირე ჯარები.
ვერას უზამდნენ სპარსელნი, თუ არა მერმეროესი,
მან გაავრცელა ხმები, რომ იგი არ იყო ცოცხალი
და ბიზანტიის ჯარებიც მოეშვნენ, იწყეს ხალისი.
ხრიკით აჯობა „სასან“-მა  მარტიანე-სის ჯარებსა,
ტელეფისს-ციხე დაიპყრო, დაეპარტონა არესა,
ვაჭრობდნენ „მცირედ პროდუქტით“ გზა ქარავნისა-როა,
აქედან მოდის სპარსული (ბაზარი) სიტყვა ნოღა.
ტელეფისია-ტოლები, ნასვამი ბერძნისა წყარო,
ჯავახელების საყუდე, სამტრე და შე-საჯახო,
ოდიშელების სამიზნე, საჩინო-საჭილაო,
ძველი ეგრისი, კოლხეთი,იწყება იქ სამყარო.
მწვანეში არის ჩაფლული ნოღა სიცოცხლის გზა,
გორ-მაღალია, ბურ-(მ)ნათი, გარს ერტყმის ნიგორ-ზღვა,
ბუკისა-ციხეს, თამარის „გვაბრათ“-ს, ბორცვზე „გურიის ტბა“,
„საკურთხეველის“ სერებსა, სურებს უყვება ფარცხმა,
ჩოხატაურში ხიდისთავს, მწერლებს მუზების თავსხმა,
ნაბეღლავს ზემოთ ბახ-მარო, სადარი არ აქვს სხვა,
იქვე გრიგოლეთს ურეკი, ქო(ვა)ბულეთს შავი ზღვა.
დღეს კი „იმერის გურიის“ადგილი მიხმობს, ცაც.
მოგონებებით, ბავშვური, ან ნოსტალგია სულაც.
სად მამაჩემის აკვანი, დაირწა საარაკოდ,
წინაპართ ძვლები მეგულვის და ნოღის სასაფლაო,
ბაბუის სახლი, ეზო და საცხოვრის საალაგო,
ერთ დროს, რომ სჩქეფდა სიცოცხლე, სტუმრისთვის საამაყო.
ყოველთვის მომენატრება სუფრის თავს მათი ხმა,
გურული კრიმანჭული და მათან „ადესის“ სმა,
მათგან ნასვამი ჭა,მათი ტკეპნილი გზა,
ეზოში საქანელები, ცაცხვი, ჭური და ბზა.