ივერია ბრილიანტის გამარჯვებულები საკუთარ გამარჯვებას უწმინდესს უძღვნიან

3566

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ წელს კორონა ვირუსის გამო ონლაინ (ინტერნეტის საშუალებით) გაიმართა, რომელიც 2020 წლის 13 ივლისს დაიწყო. რიგით მეხუთე (თუმცა ონლაინ ვერსია პირველი) ფესტივალში შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა – საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.

„როგორც ყოველთვის, სასიამოვნო დასასრული აქვს „ივერია – ბრილიანტს“ – აღნიშნული ფესტივალის გამარჯვებულები და ნომინანტები საკუთარ წარმატებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს უძღვიანიან, დღევანდელ თარიღთან, 25 დეკემბერთან – მისი აღსაყრდების დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა, სწორედ ამ დღეს უნდა გამოცხადებულიყო გამარჯვებულთა ვინაობა. როგორც იცით ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

ფესტივალის ხიბლი ის იყო, რომ გაიმართა თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, იყო ინდივიდუალური წარდგენა და ინტერაქტიული, ფასიანი ნომერი, რომლის მიხედვითაც გამოვლინდნენ გამარჯვებული. ასევე, უცხოელების გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი იყო იუთუბზე გამოქვეყნებული ვიდეოების (სიმღერების) ჩვენების რაოდენობა და, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილისთვის მისი აღმატებულების, ჟიურის გადაწყვეტილება!

ფესტივალში ჩართული იყვნენ არაშშმ პირი ხელოვანებიც, რომლებმაც მონაწილე შშმ პირებთან ერად იმღერეს დუეტში. ასეთმა მიდგომამ მოგვცა ამ სფეროში კიდევ ერთხელ ინტეგრაციისა და შემდგომი განვითარების დიდი საშუალება.

ფესტივალი-კონკურსი შედგებოდა სამი ძირითადი ეტაპისა და ფინალისაგან. საერთო ჯამში მონაწილეებს ათი სიმღერის მომზადება და ჩაწერა მოუხდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონაწილეთა სასიმღერო რეპერტუარში ბევრი ახალი სიმღერა გაჩნდა, პრაქტიკა გაიზარდა, დაიხვეწა ყოველი მათგანი და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა განუმტკიცდათ.

ალბათ საზოგადოებას აინტერესებს თუ რა გაგრძელება და რა პერსპექტრივა აქვს „ივერია – ბრილიანტის“ ფესტივალს: ფესტივალში გამარჯვებულები 2021 წელს გაემგზავრებიან მსგავს ფესტივალებზე – უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. ხოლო, პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვიდან გამომდინარე, უცხოელი გამარჯვებულებისთვის დაპირებული მომდევნო წლის ზამთარში, ბაკურიანში დასვენება და ღონისძიებები შეიცვალა 2021 წლის ზაფხულში, ურეკში არდადაგებითა და დიდი საერთაშორისო ფესტივალით და კონკურსით.

როგორც იცით, მსგავსი ფორმატის ფესტივალი საქართველოში პირველია და ჯერ ანალოგია არ აქვს, ხოლო შშმ პირთათვის ონლაინ ფესტივალი მსოფლიოში პირველია და ესეც საქართველომ შეძლო. როგორც პირველი ონლაინ ფესტივალი, საკმაოდ კარგად და პოპულარობით ჩატარდა და გვჯერა, რომ შემდეგი უფრო მეტად დაიხვეწება, უფრო მაღალი დონე იქნება და მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც გაიზრდება!

აქვე, სიურპრიზად გეტყვით, რომ 2021 წელს საქართველო, კერძოდ კი ბათუმი, უმასპინძლებს იგივე ფესტივალს, ოღონდ უფრო გაზრდილი ამბიციითა და შესაძლებლობებით – შშმ პირთა ხელოვნებისა და სიმღერის – „ევროვიზია – ივერია ბრილიანტი 2021“. ამისთვის კი მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გაიმართება ონლაინ ფესტივალი 2021 წლის მარტიდან, რომელიც დამთავრდება 2021 წლის ივლისში. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება ფასიანი (ინტერაქტიული) ზარები და, შესაბამისად, ევროვიზიაზე გამოვა ის, ვისაც მეტი ზარი ექნება დაგროვილი. აქვე დავამატებ, რომ აუცილებლად იქნება დუეტები არაშშმ პირ მომღერლებთან ერთად. და კიდევ ერთი მთავარი ამოცანა ექნებათ მონაწილეებს: ყოველ მათგანს ექნება ვალდებულება, რომ თანამედროვე პოეტის ტექსტზე შექმნილი სიმღერა იმღეროს. რა თქმა უნდა, იქნება ჟიურისგან და დამფუძნებლისგან შერჩეული რამდენიმე მონაწილეც.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამარჯვებულთათვის – ქართველი და უცხოელი და ა.შ., წყვილებში ჩაიწერება ერთობლივი სიმღერები და შეიქმნება კლიპები.

საინტერესოდ გადანაწილდა გამარჯვებულთა ვინაობები. აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ყოველი თითქმის ქართველი გამარჯვებულის საპირწონედ თითო უცხოელია, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც ჟიურისგან მიცემული ხმები და იუთუბზე ვიდეოების (სიმღერის) ნახვების რაოდენობა განსაზღვრავს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ვიდეოების ჩვენებათა რაოდენობა, ასევე არსებობს ჟიურისგან გამოგზავნილი მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი ქულათა რაოდენობა. ასე რომ, ყოველგვარი მიკერძოებისა და დარღვევების გარეშე ჩატარდა ფესტივალი“, – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება ჟიურის ვინაობას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იგი ძალიან მაღალი კლასის იყო, ხელოვანთაგან დაკომპლექტებული და ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი – საქართველო, იურეკ ტურეკი – პოლონეთი, ციური მჭედლიშვილი – საქართველო, დუტა სხირტლაძე – საქართველო, არმენ ალავერდიანი – სომხეთი, ლუცია ტერბენი – რუმინეთი, გიორგი წერეთელი – საქართველო, ქეთი ლინჩიკი – საქართველო, დიმიტრი შვეცი – უკრაინა, აიდოღან თოპალი – თურქეთი, ირაკლი ტაბაღუა – საქართველო, ნუგზარ ჭიაბერაშვილი – საქართველო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ონლაინ ფესტივალს წინ უძღვოდა ოთხი საერთაშორისო ფესტივალი, რეალურ სივრცეში და არა ონლაინ. ფესტივალის ორგანიზატორი „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალია“, ხოლო მისი დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. ფესტივალის გენერალური სპონსორია „განსაკუთრებული ჟურნალი“, რომელიც გამოიცემა 2014 წლიდან და მასში დასაქმებულია 18 შშმ პირი. აღნიშნული გამოცემაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

ასე გადანაწილდა გამარჯვებულთა ადგილები:
-18 წელი
გრანპრი – ლუკა მარგველაშვილი – ჯულია ვალჩინა
პირველი ადგილი – მარიამ ბუცხრიკიძე – ვიქტორია დერენიუკი
მეორე ადგილი – სალომე დაღუნდარიძე – ნერმინ ალიევა
მესამე ადგილი – ილია სტეპანენკო
მესამე ადგილი – ედუარდ ვიორელ სჩეულიკი

+18 წელი
გრანპრი – თაკო საგინაძე – ანნა მატვეევა
პირველი ადგილი – მონიკა ახვლედიანი – გაბრიელა ბაგინსკა
მეორე ადგილი – დავით გასპარიანცი – ალექსანდრე კაზაკი
მესამე ადგილი – მაია ანთიძე – ქრისტინე ჰოვანესიანი
მესამე ადგილი – თამუნა ლურსმანაშვილი – ივან გრიცავი

ფესტივალის დამფუძნებლის რჩეული-ფავორიტები:
ამელია ნებესნაია – სელიმ და ქერიმ ალთინოკები
ლიანა კვაშილავა – აგატა პავლოვსკა
ტატიანა ბატურინა – შაბან მამედოვი

საუკეთესო ნომინაციები:

  1. მარეხი მურღულია – „ივერია ბრილიანტის ფავორიტი“
  2. ნინო ნაფიშვილი – „ფესტივალის ხმა“
  3. ვლადა უმრიხინა – ფესტივალის არტისტული
  4. მეჰრაჯ დუნიამალიევი – ფესტივალის ფოლკლორული აღმოჩენა
  5. დენისა ჯორჯიანა აპერტე – ფესტივალის აღმოჩენა
  6. სარა ჰუსეინოვა – საუკეთესო ვოკალი
  7. არპინე მარტიროსიანი – ფესტივალის კლასიკა
  8. ელენა ბედეა – ფესტივალის ბრილიანტი
  9. მარიამ კამარა – საუკეთესო შესრულება

The winners of Iveria Brilliant dedicate their victory to His Holiness

The International Festival of Song, Dance and Art for Persons with Disabilities “Iveria – Brilliant” was held online (via the Internet) due to the Corona virus, which started on July 13, 2020. Seven countries participated in the fifth (although the online version is the first) festival – Georgia, Ukraine, Poland, Armenia, Romania, Azerbaijan and Turkey.

“As always,” Iveria – Brilliant” has a pleasant ending – the winners and nominees of the festival celebrate their success with the Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His Holiness and Beatitude Ilia II. – It was planned on the day of his enthronement, the winners were to be announced on this very day. As you know, the festival “Iveria – Diamond” is held with the blessing of His Holiness and Beatitude Ilia II.

The charm of the festival was that it was held with equal rights and opportunities, there was an individual submission and an interactive, paid number according to which the winners were revealed. Also important for the victory of the aliens was the number of videos (songs) shown on YouTube and, of course, the decision of the jury for all participants!

Non-disabled artists were also involved in the festival, who sang in a duet with the disabled participants. Such an approach has given us a great opportunity for further integration and further development in this field.

The festival-competition consisted of three main stages and a final. In total, the participants had to prepare and record ten songs. This means that many new songs have appeared in the participants’ singing repertoire, the practice has increased, each of them has been refined and the belief in their own abilities has been strengthened.

Perhaps the public is interested in the continuation and perspective of the “Iveria – Brilliant” festival: the winners of the festival in 2021 will travel to similar festivals – in Ukraine, Poland, Romania and other countries. And, due to the pandemic, due to the closure of the borders, promised to foreign winners next winter, vacations and events in Bakuriani were changed in the summer of 2021, with a vacation in Ureki and a major international festival and competition.

As you know, the festival of a similar format is the first in Georgia and has no analogy yet, and the online festival for people with disabilities is the first in the world and Georgia was able to do that. As the first online festival, it was quite well and popular and we believe that the next one will be more refined, the level will be higher and the number of participating countries will also increase!

Here, I will tell you as a surprise that in 2021 Georgia, in particular Batumi, will host the same festival, but with increased ambition and opportunities – art and song of people with disabilities – “Eurovision – Iveria Brilliant 2021”. To participate, an online festival will be held in advance from March 2021, which will end in July 2021. In this case, paid (interactive) calls will be crucial and, consequently, those who have more calls will come to Eurovision. I will add here that there will definitely be duets with non-disabled singers. And the participants will have another main task: each of them will have an obligation to sing a song based on the text of a modern poet. Of course, there will be several participants selected from the jury and the founder.

It is also important that for the winners – Georgian and foreign, etc., joint songs will be recorded in pairs and clips will be created.

The identities of the winners were interestingly distributed. We must explain that one foreigner is the counterweight to almost every Georgian winner, it is a fair decision, which is determined by the votes cast by the jury and the number of views of videos (songs) on YouTube. Interested parties can view the number of video shows, as well as the number of points compiled based on the data submitted by the jury. So, the festival was held without any bias and violations,” – said Nugzar Chiaberashvili, the festival’s founder.

As for the identity of the jury, we would like to remind you that it was very high class, composed of artists and representatives of all countries were involved: Archbishop Guram Charelashvili – Georgia, Yurek Turek – Poland, Tsiuri Mchedlishvili – Georgia, Duta Skhirtladze – Georgia, Armen Alaverdi , Lucia Terben – Romania, Giorgi Tsereteli – Georgia, Katie Lynchik – Georgia, Dimitri Svetsi – Ukraine, Aidogan Topal – Turkey, Irakli Tabagua – Georgia, Nugzar Chiaberashvili – Georgia.

Recall that since 2018, the online festival has been preceded by four international festivals, in real space and not online. The organizer of the festival is “Social Enterprise is a special magazine”, and its founder is Nugzar Chiaberashvili. The general sponsor of the festival is “Special Magazine”, which has been published since 2014 and employs 18 people with disabilities. This edition is also held with the blessing of His Holiness and Beatitude Ilia II.

This is how the places of the winners were distributed.

places:
-18 years
Grand Prix – Luka Margvelashvili – Julia Valchina
First place – Mariam Butskhrikidze – Victoria Derenyuk
Second place – Salome Dagundaridze – Nermin Aliyeva
Third place – Ilya Stepanenko
Third place – Eduard Viorel Sechik

+18 years
Grand Prix – Tako Saginadze – Anna Matveeva
First place – Monica Akhvlediani – Gabriela Baginska
Second place – David Gasparyants – Alexander Cossack
Third place – Maia Antidze – Christine Hovhannisyan
Third place – Tamuna Lursmanashvili – Ivan Gritsavi

Favorites of the festival founder:
Amelia Nebesnaia – Selim and Kerim Altinok
Liana Kvashilava – Agatha Pavlovska
Tatiana Baturina – Shaban Mamedov

Best Nominations:

  1. Marekh Murghulia – “Iveria Brilliant’s Favorite”
  2. Nino Napishvili – “Voice of the Festival”
  3. Vlada Umrikhina – Festival Artist
  4. Mehraj Dunyamaliev – Folklore Discovery of the Festival
  5. Dennis Georgian Aperte – Festival Discovery
  6. Sarah Husseinova – Best Vocal
  7. Arpine Martirosyan – Festival Classics
  8. Elena Bedea – Diamond of the Festival
  9. Mariam Kamara – Best Performance