ანა ასისტიშვილი: გელოდებით ქართული პოეზიის ზეიმზე ნეაპოლში

93

ქართული კულტურის იტალიაში პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხელოვნების აწმყოსა და მომავალი განვითარებისთვის.

ცხადია, იტალიაში, ნეაპოლში, ქალაქში, რომელიც კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აკვანია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პოეზიის საღამოს გამართვას.

როგორც იცით, პრემია „ივერიისთვის“ ევროპაში ქართული კულტურის განვითარებას და პოპულარიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რა თქმა უნდა მსოფლიოშიც.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ნეაპოლში ქართული პოეზიის საღამოს ორგანიზებისთვის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ სახელით, დედა-შვილებს, ქალბატონებს, ანა და თინათინ ასისტიშვილებს და მათ დედას, პოეტ, ქალბატონ ლაურა სარალიძეს, რომლებიც აღნიშნული პროექტის ოფიციალური წარმომადგენლები არიან ნეაპოლში.

„16 აგვისტოს, ნაპოლში, პოეზიის საღამოზე შევიკრიბებით და სიყვარულს ლექსებით, მუსიკითა და ემოციებით ვიზეიმებთ.

იქნება სიტყვები, რომლებიც შეიძლება დიდი ხნის უთქმელ სათქმელად იქცეს პოეზიის საღამო – „ლექსის ზეიმი“, – ამბობს საღამოს ორგანიზატორი ანა ასისტიშვილი, პრემია „ივერიის“ ოფიციალური წარმომადგენელი ნეაპოლში.

„მოდი, ერთად შევიგრძნოთ სიყვარული ისეთი, როგორიც მხოლოდ ლექსში, მუსიკაში და გულში შეიძლება იყოს. გელოდებით სიყვარულით ანა“, – ეუბნება იტალიაში მცხოვრებ საქართველოს ემიგრანტებს ანა ასისტიშვილი.

პოეზიის საღამოზე დაგხვდებათ ფურშეტი, მუსიკა, სივრცე ფოტოებისთვის და, რაც მთავარია, განწყობა და დაუვიწყარი ემოციები.

დამატებითი ინფორმაცია:
მაშ ასე, 16 აგვისტო, 2026 15:00 საათი. თქვენი მასპინძელია ახალი ქართული სივრცე ნაპოლში კაფე- ბარი Caucasos „კავკასია“ Via Cesare Rosaroll 77, Napoli.

ბილეთის ფასი იქნება სიმბოლური – 20 ევრო. ბილეთების შესაძენად პირად ფეისბუქზე მისწერეთ ორგანიზატორს.

პ.ს. პრემია „ივერია“ სასიამოვნო საღამოს უსურვებს ორგანიზატორებს და მონაწილეებს!