ირაკლი ტაბაღუა თბილისის საკრებულოში…

2341

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოში გამართულ კონფერენციას თემაზე ,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში” დაესწრო.

კონფერენციაზე საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის – რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერებმა, ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, ევროპულ ქარტიას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის თანახმად, თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმჯობესებლად.
ევროპული ქარტია ვროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წლის მაისში შეიქმნა.

კონფერენცია ,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში”, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის – კახა კალაძის ინიციატივით მოეწყო.

კონფერენციას ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ევროსაბჭოს კონგრესის, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.