ვინ განახორციელა კვარადონას ტრანსფერი?!

1557

მსოფლიო მოვლენა ფეხბურთში, რომელმაც საქართველო კიდევე რთხელ დააყენა ყურადღების ქვეშ – ეს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, კვარადონა! სწორედ მისია ტრანსფერია დღემდე ყველასთვის საინტერესო, რომელიც თუ ვინ აწარმოა, აქამდე არ გახმაურებულა და მიხარია, რომ ამ ამბავს ჩვენ ვამბობთ ექსკლუზიურად…

მოკლედ, ტრანსფერი – ის მხარეა, რომელიც ძალიან დიდ შრომას და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს და ხშირად ყურადღბის მიღმა რჩება, თუმცა ჩვენ შევძელით და ვთქვით ეს მეტად მნიშვნელოვანი სათქმელი!

მოკლედ, გიორგი გოგსაძეც გმირია, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ხელი შეუწყო გამხდარიყო კვარადონა!

…„დადგა დრო, გავამხილოთ და ვიამაყოთ კიდეც – ამ ისტორიული ფაქტით!

-იტალიელები, ერთხმად აღიარებენ, რომ უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე წარმატებული ტრანსფერი-ხვიჩა კვარაცხელიაა!

-მინდა იცოდეს, ჩემმა სამშობლომ, რომ ეს ტრანსფერი-ჩვენი „სამართლებრივი შედევრია“!

უშუალოდ, მისი შემოქმედია, ჩემი ვაჟიშვილი – გიორგი გოგსაძე, იტალიური მიმართულება ეკუთვნის, ჩემს ქალიშვილ – ნინო გოგსაძეს და მთლიანობაში, კომპანია „მეოხს“!

დიახ, ჩვენ შევძელით და „კლანურ სამართლებრივ სივრცეს“ გამოვგლიჯეთ ეს თავისუფლება!

კონტრაქტის ნაწილი

მიეცით თავისუფლება „ქართულ ფენომენს“ და ყველა მიმართულებით – მეცნიერებაში, კულტურა-ხელოვნებაში, სპორტსა თუ „ხელოვნურ ინტელექტში“ და იბერთა ახალი თაობა, გააოცებს სამყაროს“ – წერს თემურ გოგსაძე (ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განმხორციელებელი გიორგი გოგსაძის მამა), რომელიც არის იურიდიული კომპანიების „ადვოკატი მეოხის“ (საქართველოში) და „მეოხი იბერიას“ დამფუძნებელი ბარსელონაში. სწორედ ამ საერთაშორისო მიმართულებების საშუალებით გაარღვია გოგსაძეების ოჯახმა წრე და ქართველი ვარსკვლავი აღმოჩნდა იქ, სადაც დღეს არის…

თემურ გოგსაძე

ცნობისთვის, გოგსაძეების ოჯახი მრავალმხრივი მოღვაწეები არიან. თავად თემურ გოგსაძე მრავალფეროვანი ნიჭის პატრონია, ხელოვანია – მწერალი, რომელიც „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატია და ასევე სხვა ლიტერატურული პრემიების არაერთგზის გამარჯვეული. არის რამდენიმე კრებულის ავტორი.