როდის გაიმართება პრემია ივერიის გალა დაჯილდოება…

102

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ მეთერთმეტე გალა დაჯილდოება გადაიდო..

„პრემია „ივერიის“ ძვირფასო მონაწილეებო, უწინარესად, მომიტევეთ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების და შექმნილი მდგომარეობის გამო… როგორც იცით წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციისამებრ 3 მარტს უნდა გამართულიყო, შემდეგ დაინიშნა 14 აპრილს… თუმცა კიდევ ერთხელ გვიწევს ამ თარიღის შეცვლა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2024 წლის 12 მაისს გაიმართება. დაჯილდოების გადატანას კიდევ რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, რომელიც მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გავითვალისწინეთ…

პროექტის გალა დაჯილდოება ტრადიციულად, 3 მარტს იმართება ხოლმე და გასული ათი წლის მანძილზე არც ერთი ჩავარდნა არ გვქონია, გვაქვს ჩვენი მაღალი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი დიდსულოვნებისთვის და მოთმენისთვის… მერწმუნეთ, მეც თქვენთან ერთად ვღელავ და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას და ჯილდოების გადმოცემის ცერემონიალის სიამოვნებას!

მაშ ასე, მეთერთმეტე გალა დაჯილდოება ამ წელს გაიმართება 2024 წლის 12 მაისს.

გისურვებთ წარმატებას და ღვთის წყალობას!“ -განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

დაჯილდოების ზუსტ დროს და ადგილს მალე შეიტყობთ ამავე საიტის მეშვეობით.

პროექტი ხორციელდება პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.

შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართულნი არიან ყველა ასაკის, რელიგიის, სოციალური ფენის, ეროვნების ხელოვანები, ასევე უცხოელი შემოქმედები მათ შორის მსჯავრდებულები და შშმ პირები.

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.