ახალი უნარები უკეთესი მომავლისათვის

27

კოლეჯი სთავაზობს სწავლის შესაძლებლობას სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
• ბუღალტრული აღრიცხვა – მეხუთე (V) დონე
• საექთნო განათლება – მეხუთე (V) დონე
• ფარმაცია (სააფთიაქო) – მეხუთე (V) დონე
• აღმზრდელი – მეხუთე (V) დონე
• საბაჟო საქმე – მეხუთე (V) დონე

კოლეჯის ხედვა
2028-2029 წლებისთვის შპს „ნიუ მეჯიქი“ ჩამოყალიბდება მაღალი სანდოობისა და აღიარების მქონე რეგიონულ მრავალპროფილურ კოლეჯად, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული ხარისხიანი სერვისების ფართო სპექტრს.
კოლეჯი თანამშრომლობს ევროპულ დაწესებულებებთან და ერასმუსუს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ სტუდენტებს.

კოლეჯის მისია
შპს „ნიუ მეჯიქი“ არის მრავალპროფილური კოლეჯი, რომლის მისიაა:
• პროფესიულ სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული, ხარისხზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
• აჭარის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით კონკურენტუნარიანი, თანამედროვე პროფესიული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება;
• საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული მრავალფეროვანი მომსახურების გაწევა;
• პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა.
• კოლეჯის ღირებულებები
• ობიექტურობა – კოლეჯის საქმიანობა ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. შიდა რეგულაციები და პროცედურები სრულად გამორიცხავს სასწავლო თუ ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართული პირების მიკერძოებულობას.

• გამჭვირვალობა – კოლეჯში მოქმედი წესები, პროცედურები, სტრატეგიული ხედვები და ღირებულებები საჯარო, წინასწარ ცნობილი და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
• მიუკერძოებლობა – დაწესებულება უზრუნველყოფს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და მაქსიმალურად ითვალისწინებს სტუდენტებისა და პარტნიორების საუკეთესო ინტერესებს.

• თანამშრომლობა – კოლეჯი მუდმივად ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობისთვის; მზადაა განიხილოს სიახლეები, ინოვაციური წინადადებები და განსხვავებული მოსაზრებები არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის მიზნით.
• განვითარება – დაწესებულება სისტემატურად აფასებს საკუთარ საქმიანობას, აანალიზებს მიღწეულ შედეგებს და პარტნიორებთან ერთად გეგმავს ინსტიტუციური განვითარების ეფექტურ გზებს.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (№ MES 9 23 0001776332), შპს „ნიუ მეჯიქს“ 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი.

კოლეჯი „ნიუ მეჯიქი“ მუდმივი პარტნიორია შშმ პირების სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა: შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ და ასევე, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“, რომელშიც ასევე მუდმივად ჩართულნი არიან შშმ პირები.