HEROme – Site Up 2025-ის გამარჯვებული სტარტაპი. კამპანია Site Up 2025 წარმატებით დასრულდა.
კამპანიის ფარგლებში ჟიურის მიერ გამარჯვებულად დასახელდა ქართული სტარტაპი HEROme, რომელიც მიიღებს 10,000 ₾-მდე ღირებულების ვებსაიტს. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა WordPress Meetup Georgia 2025-ზე, სადაც ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წარმომადგენლები, WordPress-ით დაინტერესებული ადამიანები და კამპანიაში მონაწილე კომპანიები.
HEROme ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ბავშვებისთვის პერსონალიზებულ ზღაპრებს ქმნის. აქ მთავარი გმირი თავად ბავშვია – მისი სახელი, ილუსტრაცია და გარემო თითოეულ გვერდზე ცოცხლდება.


სტარტაპის დამფუძნებლები არიან თორნიკე ჩუნთიშვილი და სალომე მაისურაძე. მათი ხედვაა, რომ ყოველი ბავშვი შეიძლება საკუთარი ზღაპრის გმირი გახდეს.
გუნდმა უკვე დააანონსა შემდეგი ნაბიჯიც – მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების შექმნა, სადაც ბავშვები ეკრანზეც თავიანთ თავგადასავალს განიცდიან.
მისია და ღირებულებები
HEROme-ს მისიაა ბავშვებში ფანტაზიის გაღვივება, წიგნებთან ემოციური კავშირის გაძლიერება და ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლოც იქნება და გასართობიც.
„HEROme არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს გაფართოებას, რათა ქართულმა ინოვაციამ მსოფლიო ოჯახებშიც მიაღწიოს“ – ამბობენ პროექტის ავტორები თორნიკე ჩუნთიშვილი და სალომე მაისურაძე.
