მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება „ნურალიძე უნიქალ მედი“: წარსული, აწმყო, მომავალი

42

სტატიის დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ. რომ  „ნურალიძე უნიქალ მედი“ შშმ პირების საკითხებში ჩართულია მაქსიმალურად. მათი ჩართულობა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტშის“ დროსაც ლიდერის პოზიციაზე დადგა და დამსახურებული ტოპ პარტნიორობის სტატუსიც ღირსეულად მოიპოვა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას! აღნიშნული ფესტივალი 2025 წლის 26-27 ივლისს გაიმართა თბილისში.

კლინიკა „ნურალიძე უნიქალ მედის“ ბოლო 10 თვის ისტორია აშკარად ცხადყოფს, თუ რა შეუძლია სამედიცინო სფეროს ლიდერების გუნდურ მუშაობას და წარმატებულ რისკ-მენეჯმენტს. წარმოადგენს რა მრავალპროფილიან სამკურნალო დაწესებულებას 90 სტაციონარულ საწოლზე, მისი საქმიანობის სფერო ფართოვდებოდა და კლინიკა ჯანდაცვის სფეროში იმკვიდრებდა კუთვნილ ადგილს. პარალელურად და  სამწუხაროდ, დაიწყო სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული პრობლემების მთელი კასკადი, რის შედეგადაც, 2023 წლის თებერვლიდან – 2024 წლის ივნისამდე, აბსოლუტურად კანონიერად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის საქმიანობა შეაჩერა. 2024 წლის დეკემბრისთვის დაწესებულება „უნიქალ მედი“ უკვე ვეღარ ახერხებდა თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, რასაც დაემატა მისი აქტივების სარეალიზაციოდ გატანა. საინტერესოა, რომ  კომპანიას ჰყავდა  372 კრედიტორი (!).  კლინიკის გადარჩენის მიზნით, მისივე დამფუძნებლების თხოვნით, საქმეში ჩაერთო პროფესიონალთა გუნდი ყველასთვის ცნობილი ექიმის და რისკ-მენეჯერის –  პროფესორ კახა ნურალიძის ხელმძღვანელობით. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკვე 2025 წლის თებერვალშივე მოხერხდა „უნიქალ მედის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა, რაც ქართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის უპრეცენდენტო ფაქტი, ხოლო კლინიკის გადარჩენის გზაზე პირველი და ძალიან ეფექტური ნაბიჯი იყო. ადეკვატური SWOT-ანალიზის საფუძველზე სწრაფად ჩატარდა დაწესებულების რეორგანიზაცია, განისაზღვრა აუცილებელი პრიორიტეტები, შეიცვალა  მენეჯმენტის და მარკეტინგის სტრატეგია, მოწვეულ იქნა 15-ზე მეტი წამყვანი თბილისელი, ქუთაისელი და უცხოელი ექიმი-სპეციალისტი, დიდი რაოდენობით იქნა შეძენილი 2025 წლის უახლესი სამედიცინო აპარატურა იმპლემენტირებული ხელოვნური ინტელექტით, დაიწყო პაციენტთა ნაკადების შექმნა დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, მოწესრიგდა და რეგულარული გახდა ხელფასების გაცემა, აღდგა საქმიანი ურთიერთობა ყველა პრიორიტეტულ სადაზღვევო და მომწოდებელ კომპანიასთან, დაწესებულების დაფინანსებით დაიწყო ექიმების მომზადება უცხოეთის კლინიკებში, ადგილზე ჩატარდა უამრავი ტრენინგი კლინიკის პერსონალისთვის, მოპოვებულ იქნა ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი, დეკემბერ-იანვრის მონაცემებთან შედარებით გაათმაგდა კლინიკის ფინანსური ბრუნვა, დაინერგა ახალი სამედიცინო მიმართულებები. რეაბილიტაციის პროცესში, კოლეგიალობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩაერთო საქართველოს სრულიად სამედიცინო ელიტა, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით: გოგიტა ძაგნიძე, დავით შალამბერიძე, ალექსანდრე ცისკარიძე, თემურ მიქელაძე, თეონა ანთია, ვანო საფარიშვილი, რატი ტურაშვილი, მერაბ ჯანელიძე, ზაზა კრაწაშვილი, ირაკლი გოგოხია, ქეთი არაბიძე და სხვები… ბრწყინვალედ მომზადებულ ძირითად სტაფთან ერთად რიგი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა.

ასე გადაიქცა „უნიქალ მედი“ „ნურალიძე უნიქალ მედად“ – რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო რეანიმაციით, ლაბორატორული და სხივური დიაგნოსტიკით, ქირურგიით, ტრავმატოლოგიითა და ორთოპედიით, ნევროლოგიით, შინაგანი და ინტერვენციული მედიცინით, კარდიოლოგიით, ნეფროლოგიით, გინეკოლოგიით, ონკოლოგიით, ემერჯენსით, ენდოსკოპიის, ნეირო- და სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტებით, ძუძუს ცენტრით, ამბულატორიით, სამედიცინო/არასამედიცინო ინჟინერიით, ადმინისტრაციით, პოსტდიპლომური განათლებით და მედდების კორპუსით… სულ მალე, ამერიკელი და ბრიტანელი კოლეგების ჩართულობითა და დახმარებით, კლინიკის ბაზაზე ამოქმედდება სუპერთანამედროვე ცენტრები ქიმიოთერაპიის, უროლოგიის, არითმოლოგიის, რეკონსტრუქციული ბარიატრიის (პირველად საქართველოში!) და ტრანსლუმინალური ქირურგიის მიმართულებებით. აქედან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს ყველა იმ აუცილებელ და ნოვატორულ სამედიცინო მომსახურებას, რასაც იგი მოკლებული იყო აქამდე. სასიამოვნო ფაქტია, როდესაც ჩვენს თვალწინ ასე იქმნება თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის კიდევ ერთი ცენტრი. საზოგადოების მხრიდან ხომ მართლაც აუცილებელი მოთხოვნაა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიებისადმი მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამედიცინო აზროვნების ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე დამკვიდრება, რომ ქვეყანას ყავდეს ჯანსაღი ადამიანური რესურსი! ჯამში, ასე იწერება ისტორია…

წარმატებები!

Multifunctional Medical Centre “Nuralidze Unical Medi”:

Past, present, future

At the very beginning of the article, we should note that “Nuralidze Unique Medi” is maximally involved in the issues of persons with disabilities. Their involvement also took a leading position in the International Festival of Song, Dance and Art of Persons with Disabilities “Iveria – Brilliant” and deservedly earned the status of a top partnership, for which we thank them once again! The festival was held in Tbilisi on July 26-27, 2025.

The history of the last 10 months of the Nuralidze Unical Medi clinic clearly demonstrates what teamwork and successful risk management of leaders in the medical field can achieve. Being a multidisciplinary medical institution with 90 inpatient beds, its activities, Field Expanding, and the clinic in the healthcare sector were gaining their rightful place. At the same time, and unfortunately, a whole cascade of problems caused by various reasons began, as a result of which, from February 2023 to June 2024, the Ministry of Healthcare of Georgia, absolutely legally, suspended the clinic’s activities. By December 2024, the institution “Unical Medi” was no longer able to fulfill its financial obligations, which added to the need to sell its assets. Withdrawal. Interestingly, the company had 3 7 2 creditors (!). In order to save the clinic, at the request of its founders, a team of professionals led by the well-known doctor and risk manager, Professor Kakha Nuralidze, was involved in the case. Based on the court’s decision, in February 2025, it was possible to open a rehabilitation regime for “Unical Medi”, which was an unprecedented fact for Georgian medical institutions, and the first and very effective step on the path to saving the clinic. Based on an adequate SWOT analysis, the institution was quickly reorganized, necessary priorities were determined, the management and marketing strategy was changed, more than 15 leading Tbilisi, Kutaisi and foreign medical specialists were invited, a large number of the latest medical equipment for 2025 with implemented artificial intelligence was purchased, patient flows from the regions of Western Georgia began to be created, the payment of salaries was regulated and became regular, business relations with all priority insurance and supplier companies were restored, the institution began to train doctors in foreign clinics with funding, numerous trainings were held on site for the clinic’s staff, an international quality certificate was obtained, the clinic’s financial turnover tripled compared to December-January data, and new medical directions were introduced. In the rehabilitation process, based on the principles of collegiality, the entire medical elite of Georgia was involved, practically in all directions: Gogita Dzagnidze, David Shalamberidze, Aleksandre Tsiskaridze, Temur Mikeladze, Teona Antia, Vano Saparishvili, Rati Turashvili, Merab Janelidze, Zaza Kratsashvili, Irakli Gogokhia, Keti Arabidze, and others… Along with the brilliantly trained core staff, a number of successes are still ahead.

This is how “Unical Medi” turned into “Nuralidze Unical Medi” – one of the best in the region with resuscitation, laboratory and radiological diagnostics, surgery, traumatology and orthopedics, neurology, internal and interventional medicine, cardiology, nephrology, gynecology, oncology, emergency, endoscopy, neuro- and vascular surgery departments, breast center, outpatient clinic, medical/non-medical engineering, administration, postgraduate education and nursing corps… Very soon, with the involvement and assistance of American and British colleagues, super-modern centers for chemotherapy, urology, arrhythmology, reconstructive bariatrics (for the first time in Georgia!) and transluminal surgery will be launched based on the clinic. In directions. Therefore, the population of Western Georgia will receive all the necessary and innovative medical services that it has been deprived of until now. It is a pleasant fact that another center of modern, evidence-based medicine is being created before our eyes. After all, it is a truly necessary demand from society to ensure the geographical and financial accessibility of the population to high medical technologies, to establish a qualitatively higher level of medical thinking, so that the country has a healthy human resource! In short, this is how history is written…

Good luck!