ალესანდრო ალეგრა: მხიბლავს ადამიანი თავისი ცხოვრებისეული ისტორიებით, ტკივილითა და სიხარულით…

73

საინტერესო ხელწერით გამოირჩევა სამხრეთ იტალიელი, რეჯო კალაბრიელი მხატვარი ალესანდრო ალეგრა – პორტრეტისტია.
ალბათ ადამიანების ხასიათს, თვისებებს, ტკივილსა და სიხარულს მეტად რომ ჩაუღრმავდეს და ჩვენც გვაჩვენოს ნაოჭებში ჩაფლული, თვალებში ჩამდგარი წარსული და აწმყო, რომელიც მომავალს გვიჩვენებს. ეს ყველაფერი კი ჩვენც გვაფიქრებს… ალბათ ამის გამო გადაწყვიტა პორტრეტების ხატვა ჩემმა რესპონდენტმა…

– ბატონო ალესანდრო, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
– ძალიან ცნობისმოყვარე, სიცოცხლით სავსე, ინიციატივიანი ადამიანი ვარ და მხატვრული თვალსაზრისით ყოველთვის ახალ სტიმულებს ვეძებ. მიყვარს აზრთა გაზიარება ადამიანებთან და სხვა ხელოვანებთან, თუნდაც ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლიტერატურა, ქანდაკება, მუსიკა და ა.შ..
– როდის აიღეთ ხელში ფუნჯი პირველად?
– ეს მოხდა 2005 წელს, უბრალოდ ძალების მოსასინჯად. ვხატავდი ზეთის საღებავებით, A4 ფორმატის საპრინტერო ფურცელზე. გადმოვეცი არტემიზია ჯენტილესკის ნამუშევრის – „ივდითი და ჰოლოფერნე“ – ნაწილი. ეს ჩემი პირველი მცდელობა დაუსრულებელი დარჩა, რადგან მაშინ არ მქონდა ის მოთმინება და გამოცდილება, რაც ახლა მაქვს. ჩემი პირველი დასრულებული ტილო 2009 წელს შეიქმნა, ეს იყო ზეთი ტილოზე, ზომით 70×100 სმ..


​- რა არის თქვენი ფერწერის შთაგონების წყარო, მუზა?ადამიანების ისტორია, მათი დრო, გამოცდილება და ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჩემი ფერწერული ჟანრისთვის, რაც პორტრეტისტიკაა, ეს ფუნდამენტურია.
– თქვენ ძირითადად პორტრეტებზე მუშაობთ, რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი?
– აღმაფრთოვანებს ადამიანი თავისი ცხოვრებისეული ისტორიებით, სიხარულითა და ტკივილით. თუ მათ ისტორიას ვიცნობ, კიდევ უკეთესია და შედეგიც უფრო შთამბეჭდავია ხოლმე. თუმცა, ყველაზე მეტად მიყვარს დასრულებული ნახატის, მნახველში ინტერესის გაღვივება და მათთვის გარკვეული სათქმელის გადაცემა.
– რომელ ჟანრს მიეკუთვნება თქვენი ხელოვნება?
– კონკრეტული ჟანრი არ არსებობს, თუმცა რეალისტური ფიგურატიული ხელოვნებისკენ ვიხრები.
– რამდენი პორტრეტი გაქვთ შექმნილი დღემდე?


– სიმართლე გითხრათ, ყველა არ დამითვლია… მაგრამ დაახლოებით 200-მდე.
– და მიანც, რისი გადმოცემა გსურთ თქვენი შემოქმედებით?
– ადამიანების განვლილი ცხოვრების, მათი აწმყოს, საზოგადოებისა და ემოციების.
– მონაწილეობთ თუ არა გამოფენებში?
– დიახ, ვმონაწილეობ, რადგან ვფიქრობ, ხელოვანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამოცდა და საკუთარი რეგიონის გარეთ არსებულ რეალობასთან შეჭიდება, სხვადასხვა განათლების მქონე მხატვრების გაცნობა და ახალი ტრადიციებისა თუ სტილის ათვისება.
– თქვენ მიერ შექმნილი ნამუშევრებიდან, რომელთან ხართ ყველაზე მეტად მიბმული სულიერად?
– იმ ნამუშევრებთან, რომლებიც უკვე გამოფენილია და კერძო კოლექციებში ინახება, თუმცა ისინი ცოტაა.
რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას პორტრეტის ხატვისას?
– მზერას, რათა თვალების არეს პათოსი (ემოციური სიღრმე) მივანიჭო. მიყვარს სახის დეტალებზე მუშაობა.
– პორტრეტების გარდა, თუ უთმობთ დროს სხვა თემებს ან სტილს?
– ზოგჯერ დამიხატავს პეიზაჟის ჩანახატები, მაგალითად, შილას (Scilla) ხედი, ან ნატურმორტები. მათი შექმნა სიამოვნებით ვცადე, ეს კარგი გამოწვევა იყო.
– როგორ არჩევთ და აზავებთ ფერებს?


– ამ საკითხში ძალიან ზარმაცი ვარ, ამიტომ ფერებს უკვე გამზადებულს ვყიდულობ სპეციალიზებულ მაღაზიაში. მირჩევნია დრო ნამუშევრის კომპოზიციასა და მის შესრულებაზე დავხარჯო.
– გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ტექნიკა?
– მე ძირითადად უპირატესობას ზეთის ტექნიკას ვანიჭებ.
– რას ფიქრობთ იტალიურ ფერწერაზე, რით განსხვავდება იგი სხვა ქვეყნების შემოქმედებისგან?
– მჯერა, რომ ყოველ ქვეყანას თავისი ლამაზი მხატვრული ტრადიცია აქვს და არცერთი მათგანი არ შეედრება ერთმანეთს. მაგალითად, საქართველოდან არის ფიროსმანი, რომლის ზოგიერთი ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობაც მქონდა.
– რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება?
– წავიდე საცხოვრებლად რომში და იქაც გამოვხატო საკუთარი თავი, სადაც დიდოსტატთა ხელოვნება გვეხმიანება ყოველ ქუჩაში, სასახლეში, ეკლესიასა თუ შადრევანში. ასევე ძალიან მინდა, რომ სულ ვიმოგზაურო ახლის აღმოსაჩენად და სასწავლებლად.
– და ბოლოს…
– ყოველთვის მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს საქართველოდან, რადგან ხელოვნება ჩვენი ერთობაა (UNIONE), სადაც არ არსებობს მხოლოდ ერთი ფერი; ნახატის გასამშვენებლად უამრავი ფერია საჭირო და მხოლოდ მათი გაერთიანებით შეგვიძლია გავხადოთ სამყარო უფრო ლამაზი.

პ.ს. და მაინც, მგონია, რომ ალესანდრო ალეგრა საკუთარ თავსაც ეძებს თავისსავე შემოქმედებაში და ბევრს სწავლობს პორტრეტებიდან მომზირალი თვალებიდან.

ალესანდრო ალეგრა იტალიაში, რეჯო კალაბრიაში გავიცანი მირანდა მამაგეიშვილის მეშვეობით, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას. ასევე, იტალიურ ენაზე თარგმანი ქვემოთ წარმოდგენილი თარგმანი ქალბატონ მირანდას ეკუთვნის, რომელსაც ასევე მადლობას ვუხდი თანაავტორობისა და დახმარებისათვის, რომ ქართულ-იტალიურ კულტურას უწევს პოპულარიზაციას.

ცხადია, ჩვენ მოიწვევთ ამ ნიჭიერ მხატვარს საქართველოში 2027 წლის 3 მარტს პრემია „ივერიის“ გალა დაჯილდოებაზე, როგოც მონაწილეს…

-​ Signor Alessandro, come descriverebbe se stesso?
– Sono una persona molto curiosa, vivace, intraprendente e artisticamente sempre alla ricerca di stimoli. Amo il confronto con le persone e gli altri artisti anche in altri ambiti come può essere la letteratura, la scultura, musica e così via.
– Quando ha preso in mano il pennello per la prima volta?
– E’ stato nel 2005 per provare, ed era con la tecnica ad olio su di un foglio da stampante formato A4. Ho rappresentato una parte dell’opera di Artemisia Gentileschi ovvero “Giuditta e Oloferne”. Questo mio approccio è incompiuto perché non avevo la pazienza che ho adesso. Il mio primo quadro concluso è stato realizzato nel 2009, ed era un olio su tela 70×100 cm.


– Qual è la musa ispiratrice della sua pittura?
– La storia delle persone, il loro tempo, le loro esperienze e la loro vita. Per il mio genere pittorico che è la ritrattistica penso che sia fondamentale.
​- Lei lavora principalmente sui ritratti, come mai questa scelta?
– Mi affascina l’essere umano, con le sue storie di vita, gioie e dolori. Se conosco la loro storia è ancor meglio e il risultato sarà più coinvolgente. Ma soprattutto mi piace far incuriosire chi osserverà il dipinto finito e inviare un messaggio.
– A quale genere appartiene la sua arte?
– Non c’è un genere ben preciso, ma tendo al figurativo realistico.
– Quanti ritratti ha realizzato finora Indicatamente?
– Sinceramente non li ho contati tutti… ma su per giù sui 200.
– Cosa desidera comunicare attraverso la sua pittura?
– Il vissuto, il presente delle persone, la società, le emozioni.
– Partecipa a mostre ed esposizioni?
– Sì, partecipo perché penso che sia fondamentale per un artista mettersi in gioco e confrontarsi con realtà diverse dal proprio territorio, conoscere altri pittori con le sue specifiche formazioni e assimilare tradizioni e stili.
– Qual è l’opera a cui è più legato tra tutte quelle che ha creato?
Opere che sono già esposte e in collezioni private, ma sono poche.
– A cosa presta maggiore attenzione mentre dipinge un ritratto?
– Allo sguardo dare phatos nella zona oculare. Amo fare i dettagli del viso.
-Oltre ai ritratti si dedica ad altri soggetti o stili?
– Qualche volta mi è capitato di realizzare scorci paesaggistici tipo la veduta di Scilla, o nature morte. Non mi è dispiaciuto realizzarle è stata una bella sfida.


– Come sceglie e compone i suoi colori?
– Su questo aspetto sono molto pigro, quindi i colori li prendo già fatti al negozio specializzato. Preferisco impiegare il tempo nella composizione dell’opera e la sua esecuzione.
– Ha una tecnica particolare?
– Io prediligo principalmente la tecnica ad olio perché è la ​- Cosa ne pensa della pitura italiana,in cosa si diferenza da quella di altri paesi?
– Ho il concetto che ogni paese ha la sua bella tradizione artistica, e nessuna è paragonabile. Ad esempio la Georgia ha il suo esponente Pirosmani che ho avuto modo di vedere alcune sue opere.
– Qual è il suo sogno den cassetto?
– Andare a vivere a Roma ed esprimermi anche lì dove l’arte dei grandi Maestri si echeggia in ogni via, palazzo, chiesa, fontana. E mi piacerebbe viaggiare sempre per scoprire ed imparare.
– E per concludere…
– Ringrazio sempre gli amici della Georgia perché l’Arte è la nostra UNIONE dove non esiste un colore solo ma per rendere bello un quadro servono tantissimi colori, e solo unendoli possiamo rendere il mondo più bello.