ირაკლი ქოიავა ვიტო ლეჩეზეს შეხვდა

48

ქართული დიპლომატია განაგრძობს ურთიერთობების გაღრმავებას ევროპაში. იტალიაში, ქალაქ ბარიში გენერალურმა კონსულმა ირაკლი ქოიავამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ირაკლი ქოიავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ქ. ბარის მერთან, ვიტო ლეჩეზესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო საკონსულო, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურის და ტურიზმის სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალი თანამშრომლობისთვის.

მასალა აღებულია ფეისბუქიდან Consolato Generale di Georgia a Bari / გენერალური საკონსულო ქ. ბარიში