გარეჯელი მკლავჭიდელები ჩემპიონები არიან

25

ქართველი მკლავჭიდელების წარმატებები გრძელდება, რომლებმაც ამჯერადაც ასახელეს საქართველო!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მკლავჭიდის ნაკრების წევრებმა, ბულგარეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში – 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მკლავჭიდელების ჩემპიონატზე გამგზავრება ფინანსურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

ბაჩო დიღმელაშვილმა, 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, 2 ოქროს მედალი მოიპოვა – მარცხენა მარჯვენაში, ბაჩო საგინაშვილმა 23 წლამდე ახალგაზრდებში ასევე მიიღო 2 ოქროს მედალი – მარცხენა მარჯვენაში და 1 ოქროს მედალი – მარჯვენაში, უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. აგრეთვე, ოქროს მედლის მფლობელია ოთარ საგინაშვილი, უფროს ასაკობრივ კატეგორიაში – მარცხენა მკლავში, მერაბ ალუღიშვილმა კი, პარამკლავჭიდში, 23 წლამდე ახალგაზრდებში, ერთი ვერცხლის მედალი მიიღო -მარცხენაში და ბრინჯაოს მედალი – მარჯვენაში.

„გარეჯელების“ გუნდის მთავარი მწვრთნელი მამუკა ბილანიშვილია.
ვულოცავთ მკლავჭიდელთა ნაკრებს და წარმატებებს ვუსურვებთ!