პრემია ივერია – თამარ კაკაურიძის პოეზია

11

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

თამარ კაკაურიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2024 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „ქართული ელიტის წლის საუკეთესო არაორდინალური პოეზია“

,,წითელი და შავი” (სტენდალი)
როცა სტენდალი ჭრაქის შუქზე ამ სიტყვებს წერდა,
როცა არავის მოგონების არ ჰქონდა დარდი,
როცა კალამი ეხებოდა მუყაოს სქელ ყდას,
მაშინ გოგიტას უფლის ნებით შენ შეუყვარდი…

თუ ბეთჰოვენი მთვარის შუქზე ,,ელიზეს” წერდა,
მაშინ შენს სულზე ფილმს იღებდა ალმადოვარი,
როცა ზღვის ფსკერზე მივიწყებულ პანდორას ტეხდა,
მოგონებების აზვირთებულ ტალღების ჯარი…

თუ ყველა გრძნობა საუკუნეს ბორკილებს სდებდა,
რატომ დაგტოვეს მტკივნეული წარსულის ჯვარით?!
თუ ყველაფერი გადალეკა ამ წლების სევდამ,
მაშ მესაფლავე გალაქტიონს რატომ ეძახის?!

გულის გულიდან
გულის გულიდან მომიძებნე უსიტყვოდ, თმენით,
თორემ განცდებით თანაგრძნობის სიტყვებს რა დალევს,
მე ამ სამყაროს უსასრულო ტანჯვის მორევში,
ვხეტიალობ და სიყვარულის ჰანგები დამსდევს…

თუ კი ოდესმე დაინახავ მზის სხივებს თქეშში,
თუ ცისარტყელას ამომიყვან და ცაზე დაწერ,
მე შენს საკინძეს მოგიხატავ ღიღილოს ფერში,
და შვიდი ფერის მიმოფანტულ ღილებს დაგაბნევ…

გთხოვ შეგიყვარდე უფრო მეტად ახალი ხედვით,
მე ვარსკლავებით აგიჭრელებ ზაფხულის ღამეს,
მერე წვალ და თავდახრილი ვივლი ბნელ ხევში,
და იმ ვარსკვლავებს კალათაში სულ შენთვის ავკრებ…

„სიკვდილი და ქალწული“ რეი ბრედბერი
შეაშრა ჰაერს ფერი სიცივის,
მესმის შორიდან მოლიპული მიწის კივილი.
სიშორე ტკივილს ამძაფრებს ისე,
მინდვრის ყვავილის ჟანგისფერი
ფოთლები თრთიან…
ცა დედამიწას საყრდენს აცლის,
ლოდებს ყინულის.
ვგრძნობ ზეიმია,
უსიცოცხლო გრძნობის და შფოთვის,
ყაყაჩოების უთვალავი სილუეტიდან,
მხოლოდ ის ერთი ჩითის კაბით შორიდან მოდის,
რომ ცოდვის ტვირთით შელახული უმანკოება,
დაასამაროს წიწამურის წვიმიან ველზე,
სადაც ღალატი შეაკვდა რწმენას,
ხოლო აბზაცი იწერება სისხლიან კალმით…
თეთრ სილუეტში შეწყვეტილა პულსაციის უგონო კადრი,
სავარძლის რხევა მონოტონურ საათებს ერთვის,
შემშრალ ღიმილში ბაგეები უემოციო მოგონების მოთხრობებს დაცრის…
„ქალწულს და სიკვდილს“ უკითხავდა თურმე ბრედბერი,
და მწვანე შუშის ლივლივებდა სითხე მაცდურად.
მარადიული სიყვარულის იმ ერთი წუთის,
განმეორების გძნობებისთვის გადამალულა…
და აღარც რეიმ აღარ იცის,
თუ რატომ მისდევს უთქმელად და მორჩილად ვილლის,
არც უფიქრია იმ ერთი დღის თორმეტის შემდეგ, გამგზავრება და თბილი სახლი,
როდის მოელის…

ფორტეპიანო და წვიმა
წვიმის წვეთივით ვაწკაპუნებ მე ყველა კლავიშს,
დაგვათენდება და ვერ გაგვტეხს უტეხი ღამე,
მოულოდნელი აგონიის სურვილი დამდის,
და დაგვანათებს ჟინით მთვრალი შეშლილი მთვარე…
მერე თავიდან აჟრედება ნოტები ვერდის,
ბრალეულობას ვერ ვიფარდებთ ვერც შენ და ვერც მე,
ჰაერში შენი ძველებური სურნელი ასდის,
როგორც ახალი ამოყრილი ასკილის ვარდებს…
მე მაინც ვარჩევ მაღალ მთაზე არწივის მზერით,
ქართული ლექსით ჟრუანტელი მივლიდეს ტანზე,
მიღიღინებდე ჩუმად ყურთან იმ ძველი ჰანგის,
ყველა სიტყვა რომ შემაყვარე ჯადოსნურ ღამეს…

სასჯელი დროის
თმებში მერევა ქარის ღმუილი,
და მატარებლის სადგომის სუნი,
შეზავებია შენს ნარჩენ სურნელს,
აუტანელი ტკივილი გულის…
და ოხშივარი ნაცრისფერ ორთქლის,
სხეულში ურცხვად მიტკივებს მუზებს,
ეხლა თქარუნი მე მესმის ბორბლის,
ვიცი ეს დარდი რასაც მიპირებს…
ტუჩების ბოლით მიბურულ შუშის,
ხის აჩრდილებში მისდევენ დრო-დრო,
ხმას ლიანდაგზე ბორბლების მოთქმის,
მგონი მარტო შენ არჩევდი მხოლოდ…
რომ შეგიყვარდი არ ვიცი როდის,
ვერ მპატიობდი ვხვდებოდი ბოლოს,
ამოგირჩიე სასჯელი დროის,
დროს რომ მიაქვს და არ უჩანს ბოლო…
ჩემი ლექსების სუყველა სტროფი,
უშენოდ ყოფნის დღეებზე გლოვობს,
ჩემი სხეულის სუნამოს ტკბობით,
საწოლზე სხვის სუნს აიტან მხოლოდ !

ცარიელი სული
არც ერთი ფერი და გარდაქმნა უსახურ კადრის,
მხოლოდ აჩრდილი მიწანწალებს მოლიპულ გზაზე,
დათენებია სიარულში სევდას და დარდში,
რამდენი ზღურბლი და არც ერთი კარს აღარ აღებს.

არც ყვავილები ხასხასებენ მწვანე ფერების,
რომ ჯვარდებოდნენ ცაზე ცისფერ ქრომოსომებად,
არც ერთი წუთი არ გაუშვია სიცოცხლის დროის,
თორემ შენც ერთხელ, როგორც იმას-მოგეთხოვება.

გადაუვლია მოგონებებს სურვილი ლტოლვის,
და ეხლა ღამე ხელს მოაწერს, როგორც ოდესღაც,
იმ ერთი ქუჩის ქვაფენილის და ყველა ზოლის,
შენ თვალებ დახრილს ზანტ ფიქრებში მოგაგონდება.

რომ ლანდიც გტოვებს და უცნაურ რაღაცა ფორმის,
ცაზე ღრუბლისფერ ტილოებად გადაგორდება,
რომ ისევ მოხდეს ვიღაც კაცში განმეორების,
წვიმის წკაპუნად წამოსულს რომ აუბოტდება…

+ + +
ფიქრები უზნეო
ფერადი უფერო,
სიტყვები უენო,
აზრები უსქესო,
მიყვარხარ უმზეოდ.
ვეღარ ვძლებ უშენოდ,
გუშინ დღეს ვუმეცრობ,
ვუძლებ რომ ვუცელქო,
ვიმღერო უსმენოდ,
ამინდიც უხეშობს,
თამაშობს უჩვენოდ,
ქალაქში თენდება,
ღამდება უშენოდ,
ფიქრები უზნეო,
ცოდვები უღმერთო,
თვალებით შემეხე,
ამ ქალს რომ უშველო…

+ + +
დარაბები მიღმა
გაზაფხულს წავაწყდები,
შუკაში ათასფერი,
ფეთქავდა ზამბახები,
გამიღეთ დარაბები!
აღარ ჩანს არაფერი,
სიზმარში დამაბერდი,
სულში მაქვს ღრმა დარდები,
გამიღეთ დარაბები!
ლოდინით დავიღლები,
შორს ბღავის ხარ-ირემი,
რიჟრაჟი თაგვისფერი,
გამიღეთ დარაბები!
ზუზუნებს სხვა რითმები,
ქარებში ავირევი,
შიგნიდან არვის ველი,
გამიღეთ დარაბები!
კივიან ალქაჯები,
წრიალებს ათასფერი,
შენს მოსვლას აღარ ველი,
გამიღეთ დარაბები!
სიყვარულს მოუხდები,
ჩუმ-ჩუმი დამალვებით,
არღანიც ჟამისფერი,
გამიღეთ დარაბები!

მიყვარხარ ქართულად!!!
სულიდან სულშია გენი გადასული,
სული გადაღლილი და ჩემზე უმწეო…
ნაძვის ფიჩხებივით გული დანაცრული,
გული უენოა ან როგორ ვუშველო…
გოლგოთას მთაზეა ცოდვა დამარხული,
ცოდვას ვერ ვატარებ და გეძებ უგზებოდ…
რამდენ ჯიგარზეა ცრემლი დაცვარული,
თითქოს დაეწურათ წამები უცრემლოდ…
ცა რუხად მოხატული ღრუბლებში მიმალული,
ჯვარი და სანთელი ხომ დაწნეს ულერწოდ…
დღეები გარდასული და დროში დაფანტული,
ლოცვას და ფსალმუნებს მღერიან უღმერთოდ…
ანიც დაკარგული, ბანიც დაკარგული,
ფანდურის სიმები დუდუნებს უჩვენოდ…
დილამშვიდობის ღიმილში დამალული,
პირში სიყვარული სჩვევიათ უზნეოდ…
BUONGIORNO ამაყი და მოდურად ნათქვამი,
რითმებში აყოლილი ვაჟკაცი უმეცრობს…
ნერვები მძივივით ძაფიდან გამქრლი,
გახლართულ ფესვებმა ჯიშს უნდა უშველოს…
როგორც ჯერ არ თქმული ყვირილი არმაზის,
მიყვარხარ ქართულად ერს უნდა ვუმღეოთ!

უსისხლო ლოდინი
(ჩანახატი)

ბაღი,
ფოთლები,
ქარვა,
ნარინჯი,
უსულოდ მდგარი სულ მარტო არის,
მოგონებები…
ერთი ყვავილი, ან ერთი ცალი რამე ისეთი,
ხსოვნის ფურცლებს რომ შერჩენიათ,
შენით დამთვრალი…
აი, აქ ბაღში,
მწვანე და თეთრი გაზაფხულები,
ამტკივდა ეხლა მონატრება…
არ დავბრუნდებით ?!
ბაღი,
სიცივე,
თურმე თოვლი,
უჩემოდ მოდის?!
თუმცა ადრეა,
დაელოდე რომ შესრულდეს
საათი ორის,
საათი ღამის…
უბრალოდ ნახე მაგნოლიები,
ქვაფენილებზე მიყინულ ფოთლის…
ღმერთს შეხედე და არ გაგიწყრეს,
რომ შეილახოს სისპეტაკე
პირვლი თოვლის,
კენტად მიდი და მაგ ჯვრსწერას,
გთხოვ ნუ გაამხელ
და ნუ წამართმევ,
ამ უსასრულო,
უსისხლო ლოდინს…