წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (ყოფილი
მიხაილოვის საავადმყოფო) არსებობის 150 წლიან ისტორიას ითვლის. შესაბამისად ის პირველი საავადმყოფოა მთელს კავკასიაში.
2012 წლიდან კლინიკა გადავიდა ახალ მისამართზე ( ლუბლიანას 21), ახალ შენობაში და აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს, ერთ სივრცეში, სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს, ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:გადაუდებელი დახმარება; ხელმძღვანელი – პროფესორი ზ. ლურსმანაშვილი. 2. კრიტიკული მედიცინა; ხელმძღვანელები – ქ. ქვარცხავა, მ. ფოცხვერაშვილი. 3. ნეიროქირურგია; ხელმძღვანელი – ზ. თვაური. 4. ყბა-სახის ქირურგია; ხელმძღვანელი – მ. დეკანოსიძე. 5. ზოგადი ქირურგია; ხელმძღვანელი – კ. ზურაბაშვილი. წამყვანი სპეციალისტები პროფესორი ა.ანთაძე; პროფესორი თ. სესიტაშვილი. 6. ანგიოქირურგია; ხელმძღვანელი – გ. ხელაძე. ღოღელიანი. 7. გინეკოლოგიური ქირურგია; ხელმძღვანელი – ი. ქიტიაშვილი. 8. კარდიოლოგია; ხელმძღვანელი – მ. შუშანია. 9. ტრავმატოლოგია; ხელმძღვანელი – ბ. მოდებაძე. 10. ტოქსიკოლოგია; ხელმძღვანელი – ს. კუტუბიძე. 11. თერაპია; ხელმძღვანელი – ნ. რატიანი, წამყვანი სპეციალისტი პროფესორი ა. სარიშვილი. 12. ნევროლოგია; ხელმძღვანელი – ზ. აბულაძე. 13. ლაბორატორია; 14. კარდიოქირურგია; ხელმძღვანელი – ა. კვიციანი. 15. ონკოქირურგია; ხელმძღვანელი – პროფესორი ა. ალადაშვილი. 16. ონკოლოგია; ხელმძღვანელი – ი. ელიავა. 17. ანტირაბიული სამსახური – ვ. ლომიძე. 18. არტერიული ჰიპერტენზიის ცენტრი; 19. ამბულატორია-დიაგნოსტიკა; ხელმძღვანელი – ზ. ოქროპირიძე. (რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ინვაზიური რადიოლოგია, ექოსკოპია, ენდოსკოპია, ლაპარასკოპია, გინეკოლოგია, ფიზიოთერაპია, მანუალური თერაპია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ელექტროკარდიოგრაფია, რევმატოლოგია, სტომატოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია).
კლინიკის მუშაობის პრინციპები და მეთოდები ბევრი სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამაგალითოა. გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, აქ შექმნილია კლინიკის ხარისხის მართვის კომისიან.გეგეშიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ახორციელებს სამედიცინო პერსონალის დროულ და ადეკვატურ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფასა და პერიოდულ მონიტორინგს; პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება-დანერგვას.
ადმინისტრაციის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ექიმების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, პროფესიული ზრდა; მუდმივად მოწმდება და იზრდება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის მუშაობის ხარისხი.
საავადმყოფოში ფუნქციონირებს რეზიდენტურა, ასევე კლინიკა არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბევრი სხვა სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა.
კლინიკა გთავაზობთ მსოფლიო დონის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის, ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით. აქ დასაქმებული ექიმები არიან კომუნიკაბელურები, კეთილგანწყობილები პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ, გაწონასწორებულები, ინოვაციურები; გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, არ არიან მიკერძოებულები, პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ პაციენტის ინტერესებს, ზრუნავენ კლინიკის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქვთ ლიდერობის, გადაწყვეტილებების დასაბუთების, სტრესული სიტუაციების გამკლავების , კარგი კომუნიკაციის (ზეპირი, წერილობითი), გუნდური მუშაობის, საქმის ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მაქსიმალურად მოკლე დროშიმიღების უნარები.
დღეისათვის მთავარი სიახლე ის არის, რომ გაიხსნა უახლესი აპარატურით აღჭურვილი კარდიოქირურგიის დეპარტამენტი, რაც უზრუნველოფს კარდიოლოგიური სამსახურის სრულყოფილ ფუნქციონირებას, შესაბამისად კარდიოლოგიურ სამსახურში ხორციელდება პაციენტების მომსახურების სრული ციკლით უზრუნველყოფა. სრული დატვირთვით ფუნქციონირებს კარდიოლოგიური და კარდიოინვაზიური დეპარტამენტები. ასევე მთავარ სიახლე წარმოადგენს ის, რომ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო Äრზტეზენტრუმ: Gეორგისცჰ-Dეუტსცჰე ჩონსილიუმ~-მა,
სამედიცინო ცენტრმა: ქართულ-გერმანული კონსილიუმი~.
მისი საპატიო კონსულტანტია მაგდებურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, გერმანიაში რობოტული ქირურგიის ერთ-ერთი პიონერი პროფესორი როლანდ კრონერი, საქართველოს მხრიდან ონკოლოგიისა და ქირურგიული ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი არჩილ ალადაშვილი. კონსილიუმი მოემსახურება ყველა ნოზოლოგიის პაციენტს, ხორციელდება კვლევის სრულყოფილი სპექტრი, თუმორ ბოარდ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. ოპერაციული მკურნალობის არჩევის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ღია და ლაპარასკოპიული, ასევე რობოტული (და ვინცი) მეთოდით.
ასევე მთავარი სიახლე ის არის, რომ კლინიკამ აისოს სერტიფიკატი მოიპოვა რისთვისაც უზარმაზარი სამუშაოს ჩატარება და კლინიკის ფუნქციონირების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა გახდა საჭირო.
ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, შრომისუუნარობის და ინვალიდობის ყველაზე ხშირი მიზეზია, სიკვდილის მიზეზებს შორის კი მეორე ადგილს იკავებს. ინსულტის შედეგად განვითარებული შეზღუდულობა უდიდესი მორალურ-ფსიქოლოგიური და მატერიარული ტვირთია არამარტო ავადმყოფისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, არამედ უზარმაზარ სოციალურ და ფინანსურ პრობლემას
წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.
ათეული წელია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში იშემიური ინსულტის მკურნალობაში წარმატებით გამოიყენება თრომბოლიზისი, რომელიც რამდენიმე თვეა ჩვენი ქვეყნის ერთეულ კლინიკებშიც დაინერგა.
თრომბოლიზისი იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას – ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს. თრომბოლიზისის საშუალებით შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება.
თრომბოლიზისი დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ჩვენი კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში (განყოფილების უფროსი _ ექიმი ნევროლოგი ზვიად აბულაძე). წმინდა მიქაელ მთაარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (მიხაილოვის საავადმყოფო) აღჭურვილია შესაბამისი გამოცდილების მედ-პერსონალით და ყველა საჭირო ტექნიკურ-მატერიალური საშუალებით, რაც თრომბოლიზის წარმატებით წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს.
პაციენტს, რომელსაც მწავედ განუვითარდება რომელიმე სიმპტომი ან სიმპტომთა ერთობლიობა: მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, ძალის დაქვეითება კიდურებში, რაც შეიძლება დროულად უნდა მომართოს ჩვენს კლინიკას!
კლინიკაში მოთავსება და მკურნალობის დროული დაწყება დაიცავს ავადმყოფს სიცოცხლისთვის საშიში გართულებისა და ინვალიდობის მაღალი რისკისგან.