ნათია ჩიხლაძე: ვერ მოვასწარი და ეტლში ვზივარ…

2968

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

რთულია აირჩიო ხელოვნების გზა და გახდე წარმატებული და იმ ასაკში, როცა თითქმის აღარავინ იწყებს ამ დიდებული ცხოვრებით მოღვაწეობას, მაგრამ ჩვენ ხომ განსაკუთრებული ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე…
დიახ, ის მართლა განსაკუთრებულია, როგორც პიროვნება, ნიჭიერებითა და ქალური სინაზე-მშვენიერებით შემკული, ქალბატონი, რომელმაც თბილისში, პირველად გამართულ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე – „ივერია – ბრილიანტი“ გვასახელა – სიმღერით! გვასახელა და თავისი მშობლიური ქუთაისიც ამაყობს მისით! ამაყობს იმით, რომ „ივერია – ბრილიანტი“ და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.
მოკლედ, ეს ქალბატონი ნათია ჩიხლაძეა…

– ქალბატონო ნათია, როგორია ცხოვრება?
– სიყვარულით, ბედნიერებით, პოზიტივითა და მრავალფერპოვბნებით სავსე.
– როგორ აღმოჩნდით ეტლში?
– ხერხემალზე აღმომაჩნდა სიმსივნე და ოპერაციის შემდეგ შემეზღუდა მოძრაობა, დამოუკიდებლად გადაადგილება… ამის შემდეგ ეტლი გახდა ჩემი გადაადგილების საშუალება.
– როგორია ეტლიდან დანახული სამყარო?
– რამდენიმე წლის წინ, შედარებით რთულად ვუყურებდი სამყაროს, დღეს კი სულ სხვა თვალით ვხედავ და უფრო ბედნიერად ვგრძნობ თვს.
– რა არის თქვენთვის ბედნიერება?
– ბედნიერება ჩემთვის ჩემი ოჯახი, შვილები, მეგობრები და ჩემი სამშობლოა.
– ეტლში ჩაჯდომის შემდეგ ოჯახმა, ახლობლებმა, საზოგადოებამ როგორ მიგიღოთ, თუ ხედავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას?
– რა თქმა უნდა, თავიდანვე ყველას ძალიან უჭირდა და მითუმეტეს, ჩემ ოჯახს, მაგრამ ამ ეტაპზე შეეგუვნენ. ყველანაირად ჩემ გვერდით დადგნენ და არიან დღესაც მიმაგრებენ ზურგს და, რაც შეუძლიათ, მეხმარებიან. თუმცა საზოგადოებასთან დღემდე მიჭირს შეგუება, ურთიერთობა, რადგან ვფიქრობ, რომ არ იცოდნენ და დღესაც ვერ აცნობიერებენ შშმ პირს როგორი მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა, რაც დრო გადის, საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებას ნამდვილად ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.
– რა არის თქვენთვის იმედი, რწმენა?
– იმედი ჩემთვის ყველაფერია და უიმედოდ მართლა არაფერია ჩემი ცხოვრება. რაც შეეხება რწმენას, ის სუფევს ჩემ სულში, რწმენამ გადამარჩინა, რმენამ დამამარცხებინა ჩემი სენი, რაც 5 წლის მანძილზე მტანჯავდა…
– რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?
– ამ ეტაპზე სპორტით და მუსიკით ვარ დაკავებული. ორივე სფერო ძალიან მაბედნიერებს და მეტად საინტერესო გახდა ჩემი ცხოვრება.
– რას ნიშნავს თქვენთვის სცენა, ხელოვნება?
– სიმართლე გითხრათ, დიდ სცენაზე არასდროს ვმდგარვარ და როდესაც პირველად გავედი, მეგონა მეორედ დავიბადე! უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი, ხალხის სიყვარული, მათი ბედნიერად მოციმციმე თვალები მათბობდა და მაძლიერებდა… ხელოვნება ბევრს ნიშნავს, დიდი ძალა აქვს. მიყვარს, ცეკვა, მუსიკა, ხატვა და ა.შ..
– მგონი პოპულარულიც კი გახდით…
– ვფიქრობ, ამ ეტაპზე, უფრო წარმატებული…
– რა არის სიყვარული, სიძულვილი?
– სიყვარული ეს უდიდესი ნიჭია, მე არ შემიძლია უსიყვარულოდ ცხოვრება, მიყვარს ყველა და ყველაფერი… სიძულვილი?!… ეგ დამანგრეველი ძალაა ადამიანისთვის… როგორ შეიძლება ადამიანი გძულდეს?! არ მესმის….
– ადამიანების ამოცნობის კარგი ნიჭი გაქვთ?
– ვთვლი, რომ კი.
– როგორია ქალი, დედა და მეგობარი – ნათია ჩიხლაძე?
– როგორც ქალი ძლიერი, შემდგარი და სრულფასოვანი, როგორც დედა, თავს არ ვიქებ და ვარ ღირსეული, ერთგული და შვილების გიჟი~ დედა. რაც შეეხება მეგობარს, არაჩვეულებრივად შემიძლია მეგობრობა, ჩემი თანადგომა და ბრძოლა მათთან ერთად და მათთვის, ვინც ჩემი მეგობარია. მეგობარი ხომ ჩემი სულის ნაწილია.

ქალბატონო ნათია, რაზე ოცნებობთ?

ვოცნებობ... ფეხზე დავდგე და შევძლო სიარული, რომელიც მართლა ოცნებად მაქვს გადაქცეული.

ემიგრაციაში რატომ იყავით?

ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ემიგრაციაში წავსულიყავი, რადგან ჩემი შვილებისთვის კარგი მომავალი შემექმნა, თუმცა ვერ მოვასწარი და ეტლში ვზივარ..

სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის

„ივერია ბრილიანტის“ გრანპრი მიიღეთ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
– ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის! ცხოვრება სიურპრიზებით ყოფილა სავსე და მეც მომიწყო, გამხადა ამ დიდი ჯილდოს მფლობელი. მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ამ ტიტულის მონიჭებისთვის.
– რამდენად ექცევა ყურადღება შშმ პირებს ქუთაისში და რა არის ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხებში ძირითდი პრობლემა?
– ვერ ვიტყვი, რომ ქუთაისში ან მთელ საქართველოში ყველაფერი იდეალურადაა ინფრასტრუქტურა და სხვა საკითხები… ჩვენ, შშმ პირებს, უნდა შეგვეძლოს ნებისმიერ ადგილზე მისვლა და გადაადგილება. არ უნდა გვჭირდებოდეს ხალხის ზედმეტად შეწუხება, ამა თუ იმ დაწესებულებაში იქნება თუ სადმე გასართობ ცენტრში მისვლა. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და უზრუნველჰყონ ჩვენი ტრანსპორტირება და ხელმისაწვდიმი გახადოს სხვა სერვისებიც, რაც აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და, რა თქმა უნდა, _ ჩვენთვის. უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ განვვითარდეთ და აქტიურად ვიყოთ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან თავი არ ვიგრძნოთ გარიყულ და არაფრის მაქნის ადამიანებად.
– არსებობს შშმ პირი?
– რაც არ უნდა ვიყვირო არ არსებობს შშმ პირი მეთქი, მოგატყუებთ, არსებობს, რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვაგვარი შეზღუდვები…
– უკრაინის ფესტივალიდან რას ელოდებით, სადაც მიწვეული ხართ „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვების შემდეგ?

ამბიციურობაში არ ჩამომართვათ და მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი ქვეყანა და ჩემი თავი ვასახელო, მინდა წარმატებული დავბრუნდე!

და რა მოგცათივერ „ივერია – ბრილიანტმა“?
– „ივერია – ბრილიანტმა“ ჩემი თავი სხვა კუთხით დამანახა და გამაცნო. ვერც კი წარმომედგინა, ეტლით მოსარგებლე ადამიანი სცენაზე თუ დავდგებოდი და ვიმღერებდი. ამ ფესტივალმა გამაბედნიერა და უფრო მეტი აქტიური გამხადა.
– როგორი იყო მის უწმინდესობასთან და უნეტარესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრა?
– ეს საოცრება და დიდი პატივი იყო ჩემთვის.წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი, როდესაც მე უწმინდესის ხელს ვეამბორე, უდიდესი ძალა ვიგრძენი… კიდევ ვამბობ, ცხოვრება მოულოდნელობით არის სავს და ეს მოულოდენლობა ანუ მის უწმინდესობასთან შეხვედრა ჩემთვის ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. მინდა დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა ვუსურვო ჩვენ უწმინდესს და უნეტარესს. მადლობა უფალს ამ უდიდესი მადლისთვის, მადლობა თქვენ, ამხელა სიყვარულისთვის.
– რას საქმიანობთ თქვენს ორგანიზაციაში და რა არის თქვენთვის პრიორიტეტები?
– ორგანიზაციაში დაკავებული ვარ სხვადასხვა პროექტების განხორციელებით და სწავლებით. ჩემი პროირიტეტია წინსვლა, სხვათა დახმარება, ქველმოქმედებაში ჩართულობა. არ მინდა დღევანდელ ცხოვრებაში შშმ პირი სახლში იყოს ჩაკეტილი, ყველამ ერთად უნდა შევქმნათ რაღაც, რაც ჩვენ გაგვაბედნიერებს.
– უახლოესი გეგმები რა გაქვთ?
– ამ ეტაპზე ჩემი უახლოესი გეგმაა, ბევრი ვიშრომო, წარვსდგე და ვასახელო ჩემი ქვეყანა უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე.