ხალასი ნიჭი – ივერია – ბრილიანტი სიყვარულის ქალაქში

2380

საქართველოს ყველაზე ტურისტული და რაც მთავარია, სიყვარულის ციხექალაქი – სიღნაღი შშმ პირთა სიმღერის და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი – „ივერია ბრილიანტის“ გამარჯვებულთა და ნომინანტთა საქართველოს საქალაქთაშორისო რიგით მეორე ფესტივალ-ტურნეს უმასპინძლებს. პროექტს ახორციელებსსოციალური საწარმო „განსაკუთრებული ჟურნალი“, ყოველთვიური გამოცემის – „განსაკუთრებული ჟურნალის“ მხარდაჭერით. როგორც იცით, 2018 წლის 7-10 ნოემბერს, თბილისში, ჩვენ ჩავატარეთ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი – „ივერია - ბრილიანტი“, სადაც მონაწილეობა მიიღო ოთხი ქვეყანის 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა.„ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულები, საქართველოს ოთხი წარმომადგენელი, პირობისამებრს, ჩვენმა ორგანიზაციამ მიავლინა ასევე საერთაშორისო ფესტივალებში, უკრაინაში – „ზალატოი პტახ“ და პოლონეთში - „პრო ომნიბუს“, სადაც მათ ასევე პირველი და სხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს, ასახელეს სამშობლო – სრულიად საქართველო.

შემდეგ უკვე 2019 წელს, 4-5 მაისს, ქალაქ ქუთაისში გავმართეთ იგივე ფესტივალი – „ივერია - ბრილიანტი“, ქუთაისის მერიის და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, რომელმაც ასევე დიდი გამოხმაურება და მაღალი შეფასება მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ფესტივალი პოპულარობით სარგებლობს და მისი დანიშნულება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მიღებული შედეგებიდან, გამოცდილებიდან და აღნიშნული სფეროს სამომავლო განვითარება-პოპულარიზაციისთვის, გადავწყვიტეთ დაგვეწყო„ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულთა და ნომინანტთა საქართველოს საქალაქთაშორისო ფესტივალი-ტურნე, რაც ხელახალი განვითარებასა და პოპულარიზაციას გარდა, დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ ახალი ნიჭიერი ხელოვანები საქართველოს რეგიონებში, მოხდება მათი შემდგომი განვითარება რეალიზება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში გამართულ მსგავს საერთაშორისო ფესტივალებზე. ყოველივე ეს ფესტივალის „ივერია - ბრილიანტის“ დაფუძნებისთანავე იყო ჩადებული“ - განაცხადა„ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

ფესტივალის ტურნე დაიწყო 2019 წლის 21 ივნისს, რომელსაც ქალაქმა მარნეულმა უმასპინძლა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით. ამჯერად კი ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია უჭერს მხარს და ეხმარება მის ტერიტორიაზე რეალიზებაში, რისთვისაც მერს, ბატონ გიორგი გოგილაშვილს მადლობას ვუხდით.

ამჟამად, მიმდინარე წლის 26 ივლისს გაიმართება მომდევნო ღონისძიება ქალაქ სიღნაღში, რისთვისაც მადლობა მერს, ბატონ გიორგი გოგილაშვილს. მსგავსი მიდგომები სასიამოვნო ფაქტია, რომ საქართველოს რეგიონებშიც ჩნდება საშუალება შშმ პირთა განვითარების მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში. ფესტივალის და ზოგადად, ჩვენი პროექტების მიზანია: „განსაკუთრებული ჟურნალის“ ძირითადი მიდგომები: ჩვენ ვიცავთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლი ნომერი 349-ს დ პუნქტს. ევროპაში, 5 მაისს, დამოუკიდებელი ცხოვრების აღმნიშვნელი დღისადმი გამოხმაურება და სრული განვითარება. გამოცემა ემსახურება შშმ პირთა დასაქმებას, სოციალურ კეთილდღეობა-დასაქმებას, რესოციალიზაციას, უფლებების დაცვას, განათლებას და მათ კულტურულ-სპორტულ და სხვა სახის აქტივობებში ჩართულობას. წლების განმავლობაში„განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ ასზე მეტი სასარგებლო პროექტი განახორციელა – საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდა შშმ პირთა პრობლემებისა და მათი მრავალ სფეროში მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნულმა გამოცემამ შშმ პირებისადმი ქვეყანაში აამაღლა ცოდნის და მიდგომების საერთო დონე. 2018 წლიდან „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ შეძლო და საქართველო ჩართა უკრაინის და პოლონეთის შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალებში. შესაბამისად, ჩამონათვალში ნათლად ჩანს, რომ ძალიან ბევრი შრომა გველის წინ, რათა რეალურად განვითარდეს და წინ წავიდეს აღნიშნული სფერო. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულ სფეროებში მომუშავე ადამიანების აშკარად დიდ ნაკლებობას განიცდის საქართველო და ამ მხრივაც მრავალი სამუშაოა ჩასატარებელი. მოკლედ, საქართველო, ევროპული გზისა და ცივილიზაციის ღირებულებების გამო დიდი გამოწვევების წინაშე დგას“ - აღნიშნა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ამავდროულად„განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია.

სიღნაღის ტურნეს ორი ცნობილი ადამიანი წაიყვანს – ლალი მოროშკინა და ვანიჩკა პვალიაშვილი… და კიდევ ბევრი საინტერესო რამ ელით მონაწილეებსა და მაყურებელს!

შეგახსენებთ, რომ „ივერია – ბრილიანტი“ პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხორციელდება, ასევე 2014 წლიდან„განსაკუთრებული ჟურნალი“ გამოიცემა მისი კურთხევით, სადაც 18 შშმ პირია დასაქმებული.