ავტორი: ზურაბ მამულაშვილი
ამჯერად „განსაკუთრებული ჟურნალის“ გვერდიდან, ერთი გულიანი და ალალი, 1970 წელს დაბადებული, ზედა საზანოელი, საოცარი ენერგიითა და ნიჭით დაჯილდოებული იმერელი კაცი, ბატონი (თუმცა ამ წოდებას იშვიათად ხმარობს), გერმანე საზანოელი, იგივე გერმანე თურქაძე მინდა გაგაცნოთ.
კაცს, რომელსაც ერთი წუთითაც მოცლა არა აქვს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავისი მოჭარბებული ენერგიის გამო, რამდენიმე კეთილ საქმესაა შეჭიდებული, ხან ქუთაისშია, ხან ზესტაფონში, ხანაც გორსა და თბილისში.მის შემოქმედებაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან მის ლექსებში კარგად ჩანს თავისი კუთხის, ხელოვნების, კაცთა მოდგმის, რწმენასა და მეგობრობის უსაზღვრო სიყვარული.
ჩვენი შეხვედრაც სახელდახელო ინტერვიუთი დაიწყო, თუმცა ამას ინტერვიუს არ დავარქმევ, რადგან რაც მან კითხვა-პასუხის გარეშე მომიყვა, მჯერა მკითველს დააკმაყოფილებს მისი ცოდნა და გემოვნება.
პირველი, რაც მას ტკივა და განიცდის ეს არი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მიგრაცია. სურს მალე იხილოს ეკონომიურად ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. წიგნი უნდა დაიბრუნოს მკითხველმა, ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამა საკმაოდ მაღალი და მყარია, ვისაც სურს სწავლა, ის ყოველთვის მიიღებს შესაბამის განათლებას.
ლექსებს წერს მეოთხე კლასიდან, რითაც პედაგოგები ამაყობდნენ და დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.იბეჭდებოდა გაზეთ „თერჯოლაში“, „
ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალ „სარკეში“. რედაქტორობდა მცირეფორმატიან გაზეთ
„ლიტერატურულ იმერეთს“. აქვს შესანიშნავი საბავშვო გამოცანები, ახორციელებს რამოდენიმე პროექტს. ერთ-ერთი პროექტით „ლექსის აკვანი“ გასული წლის დეკემბრის თვეში, მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით მწერალთა სახლში ჩატარდა
„ერთი ლექსის კონკურსი“, სადაც 40-მდე მწერალმა და პოეტმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და პრიზები. ამავე პროექტით უახლოეს ხანში გამოვა ანთოლოგიაც.
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილი, გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული.
აქვე გთავაზობთ მისი შემოქმედებიდან რამოდინემე ლექსს.
მწერალი
სხვადასხვა ვართ კი ამბობდი,
ისე, როგორც მწერ-ალი,
ადრე ცივად მიამბობდი,
ეხლა იწვი მწერ-ალი.
უკვე ალბათ, შენი ვარ და
მე მოვიგე მძლე-რალი,
ნეტავ, რატომ შეგიყვარდა
უცნაური მწერალი.
სიყვარული
სიყვარული ნდობაა
დაფარული საკინძე,
თუ გსურს სწორად იცხოვრო
სიყვარული აკინძე.
სიყვარული მუნჯია,
მაგრამ მაინც არ უბრობს,
სიყვარული ბაგეა
უსიტყვოდ რომ საუბრობს.
შენზედ ფიქრი
მე შენზედ ფიქრი მაცოცხლებს
ეს არის ჩემი დარიო,
გთხოვ, ხსოვნას ნუ გამიფუჭებ
ცუდად ხელი არ დარიო.
კვლავ ამ გონების წყარო ხარ
გულს მონაბერი ქარიო,
სწორედ ის, როგოც მახსოვხარ
მარადჟამს ნორჩი ქალიო.
თერჯოლას
აქ ნამდვილი იმერული
მასპინძლობა სხვაგვარი,
თითქოს ზღვაზე მზის ამოსვლის
ან მზის ჩასვლის მაგვარი.
და ეს მხარეც მუდამ სუნთქავს,
მუდამ სუნთქავს, სხვა სულით,
მე ვამაყობ თერჯოლლების
უჩვეულო წარსულით.
მოძმეების გვერდით მდგომი
გადამრჩენი ბერისა,
წმინდა სულის უკვდამვყოფი
სიმბოლოა ერისა.
აქ მგოსნებთან მოქეიფეს
ათრობს გრძნობა დიადი
და მაყრიონს ალიონზე
აცილებს განთიადიც.
ამ ლამაზი კოხტა ცის ქვეშ
გელოდებათ სხვა დარი,
თერჯოლაა ბრილიანტის
და ბაჯაღლოს სადარი.
თერჯოლაა ფირუზი და
ქარვა, ზურმუხტ-ლალიო,
ჰოდა, მოდით თერჯოლელების
სადღერძელო დავლიოთ.
ქრიტე აღსდგა
ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა!
ჩვენთანაა უფალიო
და სულ მალე, ჩვენც გვეხილოს
ერი თავისუფალიო!
შავლექსებს
ლექსო, ლექსადვე შობილო,
ხომ გხიბლავს რითმის სიუხვე,
რად გიკვირს შავი სტიქრონი,
უკოხტაოდ რომ მიუხვევს.
ლექსი არ არის მოთხრობა,
თუნდ ვაქოთ გალიც, კოდორიც,
გსურთ, შავგვრემანი ლექსებით
გავავსო ერთი გოდორი.
საზანოს
დღეს ვინახულე ჩემი სოფელი
ვით გაზაფხულის შფოთის სადარი,
მსგავსი გრძნობა და მსგავსი სინაზე
ამ ზურმუხტ ცის ქვეშ არსად არ არი.
მე ყველას გეტყვით თანასოფლელნო
თითოეულის წინსვლას მოველი,
ამ სტრიქონებით მოგიალერსებთ
თქვენი გერმანე საზანოელი.