მცხეთის მერია საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

356

2-5 დეკემბერს შშმ პირთ ასიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი – „ივერია – ბრილიანტი“ წარმოგიდგენთ ტრადიციული და თანამედროვე (არავულგარულ, კლასიკურ) მოდას. ფესტივალი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. როგორც ცნობილია პროექტი ხორციელდება ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ და ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ მეშვეობით, რომელშიც დასაქმებულნი არიან შშმ პირები და სხვა პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალი გამოიცემა 2014 წლის 12 ივნისიდან და ეს პროექტიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით ხორციელდება.

ფესტივალს სპეციალურ სტუმარად „მის უკრაინა 2018“, მარგარიტა ლეშენკო ჰყავს მოწვეული, რომელიც ამავდროულად მის მსოფლიოს 2018 წლის ფინალისტია. ეს მეტად მნიშვნელოვანია „ივერია – ბრილიანტის“ და საერთოდ, შშმ პირთა საკითხების პოპულარიზაციისთვის. მარგარიტა ლეშენკო საკუთარი ქვეყნის ეროვნულ სამოსს წარმოადგენს და სხვა სიურპრიზსაც პირდება ფესტივალის მონაწილეებს.

„ივერია – ბრილიანტის“  მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის გენერალური პარტნიორი და მხარდამჭერი მცხეთის მუნიციპალიტეტსი მერია, მერი გიორგი კაპანაძეა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა აქვთ შშმ პირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3 დეკემბრის შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეზე მსგავსი მხარდაჭერა!

საფესტივალო პროგრამის შინაარსი ასე გამოიყურება: ფესტივალი-ჩვენება ინტეგრირებულია, ინკლუზიური. მონაწილეობენ შშმ პირები და ასევე ცნობილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ყოველი მონაწილისგან წარმოადგენილი იქნება ორი ეროვნული (ნაციონალური) და ერთიც თანამედროვე მოდა სამოსი. ჩვენების დროს არ იზღუდება მონაწილე და მას უფლება აქვს მისი მოდის ჩვენებისას გამოიყენოს საკუთარი მუსიკა, სურვილისამებრ. მოდის ჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი და შშმ პირები. ცნობილი მომღერლებიდან მონაწილეობენ ანი სირაძე, თამარ ალადაშვილი, ნათია ქოროღლიშვილი. ასევე, მონაწილეობს მრავალი საერთაშორისო გრანპრის მფლობელი, „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტის, „დიდი სცენის“ მონაწილე, შაბან მამედოვი. ასევე იმღერებს ანსამბლი „თორდა“.

ასევე წარმოდგენილი იქნება გამოფენა, რომელსაც ცამოიტანს უკრაინა. მარინე ქაციბაიას ესკიზები შეკერეს კოლეჯმა „მერმისმა“ და „ფეშენ ჰაუსმა“. ფესტივალის სამოდელო ნახაზს და მხატვრულ მხარეს „სამოდელო სააგენტრო ნიუ მოდელსი“ ქმნის, თაკო გიგაურის ხელმძღვანელობით. ასევე ამავე სამოდელოს პატარა მოდელები შექმნიან საოცარ განწყობას საკუთარი გამოსვლით.