ალექს სვაზიანი: საქართველო ცივილიზებული სამყაროს იმ ლამაზ სამყაროს შეუერთდა…

2455

2-5 დეკემბერს შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების პირველი მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი – „ივერია – ბრილიანტი“ წარმოგიდგენთ ტრადიციული და თანამედროვე (არავულგარულ, კლასიკურ) მოდას. ფესტივალი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. როგორც ცნობილია პროექტის ხორციელდება ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ და ყოველთვიური გამოცემა „ჰანსაკუთრებული ჟურნალის მეშვეობით, რომელშიც დასაქმებულნი არიან შშმ პირები და სხვა პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალი გამოიცემა 2014 წლის 12 ივნისიდან და ეს პროექტიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხორციელდება.

„მეგა სერვისი“ „ივერია – ბრილიანტის“ ფესტივალში ჯერ კიდევ მესამე საერთაშორისო ფესტივალიდან ჩაერთო, რომელიც რუსთავში გაიმართა და აღფრთოვანებულნი ვართ ამ ადამიანების ნიჭიერებით! ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით მათთან თანამშრომლობისა და მათი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის მათი უნიკალური შესაძლებლობების, რომელსაც განვითარება უნდა, ხელშეწყობა და მათი შემოქმედების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა. ვამაყობთ, რომ ერთადერთი უნიკალური პროექტის, ფესტივალის, „ივერია – ბრილიანტის“ საიმიჯო და საუკეთესო პარტნიორობით ვართ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს იმ ლამაზ სამყაროს შეუერთდა, რომელსაც შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალები ჰქვია. მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდება ამ სფეროშიც. ასევე აქტიურად ვართ ჩართული სამოდელო სააგენტო „ნიუ მოდელსის“ ღონისძიებებში, რომელიც ბავშვების აღზრდითაა დაკავებული. ვცდილობთ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ჩავერთოთ. მადლობა მცხეთის მერიას, მადლობა ყველა სპონსორს, მოხალისეს, პარტნიორს, ვინც კი ამ ფესტივალს უჭერს მხარს პირველი დღიდან“, – განაცხადა ალექს სვაზიანმა, კომპანია „მეგა სერვისის დამფუძნებელმა“.

შეჰახსენებთ, რომ ფესტივალს სპეციალური სტუმარად „მის უკრაინა 2018“, მარგარიტა ლეშენკო ჰყავს მოწვეული, რომელიც ამავდროულად მის მსოფლიოს 2018 წლის ფინალისტია. ეს მეტად მნიშვნელოვანია „ივერია – ბრილიანტის“ და საერთოდ, შშმ პირთა საკითხების პოპულარიზაციისთვის. მარგარიტა ლეშენკო საკუთარი ქვეყნის ეროვნულ სამოსს წარმოადგენს და სხვა სიურპრიზსაც პირდება ფესტივალის მონაწილეებს.

ასევე, ფესტივალის უმთავრესი მიზანია შშმ პირთა მოძრაობის, საზოგადოებასა და სახელმწუფო საქმიანობაში აქტიურად ჩართულობა და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მუხლი #349-ის დ პუნქტის დაცვა და აღნიშნული  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება – განათლება, უფლებების დაცვა, სოციალური პრობლემების მოგვარება, დასაქმება, პოლიტიკურ-სოციალუირი და რელოგიური აღმსარებლობის.