ივერია – ბრილიანტმა საქალაქთაშორისო ტურნე დაიწყო

2314

21 ივნისს მარნეულში შშმ პირთა სიმღერის ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულთა და ნომინანტთა საქართველოს საქალაქთაშორისო ფესტივალმა-ტურნემ აიღო სტარტი.

„დღევანდელ კონცერტში მონაწილეიბს საქართველოს 10 ქალაქია მონაწილე. აღნიშნული ტურნეს მიზანია, რომ ხელოვანი შშმ პირების პოპულარიზაცია, მათი ჩართულობა ხელოვნებაში, საზოგადოებაში, ახალი ტალანტების აღმოჩენა რეგიონებში და ყველა წარმატებული ხელოვანის საერთაშორისო ბფესტივალებზე მივლინებაა. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში შშმ პირების და აღნიშნული სფეროების ამ მიმართულებით, ასევე ინტეგრირებული მიმართულებით განვითარებას. როგორც იცით, „ივერია – ბრილიანტი“ ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ჩვენმა ხელოვანებმა შეუძლებელი შეძლეს და კიდევ მეტს შეძლებენ, ასახელებენ საკუთარ ოჯახებს, ქალაქებსა და საქართველოს კი მის ფარგლებს გარეთ!

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, რათა ამ სფეროს რეალური განვითარება მოხდეს და საქართველომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს ცივილიზებულ სამყაროში, რომ ჩვენს ქვეყანაში შშმ პირები რეალიზებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში და მათთვის ყველანაირი ხელშემწყობი პროექტებია, მათ შორის, ხელოვნებაშიც. ინტეგრირების თვალსაზრისით მარნეულის ბავშვთა და ახალგაზრდა როკ ჯგუფები – „Band Red Carpet“ და „Band Algorithm“ ჩაერთვნენ, რომლებმაც დარბაზის ოვაციები და დიდი მოწონება დაიმსახურეს. ფესტივალი საქართველოს სახელმწიფო ჰმნით გაიხსნა, რის შემდეგაც მარნეულელმა მასპინძელმა, გრანპრის მრავალგზის მფლობელმა და სხვა მრავალი პრიზის პატრონმა, შაბან მამედოვმა გააგრძელა… და, რა თქმა უნდა, ლუკა მარგველაშვილის ნამღერმა მარნეულშიც იგივე ემოცია მოუტანა მსმენელს, რომელიც ფეხზე წამოუდგა და თვალცრემლიანი – ამაყი უსმენდა 11 წლის მომღერალს! საოცარი იყო „საქველმოქმედო ასოციაცია გურიის“ ანსამბლის შესრულება, საამაყო იყო ქუთაისეილი პატარა გოგონას, მარიამ კვესელავას შესრულება, მარტვილელი ლიანა კვაშილავას ნამღერიც შესანიშნავი იყო, გორელი ნინო ნაფიშვილის ნამღერმა დარბაზი ააცეკვა. ასევე საინტერესო პერფორმანსი გამოვიდა პოეტების, მარი კოლხის, ეკატერინე გაბაშვილის და შორენა გაბელაშვილის მიერ წაკითხული ლექსებით. რუსთაველმა პარამოცეკვავემ, ირმა ზვერიაშვილმა თავისი განუმეორებელი ცეკვით მოხიბლა დარბაზი. თუმცა სიურპრიზი ბოლოსთვისაც გვქონდა – ცნობილი პოეტი, ჟურნალისტი და მსახიობი, მაია კახიძეც ამღერდა სცენაზე, რომელიც ქუთაისში გამართულ რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალზე „ივერია – ბრილიანტის“ ჟიურის წევრი იყო. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველანი ერთმანეთზე საუკეთესოები არიან! მოკლედ, პირველი ტურის კონცერტმა, ვფიქრობ, ნორმალურად ჩაიარა.

მარნეულის ტურნეს პარტნიორია ქალაქ მარნეულის მერია, ზაურ დარგალი. გენერალური სპონსორი კი „სოკარი“. ასევე დიდი დახმარება გაგვიწიეს სხვა პარტნიორ-სპონსორებმაც: სამედიცინო ცენტრი „გორმედი“, „მომავლის სკოლა“, საგანმანათლებლო-ტრენინგების ცენტრმა „უნიკო“, კომპანია „ზედაზენმა“, „დავით დავარაშვილის კლინიკამ“, „ოსკარ შინდლერის აკადემიამ“, მარნეულის კულტურის სახლმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყოველ მათგანს!

აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ სფეროში საერთაშორისო და შიდა საქალაქთაშორისო ფესტივალები პირველად იმართება საქართველოში, რაც პირველი ინტეგრირებული კულტურულ-საზოგადოებრივი გამოცემის „განსაკუთრებული ჟურნალის“ ხელშეწყობით ხდება, რომელმაც ხუთი წლის მანძილზე საზოგადოებას ბევრი შშმ პირი წარუდგინა და მათი პოპულარუზაცია მოახერხა. ასევე, შშმ პირები ჩართო საზოგადოებრივ საქმიანობაში, მოახდინა საქართველოს მოსახლეობის მეტად ინფორმირება და ამ სფეროში განათლება-ინფორმაციის მიცემა მრავალი ადამიანისთვის, – განაცხადა „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

შემდეგი ტური სიღნაღში იგეგმება და საბოლოოდ მთელ საქართველოს მოივლის „ივერია – ბრილიანტი“.