ბუბა კიკაბიძე ბათუმში

2360

კინოსა და მუსიკის ცოცხალ ლეგენდას ვახტანგ კიკაბიძეს 81 წელი უსრულდება, მისი შემოქმედება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ვახტანგ კიკაბიძის შესრულებული ცნობილი კინო გმირები: ,,ვალიკო მიზანდარი“, ,,ბენჟამენი“ და ,,პავლე მედროგე“ ცნობილია ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. ბუბა კიკაბიძის შესრულებულ სიმღერებს კი მილიონობით მელომანი ჰყავს. 17 აგვისტოს ,,ბათუმის მუსიკალურ ცენტრში“ გრანდიოზული საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ვახტანგ კიკაბიძის ბენეფისზე თავად მაესტრო მეგობრებთან ერთად, მსემენელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.