ივერია – ბრილიანტი და სოკარი

2408

„ივნისში, შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფესტივალი ჩატარდა.

მოხარულები ვართ, რომ შანსი მოგვეცა ასეთი ფესტივალის მხარდამჭერები ვიყოთ“ – ნათქვამია კომპანია „სოკარის“ განცხადებაში, რომელიც საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

„მადლობელი ვართ კომპანია „სოკარისა“, რომელმაც ფესტივალის რეალიზებაში დიდი წვლილი შეიტანა, იყო გენერალური სპონსორი და ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ფესტივალის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა ჩართულობა ყველა სფეროში, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევროასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს, რაც შშმ პირთა სრულ რეალიზაციას, რესოციალიზაციას და საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ და, თავისთავად, კულტურულ-სპორტულ სფეროებში სრულად ცართულობას ნიშნავს. ჩვენ პირველები ვართ, ვინც შშმ პირტა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ფესტივალი გამართა საქართველოში, ამით ვამაყობთ და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მეტად პოპულარული გახდეს, მეტად დაიხვეწოს და მეტად საინტერესო გახდეს „ივერია – ბრილიანტი“. რა თქმა უნდა, მადლობა მარნეულის მერიას ფესტივალის განვითარების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ნომინანტთა და გამარჯვებულთა საქართველოს საქალაქთაშორისო ტურნემ სტარტი უკვე კარგად ცნობილი, მრავალგზის გრანპრისა და სხვადასხვა ჯილდოების მფლობელის, მარნეულელი შაბან მამედოვის ქალაქიდან აიღო. შემდეგი, ანუ 26 ივლისს სიღნაღი ელოდება ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ მომღერლებს!