რა არის მაგიური სამყარო, ველის გაწმენდა, ჯადო, ოკულტიზმი და ასტროლოგია…

6864

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ლაშა ჩხენკელი წლებია ეუფლება მეცნიერება-ხელოვნებას, რომელიც ადამიანის განვითარებას, მის წარმატებას და შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერ ცხოვრებას სთავაზობს. ხშირად კამათობენ რელიგიის, ასტროლოგიის, ოკულტიზმის, მეტაფიზიკის, ჯადოს და მაგიის შესახებ. ამიტოომ გადავწყვიტეთ მსგავსი ინტერვიუებით მეტი ცოდნა შემოვიტანოთ საზოგადოებაში და იცოდეს რა აარის ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი და ჭეშარიტი. ძვირფასო მკითხველო, ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით და დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია...


– ლაშა, რა არის ასტროლოგია?
– ასტროლოგია არის ოკულტური მეცნიერება. ახლა ვთქვათ, თუ რა არის ოკულტიზმი და რატომაა ასტროლოგია – მეცნიერება ამ სივრცეში: ოკულტიზმი ნიშნავს დაფარულს, „დაფარულში“ კი, იგულისხმება არეალი, რომელსაც 3-განზომილებიანი აღქმის დიაპაზონი ვერ წვდება და ვინც წვდება ამ მიღმიერი სივრცის რეალობას, სწორედ მათგანაა ეს ასტროლოგიაც სწავლების შედეგად გავრცელებული და დღესაც მოქმედი… ასტროლოგია კი, ოკულტური იმიტომ არის, რომ ის ეყრდნობა იდეათა, ნატიფ სამყაროთა კანონზომიერებებს, რომელი იდეაც გახლავთ კონკრეტული შინაარსი კონკრეტული პლანეტისა თუ თანავაკსკვლავედისა. კერძოდ, ასტროლოგია მჭიდრო კავშირშია პოლითეიზმისდროინდელ მითოლოგიასთან, სადაც თითო პლანეტა თითო ღვთაებადაა წარმოდგენილი… ახლა ვთქვათ, თუ რატომ ჰქვია ასტროლოგიას მეცნიერება: მოგეხსენებათ, მეცნიერებაში კვვლევის 2 მეთოდი არსებობს – მედიტაციური და ემპირიული. მედიტაციური გულისხმობს გონებისმიერ რაიმეს აღმოჩენას იდეის დონეზე, ხოლო იდეის საფუძველზე ჩატარებულ ცდაზე დაკვირვებას კი ემპირია ეწოდება. ამიტომ, როდესაც ეს ცოდნა იდეის დონეზე იქნა კაცობრიობის მიერ მიღებული, დაიწყო ამ იდეის გამოცდა ყოფით რეალობაში და ამ სფეროს წარმომადგენლები შეუდგნენ ამ იდეის, სქემის მუშაობის შედეგებზე დაკვირვებას და, საუკუნეების მანძილზე, ჩამოყალიბდა ერთგვარი სტატისტიკა, თუ ასტროლოგიური კონკრეტული ასპექტი როგორ მუშაობს ინდივიდუალურად ადამიანისთვის, ეთნოსისთვის, სახელმწიფოსთვის და ა. შ. წარმოიდგინეთ, როცა ვთქვათ, ოთახში შევდივათ, ინტერიერი როგორაა მოწყობილი, რა სად დგას, ეს განლაგება ხომ ახდენს ჩვენს განწყობზე გავლენას? ნებისმიერი ობიექტი ასხივებს თავის სიხშირულ ტალღას გარემოში, რომელთანაც შეხებაც და ჩვენი ინდივიდუალური სიხშირული გამოსხივებით რეზონირებაც ჩვენ გვიქმნის გარკვეულ განწყობას, ემოციურ, მენტალურ მდგომარეობას, რომელიც აფორმირებს ჩვენს ფიზიკურ დამოკიდებულებებს გარემოში არსებულ ობიექტებთან ხომ? ახლა წარმოიდგინეთ, კოსმოსში განლაგებული უზარმაზარი, გიგანტური ობიექტები პლანეტების, ვარსკვლავების და თანავარსკვლავედების სახით, რომლებიც ინდივიდუალურ სიხშირულ ტალღას წარმოქმნიან და ავრცელებენ კოსმოსში და ამ ტალღების ურთიერთქმედებით აღძრული ასპექტიც კი, ანუ მათ შორის სიხშირული რეზონირების სივრცეც კი თავის ტალღას ქმნის და ავრცელებს… ამ სიხშრული ტალღების თავსხმაში კი, ჩვენი დაბადების მონეტში თუ როგორი მოცემულობაცაა კოსმოსში, ჩვენზე, რა თქმა უნდა და ბუნებრივია, გავლენას ახდენს, ფორმირდება ჩვენი მენტალური, ემოციური და ფიზიკური მოდელი, ხოლო დაბადების მომენტში ფორმირებული ჩვენი მოდელი თუ რა მიმართებაში იმყოფება ხოლმე ცხოვრების მანძილზე წარმოქმნილ ახალ ასტროლოგიურ მდებარებობებთან მიმართებაში და თუ რა შეიძლება მივიღოთ ამ პერიოდებში ამით, ეს უკვე ასტროლოგიური პროგნოზირებაა და ამ ყოველივეს სწავლობს და ითვლის ზუსტად ასტროლოგიაც…
სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია, ასტროლოგიას ვუწოდოთ ოკულტური მეცნიერება, რადგან ის, ამ წოდების მინიჭებისთვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს…

ასტროლოგიასთან რამდენად მჭიდრო კავშირშია მეტაფიზიკა?
– მეტაფიზიკა კი არის იგივე ფიზიკა, ოღონდ არა მხოლოდ მყარ მატერიაულრ ჭრილში… ამ მყარი მატერიალური რეალობის მიღმა არსებული ნატიფი მატერიების შესახებ ცოდნაც შედის ამ მეცნიერებაში და ყველაზე ახლოსაა კვანტურ ფიზიკასთან. მეტაფიზიკა იგივე ოკულტური მეცნიერებაა, რადგან ამ სფეროში აზრიც მატერიაა, ოღონდ ნატიფი მატერია, რომელსაც, შეიძლება ითქვას, იგივე კანონზომიერებებიც ახასიათებს რაც ფიზიკას და, აგრეთვე, ის მოიცავს სხვა, მრავალგანზომილებიანი სამყაროს კანონზომიერებების შესახებ ცოდნასაც, რომელიც ჯერ ფიზიკოსების მიერ მიღწეული არაა…
და ეზოთერიკაც ახლოსაა ასტროლოგიასთან?
– ახლა მოგვიწევს იმის ახსნა, თუ რა არის ეზოთერკია: ეზოთერიკა არის ფორმის შინაარსში წვდომა, ესაა გაცნობიერებული შინაგანი არსი და ეს ცნება, არ გულისხმობს კონკრეტულ მეცნიერებას ან მიმდინარეობას. სახელდება „ეზოთერიკა“ თავის თავში გულისხმობს ოკულტიზმსაც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი სინონიმებიცაა. მაგრამ აქ ერთი ნიუანსიც უნდა აღინიშნოს, რომ ეზოთერიკოსი არის ღრმა შნაარსში მწვდომი ადამიანი თავისი ამ უნარიდან გამომდინარე ცხოვრების სტილის პრაქტიკული გამოვლინებით. „ეზოთერიკის“ საპირისპირო ცნებაა „ეგზოთერიკა“. ეგზთერიკა კი ნიშნავს გარეთა სივრცეს, ანუ გამოვლინილი შინაარსის ზედაპირულ ფორმას, ზოგადად, გარეგნულს. აბა გაიხსენეთ, რა ჰქვია ქრისტიანულ რელიგიაში დემონის განდევნას? – ეგზორციზმი, ხომ? დიახ, ზუსტად მიხვდით – „ეზო“ ნიშნავს შინაგანს, ხოლო „ეგზო“ ნიშნავს გარეგანს, ხოლო რა კავშირშიცაა ასტროლოგია, თავად მიხვდებოდით უკვე, რადგან ზემოთ აღვნიშნეთ კიდეც, რომ ოკულტური მეცნიერებაა, ის იდეათა სამყაროდან იწყება და მყარ მატერიამდე ვრცელდება, ხოლო იდეა – ეს უკვე შინაარსია, ფორმის არსი, ანუ ეზოთერული სივრცე…
ეზოთერიკა რაში ეხმარება ადამიაინს?
– უწინარესად, თვითშემეცნებაში და თვითშემეცნებული ცოდნიდან გამომდინარე და პარალელურად – გარესამყაროს შემეცნებაში. ერთი სიტყვით, ეზოთერიკა არის მსოფლმხედველობრივი ფუნდამენტი აბსოლუტურად ყველა მეცნიერებისა!

შენთან რა კატეგორიის ხალხი მოდის დახმარების სათხოვნად?
– ჩემთან იმ ხალხის კატეგორია მოდის ხოლმე, რომლებსაც აქვთ თვითშემეცნების მოთხოვნილება, რომლებსაც, თუნდაც, მძიმე ან მსუბუქი ენერგოდაბინძურების გამო აქვთ პრობლემები, ე.წ. ჯადოზე და წყევლაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ჩემთან კონტაქტზე გამოდის ხალხი, რომლებსაც პირად ცხოვრებაში ან საქმიანობაში აქვს გასარკვევი მოვლენათა მიზეზშედეგობრივი კავშრები, მომავლის ტენდენციები.  ასეთ დროს, ვიყენებ ხოლმე ტაროს კარტს და, როცა ასეთი სეანსისას ამოღებული ინფორმაციის ჩემს თავთან დასტურის მოთხოვნილება მიჩნდება, ვამოწმებ ხოლმე ასტროლოგიურ რუკაში და ერთი ერთში ჯდება ინფორმაცია, რომელიც ტაროთი მივიღეთ…
ადამიანის ველს რა აბინძურებს?
– ადამიანის ველს ბევრი რამე აბინძურებს. პირველ რიგში, საკუთარი და მერე სხვა ადამიანთა მიერ წარმოქმნილი ენერგოინფორმაციული ნაგვით გაჯერებული ველი… აქ ვგულისხმობ საკუთარ და სხვათა აზრებს, ემოციებს, რომლებიც წარმოქმნიან ზუსტად ამ ველს. კიდევ, აგრეთვე აბინძურებს შეგნებული მაგიური თავდასხმა. გაიხსენეთ, ზემოთ რაზე ვსაუბრობდით, რომ იდეაც მატერიაა, ნატიფი მატერია… ის თავისი ლოგიკური მოძრაობის მიმარულებით გამყარებისკენ მიილტვის და სწორედ ამიტომ პროგრამირდება აზრითა და ემოციებით ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები. ამას კი, გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული ჯადოც კი შეიძლება ვუწოდოთ…
შენ როგორ წმენდ ადამიანის დანაგვიანებულ ველს?
– როგორც წარმოიქმნება დაბინძურებული ველი, ამ ველის გასაქრობადაც ზუსტად ისე წარმოიქმნება საპირწონედ დაბინძურებული ველის გამანეიტრალებელი ველი – გაცნობიერებული, შეგნებული აზრითა და ემოციით. ამას მაგია ჰქვია, რომელი მაგიაც ისეთივენაირი კანონზომიერია, როგოც გრავიტაცია სამყაროში. მაგიაში არსებობს უამრავი მიმდინარეობა, ხოლო ჩემი მეთოდი გახლავთ ნატიფი სულიერი სამყაროს წარმომადგენელ იერარქიასთან თანამშრომლობა. სამყარო ერთი მთლიანია და ამიტომ, ყველაფერი ნატიფი დონიდან წყდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჯერ იმ სივრცეში მიწევს შესვლა, სადაც კანონზომიერად მოხდა კონკრეტული ადამიანის დაბინძურების დაშვება, სწორედ ამ სივრცეში ვგებულობ ინდივიდუალურ მიდგომასაც, თუ როგორ გავწმინდო ესა თუ ის ადამიანი…
რა დონეზე დანაგვიანებული ველი შეგხვედრია?
– გაგიკვირდებათ და, ჩემს ოკულტურ პრაქტიკაში პირველად, შემხვედრია პაციენტი, რომელიც, წინა ცხოვრებაში გარდაცვალების შემდაგ, ამ დაბადებამდე, სულიერ სამყაროში ვერ მოხვდა და დაბალვიბრაციული ასტრალური სივრცის ბინადრებთან მოუწია გაურკვეველ ვითარებაში არსებობა. ამ ცხოვრებაში როცა დაიბადა, შეიძლება ითქვას, ვერ დაიბადა, მისი ინდივიდუალური ცნობიერება აქტივობის მინიმუმის მინიმუმზე იყო. ელემენტარული წინადადებების შინაარსიც კი ვერ გაიაზრა, არ იფიქროთ, აქ რომ ვლაპარაკობ, ისე ველაპარაკებოდი…

ლაშა, რას ნიშნავს გადრაცვალებიდან დაბადებამდე ასტრალში ყოფნა? განგვიმარტეთ.
– მოგეხსენებათ, ქრისტიანობა, სანამ მსოფლიოში პირველად სახელმწიფო რელიგია გახდებოდა, მოიცავდა ეზოთერულ ცოდნასაც, რომელიც, მაშინდელ ვიწრო წრეებში იყო მხოლოდ გავრცელებული და მიიჩნეოდა, რომ ეს ცოდნა ყველასთვის არ იყო, ამიტომ, იცავდნენ ფართო მასებში გავრცელებისგან. სწორედ ფართოდ ქრისტიანობის გავრცელების ისტორიული მომენტიდან, როცა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა ნიკეაში, ტაბუ დაედო ასეთ ღრმა ეზეოთერულ და ოკულტურ დოგმებს, რომელთაგან, ერთ-ერთი იყო რეინკარნაციის დოგმაც, ეს გულისხმობს ადამიანის „სულის“ მრავალჯერ დაბადება-გარდაცვალებას განღმრთობამდე, ან სიკვდილამდე. დიახ, ე. წ. სულის სიკვდილიც არსებობს და განღმრთობაც, მაგრამ ამ შედეგის დადგომას 1 ცხოვრება არ ყოფნის. სწორედ ამ ეზოთერული ცოდნიდან გამომდინარე გავბედე მომეყოლა ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომელიც ჩემს ოკულტურ პრაქტიკაში მქონია. ხოლო დაბალვიბრაციული ასტრალი კი, ადვილი გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, კონტექსტში გულისხმობს დემონურ სამყაროს…
და ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა საშიში არაა შენთვის?
– არა.
რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მისი ველი არ დაბინძურდეს?
– ადამიანმა რაც არ უნდა იცოდეს, მისი ველი ყოველთვის მეტ-ნაკლებ დაბინძურებას მაინც ექვემდებარება. ეგ იგივეა ვიკითხოთ – რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ დასაბანი არ გახდეს? არ უნდა იცოცხლოს მაშინ… ადამიანი ხან ბინძურდება, ხან იწმინდება და ეს ბუნებრივია…
 ველის დაბინძურება და სულიერი სიბინძურე რამდენად კავშირშია ერთმანეთთან?
– აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სული და სამშვინველი. სული ერთია და ღმერთია ყოველ ჩვენგანში, რომელზეც ზემოქმედება არ ხდება არასდროს, ხოლო სამშვინველი კი, ეს 7 სიხშირული დიაპაზონის, ე.წ. 7 განზომილების სხეულთა ბუკეტია, რომელიც შედგება მენტალური (გონებრივი), ასტრალური (ემოციური) და ეთერული (ფიზიკური) სივცეებისგან. სწორედ ეს გახლავთ ადამიანური 3 ჰიპოსტასის მოდელი. ამ 3 სივრცის 7 დიაპაზონიდან, იგივე 7 ჩაკრიდან რომელიმე ან რამდენიმე თუ ბინძურდება, შეიძლება ითქვას, რომ სამშვინველი გასაწმენდია და ამ დროს უნდა ჩატარდეს ე. წ. ჩაკრების წმენდა… სწორედ ეს სამყაროსეული 7 სიხშირული დიაპაზონი, განზომილება, მოცემულია ადამიანში, როგორც მიკროსამყაროში. დაბინძრებას და წმენდას მხოლოდ ეს ექვემდებარება…
ქრისატიანობასთან წინააღმდეგობაში რამდენად მოდის ასტროლოგია, ეზოთერიკა და ა. შ.?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე არანაირად არ მოდიოდა წინააღმდეგობაში და, შეიძლება ითქვას, არც ეხლა მოდის ქრისტიანობასთან კონტრაში. სხვა საუბრის თემაა ინსტიტუციური რელიგიური დაწესებულების პოლიტიკა სხვადასხვა საუკუნეში. სვეტიცხოველის სამხრეთ კედელზე დღესაცაა შემორჩენილი დიდი ფრესკა, სადაც 12 ზოდიაქო, 12 მოწაფე და შუაში მაცხოვარია გამოსახული. საქართველოს ისტორიაში, ოქროს ხანა, სწორედ ამ ცოდნების გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ამისათვის მადლობა დავით მე-4 აღმაშენებელს…
თუ გქონია შემთხვევა, რომ შენგან ვერ მიუღიათ დადებითი შედეგი. ასეთ დროს რას აკეთებთ?
– კი, მქონია და ეს ჩემზე არც ყოფილა დამოკიდებული. როდესაც ადამიანს მაგიურად რაიმე ზიანი ადგება, ეს ნიშნავს, რომ მას მფარველი ანგელოზებისგან ამ კონკრეტულ სიტუაციაში მფარველობა ჰქონია მოხსნილი… ეს განპირობებულია კონკრეტული მიზეზშედეგობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ნიშნავს, რომ განგებამ მას რაღაც შეცდომის, ან „დანაშაულის“ გამო მიუზღა ეს. აქ მე უკვე ჩარევის უფლებაც არ მაქვს ხოლმე და ამიტომ, პაციენტი, ზოგჯერ უკმაყოფილოა ჩემით. თუ ჩარევის უფლების გარეშე ჩავერიე და გავწმინდე, მას შეიძლება სხვა მხრივ გაუაქტიურდეს დამსახურებული სასჯელი და გამოსყიდვა სხვა, უფრო ფატალური ფორმით მოუხდეს… ამიტომ, ჯობია ჯერ მიზეზები გააცნობიეროს ხოლმე პაციენტმა, თუ რატომ მოხდა ზემოდან იმის დაშვება, რომ ვიღაცას მოფიქრებოდა მისთვის ჯადო გაკეთებინა, ან რაიმე სხვა ზიანი მიეყენებინა, ხოლო გულწრფელი სინანულის თუ გაცნობიერების შემდეგ, უკვე დაშვებულია მისი ხსნა. ამ მიზეზებზე, ე. წ. კარმის დიაგნოსტირებისას მიწევს ხოლმე პაციენტთან საუბარი. კარმა კი, მიზეზ-შედეგობრიობის კანონზმიერებას ჰქვია.
რამდენად სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის ველის გაწმენდა?
– სავალდებულოობა, შეიძლება ითქვას, ცოტა უხეში გამოთქმაა. უფრო რეკომენდებულია და სასურველი, თორემ, – ნება თავისუფალია…
– და ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა?
– დიახ, აქვს!.. თუ ენერგეტიკულ „რეანიმაციას“ არ საჭიროებს პაციენტი, 8 წლის ასაკიდან უკვე დასაშვებია, ისიც მკაცრად დოზირებულად და მისაღები შედეგის გააზრების შემდეგ. ხოლო მხცოვანი ადამიანისთვის, შეიძლება ითქვას, ენერგეტიკული ჩარევა, შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს, გააჩნია, მის სასიცოცხლო ენერგიის პოტენციალს და ფიზიკური ზოგადი ჯანმრთელობის ფონს…
ადამიანებისგან საიდუმლო ინფორმაციის გამოდინება ხომ არ ხდება შენთან ურთიერთობისას ანუ გაწმენდის დროს?
– რა თქმა უნდა, ხდება, მეტსაც გეტყვით – არა მხოლოდ გაწმენდის დროს… ყოველთვის ასხივებს ადამიანი ყველა ინფორმაციას, რომელსაც მალავს თუ არ მალავს, უბრალოდ, გააჩნია, ვინ კითხულობს ამას და ვინ არა. უბრალოდ, სულიერ ნატიფ სამყაროშიც არსებობს კანონი, ადამიანის ნების გარეშე პირადი სივრცის ხელშეუხებლობის შესახებ. ვიღებთ და ვკითხულობთ მხოლოდ ისეთ „საიდუმლო ინფორმაციას“, რომელიც პაციენტთან მუშაობისთვისაა აუცილებელი…
რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა ვიდრე შენთან მოვლენ?
– დრო, რომელიც წინასწარ ვერ განისაზღვრება და საფასური. ეს ორი უალტერნატივო კომპონენტია მაგიურ სამყაროში მუშაობისთვის…
– და ბოლოს, რას ურჩევ ადამიანებს?
– გამოფხიზლებას!.. გარკვევას, თუ საიდან მოდიან, რატომ ცხოვრობენ და საით მიდიან!.. ეს აუცილებელია, მით უმეტეს დღეს, როცა ეპოქალურ გზაგასაყარზე გვიწევს ცხოვრება. ინფორმაციული ბუმია, კომუნიკაციის უამრავი საშუალებაა და ამ დროს, ისევ არაფრის მოსმენა და არაფრის გაგება, უბრალოდ, მიუღბელია როგორც ადამიანისთვის, ასევე გარესამყაროსთვის!