რამდენი ზარი შემოვიდა „ივერია – ბრილიანტის“ ონლაინ ფესტივალზე და სიურპრიზი გულშემატკივრებს…

1502

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს და ევროკავშირს შორის ევროასოცირების ხელშეკრულებით, 349-ე მუხლიდ დ პუნქტის შესრულება. თავისთავად, შშმ პირთა საზოგადოებაში სრულ რესოციალიზაციას და სახელმწიფო საქმიანობაში, საზოგადოებრივ-კულტურულ დატვირთვას გულისხმიბს.

„ივერია – ბრილიანტი“ თავიდანვე პოპულარული გახდა და მალევე ინტერესის სფეროში მოექცა. ამიტომაც ფესტივალმა 2020 წელს პანდემიის გამო ფესტივალი ინტერნეტ სივრცეში გადაიტანა და საკუთარი სახელი აქაც დაიმკვიდრა.

სენსიტიური და მეტად მნიშვნელოვანი სფეროა შშმ პირების ხელოვნება და მათი საქმიანობა, შესაბამისად, ფესტივალმა „ივერია – ბრილიანტმა“ მაღალი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით სპეციალური ინტერაქტიულლი (ფასიანი ზარები) ზარების გამო…

„გვესმის და აუცილებლად მიგვაჩნია, როგორც ყოველთვის, ასევე ახლაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ საჯაროობა და გამჭვირვალეობა მეტად მნიშვნელოვანია ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა ევროპასა და მსოფლიოში უკვე აღიარებული ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“. ჩვენი პროექტის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედი სწორედ რომ ღია, გამჭვირვალე და საჯარო ურთიერთობებია. ვალდებული ვართ ნებისმიერი მონაწილის წარმატებაზე და მის შემდგომ განვითარება-პოპულარიზაციაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი პარტნიორის და გულშემატკივრის მიმართ გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და დავაფასოთ მათი დამოკიდებულება „ივერია – ბრილიანტისადმი“.

ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გავასაჯაროოთ შემოსული ზარების საერთო რაოდენობა, როგორც სათითაოდ ქსელების, ასევე საერთო ჯამში. ეს ჩვენს სანდოობას გაზრდის საქართველოშიც და უცხოელ პარტნიორებშიც, ასევე ყოველი მონაწილისა და გულშემატკივრის ინტერესს დააკმაყოფილებს. უახლოეს პერიოდში კი დეტალურად მივიღებთ თუ რომელმა აბონენტმა რამდენჯერ დარეკა ამა თუ იმ მონაწილის მზარდასაჭერად. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, რადგან ის აბონენტი – მხარდამჭერი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დარეკა, დაუჯერებელ სიურპრიზს მიიღებს. ამას ამ ეტაპზე სიურპრიზად დავტოვებთ, სიურპრიზად, რომელიც მას და არავის არასოდეს დაავიწყდება!

აქვე, ერთიო ძალიან საინტერესო აბონენტი გვყავს, რომელმაც ორი თვის განმავლობაში ყველა მონაწილეს დაურეკა, განურჩევლად იმისა თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო და ეს კეთილშობილი ადამიანიც დაელოდოს სიურპრიზს!

მაშ ასე, ჩვენი ფესტივალი„ივერია – ბრილიანტი“ ყველაფრით გამორჩეული, დახვეწილი და მაღალი დონის, კეთილშობილური მიზნების მსახურია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ის მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს“

და ბოლოს, რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულებსა და ნომინანტებს და ამ ფესტივალს ვუძღვნი ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, მისი აღსაყდრების 43-ე წლისტავის! დაე დიდხანს სიცოცხლე მის უწმინდესობას და ღმერთმა ისმინოს მისი ლოცვა-ვედრება და გააერთიანოს საქართველო დაიყოს მშიდობა და სიყვარული სრულიად დედამიწაზე“, – გვითხრა ფესტივალის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

ზარების რაოდენობა:

„ბილაინი“:

ივლისი – 51 ზარი;

აგვისტო – 12 ზარი;

სექტემბერი – 26 ზარი;

ოქტომბერი – 35 ზარი;

ნოემბერი – 35 ზარი; ჯამში „ბილაინიდან“ – 135 ზარი.

„მაგთი“:

აგვისტო – 80 ზარი;

სექტემბერი – 61 ზარი;

ოქტომბერი – 4 ზარი;

ნოემბერი – 75 ზარი;

დეკემბერუ – 22 ზარი; ჯამში „მაგთიდან“ – 242 ზარი.

„ჯეოსელი-სილქნეტი“:

ივნისი – 31 ზარი;

ივლისი – 140 ზარი;

აგვისტო – 33 ხსტი;

სექტემბერი – 28 ზარი;

ნოემბერი (ოქტომბერშ აქტივობა არ იყო) – 23 ზარი; ჯამში „ჯეოსელი-სილქნეტი“ 232 ზარი.

საერთო ჯამში ზარების რაოდენობამ შეადგინა 609 ზარი. აღნიშნული ზარების (ინდივიდუალური ინტერაქტიული, ფასიანი ნომერი) რაოდენობა ნაწილდება მონაწილეებზე, რამაც ყველა მონაწილეს მიაკუთვნა ღირსეული ადგილი.

აქვე, სიურპრიზად გეტყვით, რომ 2021 წელს საქართველო, კერძოდ კი ბათუმი, უმასპინძლებს იგივე ფესტივალს, ოღონდ უფრო გაზრდილი ამბიციითა და შესაძლებლობებითშშმ პირთა ხელოვნებისა და სიმღერის – „ევროვიზიაივერია ბრილიანტი 2021“.

ფესტივალში გამარჯვებულები 2021 წელს გაემგზავრებიან მსგავს ფესტივალებზეუკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. ხოლო, პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვიდან გამომდინარე, უცხოელი გამარჯვებულებისთვის დაპირებული მომდევნო წლის ზამთარში, ბაკურიანში დასვენება და ღონისძიებები შეიცვალა 2021 წლის ზაფხულში, ურეკში არდადაგებითა და დიდი საერთაშორისო ფესტივალით და კონკურსით.

„ივერია – ბრილიანტი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს და გამარჯვებულებმა და ნომინანტებმა საკუთარი გამარჯვება მისი უწმინდესობის აღსაყდრების 43 წლისთავს მიუძღვნეს. ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2020 წლის 25 დეკემბერს.