პრემია ივერიამ ახალი საკონკურსო თემები დაამატა

60

პრემია „ივერია“ მუდმივად განვითარებადი და საქართველოს (და არა მხოლოდ საქართველოს) კულტურისა და ხელოვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს. მათ შორის არის ქვემოთ მოცემული პრიორიტეტები.

დაემატა: პრემია „ივერიის“ პროექტის ყოველწლიური გამოცემებისთვის:
საბავშვო წიგნის ყდის ნახატი-დიზაინი;
შშმ პირთა შემოქმედების წიგნის ყდის ნახატი-დიზაინი;
მსჯავრდებულთა წიგნის ყდის ნახატი-დიზაინი;
პრემია „ივერიის“ მონაწილეთა და გამარჯვებულთა წიგნის ყდის ნახატი-დიზაინი;

„საბავშვო მწერლებს ვთხოვთ, რომ ყველამ გამოაგზავნოს საკუთარი შემოქმედება. პრემია „ივერიის“ არსებობის განმავლობაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბავშვო მწერლობას, დიდი ყურადღება ექცევა, რადგან მომავალი თაობის აღზრდა პრიორიტეტულია პრემია „ივერიისთვის“. ცხადია, სიამოვნებით მივიღებთ სკოლის ასაკის ბავშვების შემოქმედებასაც, რაც მეტად გაზრდის პროექტის შინაარსს, დაინტერესებას და მასშტაბებს. ყოველთვის გვყავს სკოლის მოსწავლეები პროექტში.

ჩვენ ვზრუნავთ მომავალი თაობის სწორად აღზრდაზე. მივცეთ მათ შესაბამისი ხარისხიანი საბავშვო ლიტერატურა, გონებრივ-სულიერი განვითარების კარგი საშუალება. შესაბამისად, პრემია „ივერია“ თავის ფარგლებში აცხადებს ასევე კონკურსს შემდეგში: შეიქმნას 2027 წლის პრემია „ივერიისთვის“ საბავშვო ნახატი, რომელიც მომდევნო ერთი წლის მანძილზე (რა თქმა უნდა შემდეგ წლებშიც სხვადასხვა გამოცემებსა და ფესტივალებში) გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში საბავშვო გამოცემების პირველი ყდის გაფორმებისთვის. ცხადია, პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნშიც აღინიშნება, რომ ყდა გაფორმებულია პრემია „ივერიის“ გამარჯვებულის (სახელი და გვარი) ნახატით. გამარჯვებული ნამუშევარი იქნება 2027 წლის როგორც ლოგო ტიპი, რომელიც დაიბეჭდება რეპროდუქციად და მომავალ წელს ჩარჩოში ჩასმული გადაეცემათ მსგავსი კონკურსის გამარჯვებულებს.

ასევე უმნიშვნელოვანესია შემდეგი მიმართულება, რაც უპირობოდ ლიდერ ადგილს იკავებს სოციალურ-კულტურულ ჩვენს პროექტში, განსაკუთრებით პრემია „ივერიაში“, – შშმ პირთა შემოქმედება. ამ მიმართულებითაც გვაქვს განზრახვა, რომ ასევე შეიქმნას ნახატი, რომლითაც გაფორმდება პრემია „ივერიის“ წლის გამოცემა, რომელშიც შევა შშმ პირთა შემოქმედება, რა თქმა უნდა, სხვა არა შშმ პირ ავტორებთან ერთად, რათა არ დაირღვეს ჩვენი პროექტის ფუნდამენტური მიდგომა – ინტეგრაციის განვითარების მიზანი, აუცილებლობა და მნიშვნელობა.

და კიდევ, ასევე ვაცხადებთ კონკურსს, შეიქმნას ნახატი-გაფორმება წიგნისთვის გამარჯვებული და მონაწილე მსჯავრდებულებისთვის, რომლებისთვისაც ცალკე ტომად, სპეციალურად გამოიცემა პრემია „ივერიის“ ეგიდით წიგნი. რა თქმა უნდა, აღნიშნული წიგნიც სხვა ავტორებთან ერთად, რომ მსჯავრდებულების ინტეგრაცია მეტად შესაძლებელი გახდეს საზოგადოებაში და პირიქით – საზოგადოებამ ხელი შეუწყოს მათ შემოსვლას ხელოვნებასა და კულტურაში. აღნიშნული საკითხი ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის და შემდგომი რესოციალიზაციისთვის.

რა თქმა უნდა, საერთო წელიწადეული გამოცემისთვის, გამარჯვებულთა და მონაწილეთა კრებულისთვისაც მნიშვნელოვანია თანამედროვე მხატვარ-დიზაინერისთვის მიერ შექმნილი ნახატი, რომელსაც ასევე მივიღებთ საკონკურსო მასალად.

აღნიშნული მოდგომა ამავდროულად განავითარებს წიგნის დიზაინის დახვეწას და საბაზრო-სარეკლამო თვალსაზრისითაც გამორჩეული იქნება პროდუქცია, ეს იქნება კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას.

ცხადია, შესაძლებელია ხატმწერების მიერ შექმნილი ნამუშევრების (ხატწერის სახით) მიღება, რომელიც ეხმიანება აღნიშნულ საკითხებს, ასევე ჩვენთვის საინტერესო და მისაღებია ფოტო ხელოვანების შემოქმედებაც, რაც მსგავს გამოწვევებს უფრო შემოქმედებითს და მასშტაბურს გახდის. და კიდევ, მონაწილეთა ასაკი განუსაზღვრელია“, – ამბობს პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

ცხადია, ქართულიდან უცხოურ და უცხოურიდან ქართულად ნათარგმნი ლიტერატურისთვისაც არის იგივე კონკურსი გამოცხადებული. მხატვარმა ან/და დიზაინერმა თავად უნდა მოარგოს ზემოთ ჩამოთვლილ იდეას ნახატი, დიზაინი. არჩევანი თავისუფალია, ყველას შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი თემა შეარჩიოს (ან ყველა თემაში მიიღოს მონაწილეობა) და შესაბამისი მასალა გამოგზავნოს ფოტოს სახით.

მასალას თან უნდა ერთვოდეს მინი ბიოგრაგია და ერთი პირადი ფოტო, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

მასალა გამოაგზავნეთ: chiaberashvili@gmail.com

პრემია „ივერია“ არ გულისხმობს ფულად ან სხვა მატერიალურ პრემიას. პრემია „ივერია“ არის ღირსეულთა, უმაღლესი ზნეობრივი და ღირებულებების, კულტურულ-სახელოვნებო ჯილდო, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ფულადი ან სხვა სახის მატერიალური ანაზღაურება.

პრემია „ივერიას“ გააჩნია მეტად მნიშვნელოვანი და ღირსეული ორდენი, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ჯვარი, პრემიის ლაურეატის დამადასტურებელი დიპლომი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, წმინდა ილია მართლის ხატი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ფოტო და სხვა სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“  ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმაფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვაკურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლის 28 ნოემბრიდან.

ჩვენ ვიცავთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლი ნომერი 349- პუნქტს.

მასალები მიიღება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.