ვიტორიო კამინიტი – პრემია ივერიის მასპინძელი და მსოფლიოს სუნამოების საფუძვლების ერთ-ერთი შექმნილი…

13

ავტორი:
მირანდა მამაგეიშვილი
სპეციალურად ჩვენი გამომცემლობისთვის, იტალია, რეჯო კალაბრია

დახვეწილი, სამხრეთ იტალიელი, რეჯო კალაბრიელი პროფესორია, საკუტარი საქმის მაღალი დონის პროფესიონალი და საკუტარ ქვეყანასა და ქალაზე უხომოდ შეყვარებული.
საქმიანობით ძალიან განსხვავებული, საინტერესო და ყველასთვის საჭირო…
არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც მისი საქმიანობა და მისგან მიღებული პროდუქციები არ აინტერესებდეს.
მოკლედ, პროფესორი ვიტორიო კამინიტი, რომელიც მსოფლიოს ბევრი საინტერესო პროდუქტით და მისი დამზადების ცოდნით ამარაგებს.
და აქვე გეტყვით, რომ ბატონი ვიტორიო იყო იტალიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რეჯო კალაბრიაში იყო ადამიანი, რომელმაც პრემია „ივერიას“ ფართოდ გაუღო კარი და უმასპინძლა მის ღონისძიებას, საიდანაც ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება აღმოცენდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეთათვის. ამ ყველაფერს სათავეში საქართველოს ემიგრანტები ედგნენ: მირანდა მამაგეიშვილი, ხათუნა ქარაია, მაკა გამყრელიძე და გიორგი ყიფიანი. გავა დრო და ეს ყველაფერი ქართულ-იტალიურ კულტურა-ხელოვნებაში მნიშვნელპვნად, დადებითად აისახება…
ვიტორიო კამინიტი, ბერგამოტის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი და ბერგამოტის ეროვნული მუზეუმის დამფუძნებელი.

– ბატონო პროფესორო, მოუყევით რაიმე თქვენ შესახებ ქართველ მკითხველს?
– მე ვარ ვიტორიო კამინიტი, დავიბადე რეჯო კალაბრიაში 1959 წელს და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მივუძღვენი განათლებას, ტურიზმს, მასპინძლობასა და ჩემი კუთხის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას. ვარ ტურიზმისა და სასტუმრო მენეჯმენტის პედაგოგი და მეწარმე. თვრამეტი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ორგანიზაციას „Federalberghi Calabria“, დღეს კი სათავეში ვუდგავარ რეჯო-კალაბრიის ენერგოეფექტურობის ITS აკადემიის ფონდს. გარდა ამისა, ვარ ბერგამოტის საერთაშორისო აკადემიისა და ბერგამოტის ეროვნული მუზეუმის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე რეჯო კალაბრიის 2015 წლის „ბერგამოტის პოლუსის“ კოორდინატორი.
ჩემი კავშირი ბერგამოტთან 1995 წელს დაიწყო, როდესაც გამიჩნდა ინტუიციური იდეა, მისი გამოყენება კულინარიაშიც დამემკვიდრებინა. იმ დროს ეს გადაწყვეტილება უჩვეულოდ ითვლებოდა და დაბრკოლებებსა თუ სანქციებსაც კი წავაწყდი, თუმცა ფარი არ დამიყრია. ამ ბრძოლიდან დაიწყო ხანგრძლივი კულტურული გზა, რამაც ხელი შეუწყო ბერგამოტის ცნობადობას არა მხოლოდ როგორც პარფიუმერიისთვის ძვირფასი ესენციისა, არამედ როგორც საოცარი კვებითი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, სამეცნიერო და იდენტობის შემქმნელი რესურსისა.
ჩემს ცხოვრებას ერთი რწმენა წარმართავს: ტრადიციები პასიურად კი არ უნდა შევინახოთ, არამედ შევისწავლოთ, ვუამბოთ სხვებს და ვაქციოთ შესაძლებლობად ახალი თაობებისთვის. სწორედ ამიტომ ვაგრძელებ მუშაობას, რათა რეჯო-კალაბრია და მისი ბერგამოტი ცნობილი და დაფასებული იყოს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ქართველების მსგავს კულტურულ, მგრძნობიარე და საკუთარ ფესვებთან მჭიდროდ დაკავშირებულ ხალხთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებით.


– გაკავშირებთ რაიმე საქართველოსთან?
– ჩემი კავშირი საქართველოსთან ჯერ კიდევ ახალია, თუმცა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ კულტურული და ადამიანური შეხვედრების წყალობით, რომლებიც პრემია „ივერიის“ გარშემო დაიბადა. ბერგამოტის ეროვნული მუზეუმის სივრცის დათმობა გახლდათ მეგობრობისა და თანამშრომლობის პირველი კონკრეტული ჟესტი. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება ახალი პროექტებით, რომლებიც დაახლოებს რეჯო-კალაბრიასა და საქართველოს – ორ რეალობას, რომლებიც ამაყობენ საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით.
– რამდენად იცნობთ საქართველოსა და ქართველ ხალხს და რის თქმა შეგიძლიათ მათზე?
– საქართველოს შესახებ ჩემი ცოდნა ჯერ კიდევ გაღრმავების პროცესშია და სწორედ ამიტომ მინდა კიდევ უფრო დავუახლოვდე მის ისტორიასა და კულტურას. ვიცი, რომ ეს არის უძველესი მიწა, მდებარე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელია. გამოირჩევა ძლიერი ეროვნული იდენტობით, დიდი სულიერი ტრადიციითა და სტუმართმოყვარეობის ღრმად ფესვგადგმული კულტურით. იმ ქართველებში, რომლებსაც შევხვდი, დავინახე სიამაყე, სენსიტიურობა, საკუთარი ფესვების პატივისცემა და სხვებისადმი გულწრფელი გულღია დამოკიდებულება, – ღირებულებები, რომლებშიც ჩვენ, კალაბრიელებიც, საკუთარ თავს ვცნობთ.
– როდის დაარსდა თქვენი მუზეუმი?
– ბერგამოტის ეროვნული მუზეუმი სათავეს იღებს დიდი კულტურული გზიდან, რომელიც 1995 წელს ბერგამოტის საერთაშორისო აკადემიის დაარსებით დაიწყო. იგი შეიქმნა რეჯო-კალაბრიის ბერგამოტის ისტორიის შეგროვების, დაცვისა და მომავალი თაობისთვის გადასაცემად შემოინახა – დაკარგვისაგან გადაარჩინა. ისტორიული უძველესი იარაღები, დოკუმენტები, ფოტოსურათები და მოწმობები. დღეს იგი მდებარეობს ფილიპინის ქუჩის (Via Filippini) 50 ნომერში, რეჯო-კალაბრიის ისტორიულ ცენტრში და წარმოადგენს 2015 წელს შექმნილი „ბერგამოტის პოლუსის“ ერთ-ერთ ცენტრალურ ინსტიტუციას.
– რა არის თქვენი მუზეუმის როლი და მნიშვნელობა?
– მუზეუმი არ არის მხოლოდ საგამოფენო სივრცე, ის კულტურული, საგანმანათლებლო და იდენტობის დამცველი კერაა. იგი ინახავს ბერგამოტის მოყვანისა და დამუშავების ისტორიას და მოგვითხრობს ფერმერთა, ხელოსანთა, ვაჭართა და მკვლევართა შრომაზე. ვიზიტორებისთვის გვაქვს შვიდ ენაზე ჩაწერილი აუდიო გიდების, სენსორული ტურების, დეგუსტაციების, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო აქტივობები. ეს ცოდნა შეუძლია მიიღონ ახალგაზრდებმა და უბრალოდ დამთვალიერებლებმა მთელი მსოფლიოდან. მისი მთავარი ამოცანაა მეხსიერების ცოცხალ კულტურად და რეგიონის შესაძლებლობად გარდაქმნა.


– რამდენად არის დაკავშირებული თქვენი მუზეუმი რეჯო კალაბრიასთან?
– ეს კავშირი სრული და განუყოფელია. ბერგამოტი სწორედ რეჯო კალაბრიის პროვინციის სანაპიროზე პოულობს თავის ყველაზე ხელსაყრელ ბუნებრივ გარემოს. ამდენად, მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ერთი ციტრუსის ისტორიას, არამედ მთელი საზოგადოების მატიანეა. მის დარბაზებში დაცული თითოეული იარაღი, დოკუმენტი თუ მოწმობა რეჯოელი ხალხის შრომაზე, ნიჭსა და მსხვერპლშეწირვაზე მეტყველებს. მუზეუმი მორალურად ეკუთვნის ქალაქს და წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ადგილს, სადაც რეჯო-კალაბრიას შეუძლია საკუთარი იდენტობა გააცნოს და სხვებს გაუზიაროს.
– როგორი ადგილია იტალიის უკიდურესი სამხრეთი, რეჯო-კალაბრია?
– რეჯო-კალაბრია არის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქი, რომელიც მდებარეობს საოცარ ადგილას, სიცილიის პირისპირ და მესინას სრუტის უყურებს. ეს არის სინათლის, სურნელებისა და ძლიერი კონტრასტების მიწა, სადაც ზღვა და მთები ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ. მას აქვს ათასწლოვანი ისტორია, რასაც მოწმობს რიაჩეს ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკებები (Bronzi di Riace) და დიდი ღირებულების კულტურული თუ ეთნო-გასტრონომიული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, იგი ბერგამოტის სამშობლოა – უნიკალური ხილისა, რომელიც ამ მიწის სურნელს, სილამაზესა და კომპლექსურობას იტევს.
– რით განსხვავდება რეჯოელი იტალიელი სხვა რეგიონების მოსახლეობისგან?
– იტალიის ყველა რეგიონს აქვს თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები და ტრადიციები. რეჯოელი განსაკუთრებით გამოირჩევა საკუთარი მიწის, ოჯახისა და ადამიანური ურთიერთობებისადმი ძლიერი მიჯაჭვულობით. იგი, როგორც წესი, სტუმართმოყვარეა, უხვი, კრეატიულია. რეჯოელს სიძნელეებთან ღირსებითა და სიმტკიცით გამკლავების უნარი შესწევს. ხშირად იჩენს თავდაპირველ თავშეკავებას, მაგრამ როდესაც მეგობრობას გიძღვნით, ამას გულწრფელად და სიღრმისეულად აკეთებს. რეჯოელს დააქვს უძველესი მიწის სილამაზე და წინააღმდეგობები  მიწისა, რომელიც მრავალჯერ დაქუცმაცდა, მაგრამ ყოველთვის შესწევს უნარი ფეხზე წამოდგეს.
– და მაინც, რით ამაყობს რეჯო-კალაბრია?
– რეჯო-კალაბრიას შეუძლია იამაყოს თავისი „დიდი საბერძნეთის“ (Magna Graecia) დროინდელი ისტორიით, რიაჩეს ბრინჯაოს ქანდაკებებით, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმით, ზღვისპირა ბულვარითა და სრუტის საოცარი პეიზაჟით. მას შეუძლია იამაყოს თავისი კულტურით, ტრადიციებით, ხელოსნობით, სამზარეულოთი და თავისი შვილების უნარით, ასახელონ კუთხე იტალიასა და მთელ მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა კი, უნდა იამაყოს ბერგამოტით – ხილით, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად რეჯოს ტერიტორიაზე იზრდება და საუკუნეებია, რეჯო-კალაბრიის სახელი და სურნელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პარფიუმერიულ სახლებში მიაქვთ.


– ბატონო ვიტორიო, იცხოვრებდით თუ არა რეჯო-კალაბრიისგან განსხვავებულ ადგილას?
– მქონია შესაძლებლობა გამეცნო მრავალი ადგილი და დამეფასებინა მათი სილამაზე, ტრადიცია, მაგრამ რეჯო კალაბრია ჩემი სახლია. აქ არის ჩემი ფესვები, ჩემი ოჯახი, ჩემი მოგონებები და ის ბრძოლები, რომლებსაც ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. შემიძლია დრო სხვაგან გავატარო, ვიმოგზაურო და ვეზიარო სხვა კულტურებს, მაგრამ გამიჭირდება ჩემს ქალაქს საბოლოოდ დავშორდე. ჩემი სურვილი რეჯო-კალაბრიის მიტოვება კი არ არის, არამედ წვლილის შეტანა იმაში, რომ იგი გახდეს უფრო ცნობილი, პატივსაცემი და მნიშვნელოვანი თავისი საოცარი პოტენციალის შესახებ.
– თქვენი მუზეუმი თუ აწარმოებს რამეს?
– მუზეუმი არ არის მწარმოებელი კომპანია და ძირითადად არ ეწევა კომერციულ საქმიანობას. იგი აწარმოებს – ქმნის კულტურას, ცოდნას, მეხსიერებასა და ქმნის შეხვედრის შესაძლებლობებს. ახორციელებს ტურებს გიდების თანხლებით, სენსორულ მარშრუტებს, დეგუსტაციებს, გამოფენებს, კონფერენციებს, საგანმანათლებლო აქტივობებსა და ამ ყველაფრის პოპულარიზაციის ინიციატივებს. საკვების მუზეუმის კვლევითი ცენტრის მეშვეობით ასევე ვსწავლობთ ბერგამოტისა და რეგიონის კულინარიული ღირშესანიშნაობების გამოყენების გზებს. ვთანამშრომლობთ შეფ-მზარეულებთან, მკვლევრებთან, სკოლებთან, ასოციაციებსა და ოპერატორებთან, რათა ცოდნა ახალ კულტურულ, ტურისტულ და გასტრონომიულ შესაძლებლობებად გარდავქმნათ.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბერგამოტის წარმოება?
– ბერგამოტის წარმოება ფუნდამენტურია ეკონომიკური, აგრარული, კულტურული და ჩვენი კუთხის იდენტობის თვალსაზრისით. იგი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს მრავალი ოჯახისთვის და იცავს უნიკალურ აგრარულ ლანდშაფტს. ბერგამოტის ეთერზეთი მოთხოვნადია მსოფლიო პარფიუმერიაში, ხოლო თავად ხილი გამოიყენება გასტრონომიაში, კოსმეტოლოგიაში, სამეცნიერო კვლევებსა და ნუტრაცივტიკის სექტორში. ჩვენი წარმოების დაცვა ნიშნავს ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და რეჯო-კალაბრიის მომავლის დაცვას, მწარმოებელთა შრომის დაფასებასა და ხარისხის, აუთენტურობისა და სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველყოფას.
– რა დოზით გამოიყენება თქვენი პროდუქცია მსოფლიოს სუნამოებში?
– რეჯო კალაბრიის ბერგამოტის ეთერზეთი მსოფლიოს მაღალი დონის პარფიუმერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. იგი წარმოდგენილია უამრავი არომატის სტრუქტურაში (როგორც მამაკაცის, ისე ქალის), რადგან ანიჭებს მუდმივად განახლების საშუალებას, ელეგანტურობასა და ჰარმონიას. ხელს უწყობს სხვადასხვა ოლფაქტორული ნოტების შერწყმას. „კოლონიური წყლის“ (Eau de Cologne) დაბადებიდან თანამედროვე ქმნილებებამდე, ბერგამოტს შეუცვლელი როლი ეჭირა. თუმცა, ეს არ არის მუზეუმის პროდუქტები: ჩვენი ამოცანაა რეჯოს ტერიტორიის კომპანიებისა და მწარმოებლების შრომების გადაცემა და პოპულარიზაცია.
– რა არის თქვენი მუზეუმის პრიორიტეტი?
– ჩვენი პრიორიტეტია ბერგამოტის ისტორიის დაცვა და მისი გადაცემა ახალი თაობებისთვის. გვსურს არ დაიკარგოს ის იარაღები, ტექნიკა, მოწმობები და ,სხვერპლი, რაც ჩვენმა წინაპრებმა გაიღეს. ამავდროულად, ვმუშაობთ იმაზე, რომ მუზეუმი გახდეს სულ უფრო ხელმისაწვდომი, საერთაშორისო და სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, მკვლევრებისთვის და კულტურულ-შემოქმედებით ინსტიტუციებთან დიალოგის უნარიანი იყოს მუდმივად. მეხსიერების შენარჩუნებას ხომ მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის გაცნობიერებულ ცოდნად გადადის მომავალი თაობებისთვის.


– ბატონო ვიტორიო, რას ეძღვნება თქვენი სამეცნიერო ნაშრომები?
– ჩემი სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად ეძღვნება რეჯო კალაბრიის ბერგამოტთან დაკავშირებულ ისტორიულ, კულტურულ, გასტრონომიულ და ტურისტულ კვლევებს. წლების მანძილზე ხელს ვუწყობდი კვლევებს, ექსპერიმენტებსა და დისკუსიებს ჩვენი კულტურის სხვადასხვა მიმართულებებში გამოყენების შესახებ. ჯერ კიდევ 1995 წლიდან ვუჭერდი მხარს ამ ყველაფრის დამკვიდრებას კულინარიაში, როდესაც ეს შესაძლებლობა ნაკლებად ცნობილი იყო და ძლიერ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. ბერგამოტის საერთაშორისო აკადემიის, მუზეუმისა და საკვების მუზეუმის კვლევითი ცენტრის მეშვეობით ხელს ვუწყობთ დიალოგს მკვლევრებს, ექიმებს, შეფ-მზარეულებს, მწარმოებლებსა და კულტურის მოღვაწეებს შორის. ჩემი ამოცანაა სხვადასხვა კომპეტენციის დაკავშირება და კვლევის შედეგების ხელმისაწვდომ ცოდნად გარდაქმნა.
– როდესაც მუზეუმის დარბაზი დაუთმეთ პრემია „ივერიას“, რა იცოდით მანამდე ამ პროექტის შესახებ?
– როდესაც პრემია „ივერია“ წარმომიდგინეს, ვიცოდი ძირითადად მისი კულტურული მიზნისა და საქართველოს, იტალიასა და მათ შესაბამის თემებს შორის ხიდის შექმნის სურვილის შესახებ. მნიშვნელოვნად მივიჩნიე პროექტის მიღება, რადგან ბერგამოტის ეროვნული მუზეუმი არის ხალხთა შორის დიალოგისთვის ღია სახლი. დარბაზის დათმობა არ ყოფილა მხოლოდ სტუმართმოყვარეობის ჟესტი, არამედ ჩვენს მისიასთან თანხვედრაში მყოფი არჩევანი: ხელი შევუწყოთ შეხვედრას, ურთიერთგაცნობასა და კულტურული ღირებულებების გაზიარებას. შემდგომში საშუალება მომეცა უკეთ ჩავწვდომოდი ამ ინიციატივის მნიშვნელობასა და პოტენციალს.
– გვსურს, რომ გახდეთ პრემია „ივერიის“ მონაწილე და გიმასპინძლოთ საქართველოში 2027 წლის 3 მარტს. თანახმა ხართ?
– დიდი სიამოვნებითა და გულწრფელი მადლიერებით ვიღებ მოწვევას, მონაწილეობა მივიღო პრემია „ივერიაში“ საქართველოში 2027 წლის 3 მარტს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ან გადაუდებელი პირადი აუცილებლობა არ გამოჩნდა, მოხარული ვიქნები დავესწრო და თან ჩამოვიტანო რეჯო კალაბრიის, ბერგამოტის ეროვნული მუზეუმის, ბერგამოტის საერთაშორისო აკადემიისა და მთელი „ბერგამოტის პოლუსის“ სალამი.
შემოთავაზებული თარიღი არ ემთხვევა ჟურნალისტიკის საერთაშორისო ფესტივალს „Essenzia“, რომელიც ეძღვნება „რეჯო კალაბრიას, როგორც ციტრუსთა ეთერზეთებისა და ბერგამოტის მსოფლიო დედაქალაქს“ და სადაც დაკავებული ვიქნები 2027 წლის 19-დან 21 მარტამდე. ამ ვიზიტს მივიჩნევ მნიშვნელოვან შესაძლებლობად, უშუალოდ გავეცნო საქართველოს და განვამტკიცო ის კულტურული და ადამიანური ხიდი, რომლის მშენებლობაც დავიწყეთ.და ბოლოს, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა ბატონო პროფესორო იმისთვის, რომ მოგვეცით საშუალება გვესარგებლა თქვენი დარბაზით რეჯო-კალაბრიაში…
კიდევ ერთხელ მე გიხდით მადლობას იმისთვის, რომ შეხვედრისა და გაზიარების ადგილად ბერგამოტის ეროვნული მუზეუმი აირჩიეთ. მუზეუმის კარები ღიაა ყველა იმ ინიციატივისთვის, რომელსაც ძალუძს ხალხთა შორის კულტურის, დიალოგის, მეგობრობისა და ურთიერთცნობის პოპულარიზაცია.
– პრემია „ივერიას“ მასპინძლობა ჩვენთვის პატივი იყო და წარმოადგენდა იმ ურთიერთობის დასაწყისს, რომლის გაღრმავებაც გვსურს დროთა განმავლობაში. ქართველ მკითხველს ვუგზავნი ჩემს ყველაზე თბილ სალამს და ვიწვევ რეჯო-კალაბრიის, მუზეუმისა და ბერგამოტის მიწის მოსანახულებლად. დარწმუნებული ვარ, ქართველ და კალაბრიელ ხალხს შორის შეიძლება დაიბადოს ღრმა და ხანგრძლივი თანამშრომლობა.

Autrice:
Miranda Mamageishvili
In particolare per la nostra casa editrice, Reggio Calabria, Italia


Nell’attesa di incontrarla quanto prima, sono ad inviarle cari saluti e augurarle buon ferragosto e di tranquille ferie.
Vittorio Caminiti Presidente Accademia Internazionale del Bergamotto e Fondatore Museo Nazionale del Bergamotto.

Vittorio Caminiti Presidente Accademia Internazionale del Bergamotto e Fondatore Museo Nazionale del Bergamotto.

– Signor Professore, ci racconti qualcosa di Lei per i lettori georgiani?
– Sono Vittorio Caminiti, sono nato a Reggio Calabria nel 1959 e ho dedicato gran parte della mia vita alla formazione, al turismo, all’ospitalità e alla valorizzazione delle eccellenze della mia terra.
Sono docente e imprenditore turistico-alberghiero. Per diciotto anni ho guidato Federalberghi Calabria e oggi presiedo la Fondazione ITS Academy per l’Efficientamento Energetico di Reggio Calabria. Sono inoltre fondatore e presidente dell’Accademia Internazionale del Bergamotto e del Museo Nazionale del Bergamotto, nonché coordinatore del Polo del Bergamotto di Reggio Calabria 2015.
Il mio legame con il bergamotto nasce nel 1995, quando ebbi l’intuizione di promuoverne l’impiego anche in gastronomia. All’epoca questa scelta era considerata insolita e incontrò persino ostacoli e sanzioni, ma non mi arresi. Da quella battaglia nacque un lungo percorso culturale che ha contribuito a far conoscere il bergamotto non soltanto come essenza preziosa per la profumeria, ma anche come straordinaria risorsa alimentare, salutistica, scientifica e identitaria.
La mia vita è stata guidata da una convinzione: le tradizioni non devono essere custodite passivamente, ma studiate, raccontate e trasformate in opportunità per le nuove generazioni. Per questo continuo a lavorare affinché Reggio Calabria e il suo bergamotto siano conosciuti e apprezzati nel mondo, costruendo legami di amicizia e collaborazione anche con popoli culturalmente sensibili e profondamente legati alle proprie radici, come quello georgiano.
– Ha qualche legame con la Georgia?
– Il mio legame con la Georgia è ancora relativamente recente, ma sta diventando sempre più significativo grazie agli incontri culturali e umani nati attorno al Premio “Iveria”. La concessione degli spazi del Museo Nazionale del Bergamotto ha rappresentato un primo gesto concreto di amicizia e collaborazione. Mi auguro che questo rapporto possa consolidarsi attraverso nuovi progetti capaci di avvicinare Reggio Calabria e la Georgia, due realtà fiere della propria storia, delle proprie tradizioni e della propria identità.
– Quanto conosce la Georgia e il popolo georgiano, e cosa può dirci su di loro?
– La mia conoscenza della Georgia è ancora in fase di approfondimento e proprio per questo desidero avvicinarmi maggiormente alla sua storia e alla sua cultura. So che è una terra antichissima, posta idealmente all’incontro tra Oriente e Occidente, con una forte identità nazionale, una grande tradizione spirituale e una cultura dell’ospitalità profondamente radicata. Nei georgiani che ho avuto modo di conoscere ho riscontrato fierezza, sensibilità, rispetto delle proprie radici e sincera apertura verso gli altri: valori nei quali noi calabresi possiamo riconoscerci.
– Quando è stato fondato il suo museo?
– Il Museo Nazionale del Bergamotto nasce da un lungo percorso culturale iniziato nel 1995 con la fondazione dell’Accademia Internazionale del Bergamotto. È stato creato per raccogliere, tutelare e raccontare la storia del bergamotto di Reggio Calabria, salvando dall’abbandono antichi strumenti di lavorazione, documenti, fotografie e testimonianze. Oggi ha sede in via Filippini 50, nel centro storico di Reggio Calabria, ed è una delle istituzioni centrali del Polo del Bergamotto, costituito nel 2015.


– Qual è il ruolo e l’importanza del suo museo?
– Il Museo non è soltanto un luogo espositivo, ma un presidio culturale, educativo e identitario. Custodisce la memoria della coltivazione e della lavorazione del bergamotto, raccontando il lavoro di generazioni di agricoltori, artigiani, commercianti e ricercatori. Attraverso visite, audioguide in sette lingue, percorsi sensoriali, degustazioni, convegni e attività didattiche, trasmette questa conoscenza ai giovani e ai visitatori provenienti da tutto il mondo. Il suo compito principale è trasformare la memoria in cultura viva e in opportunità per il territorio.
– Quanto è legato a Reggio Calabria il suo museo?
– Il legame è totale e indissolubile. Il bergamotto trova proprio lungo la costa della provincia di Reggio Calabria il suo ambiente naturale più favorevole. Il Museo racconta quindi non soltanto la storia di un agrume, ma quella di un’intera comunità. Ogni strumento, documento e testimonianza custoditi nelle sue sale parla del lavoro, dell’ingegno e dei sacrifici del popolo reggino. Il Museo appartiene moralmente alla città e rappresenta uno dei luoghi nei quali Reggio Calabria può riconoscere e raccontare la propria identità.
– Che tipo di luogo è l’estremo Sud d’Italia, Reggio Calabria?
– Reggio Calabria è una città mediterranea situata in una posizione straordinaria, di fronte alla Sicilia e affacciata sullo Stretto di Messina. È una terra di luce, di profumi e di forti contrasti, nella quale il mare e la montagna convivono a poca distanza. Possiede una storia millenaria, testimoniata anche dai celebri Bronzi di Riace, e un patrimonio culturale ed enogastronomico di grande valore. È inoltre la patria del bergamotto, un frutto unico che racchiude il profumo, la bellezza e la complessità di questa terra.
– In cosa si differenzia un reggino dalla popolazione delle altre regioni d’Italia?
– Ogni regione italiana possiede caratteristiche e tradizioni particolari. Il reggino si distingue soprattutto per il forte attaccamento alla propria terra, alla famiglia e alle relazioni umane. È generalmente ospitale, generoso, creativo e capace di affrontare le difficoltà con dignità e tenacia. Spesso manifesta una certa riservatezza iniziale, ma quando concede la propria amicizia lo fa con sincerità e profondità. Il reggino porta dentro di sé la bellezza e le contraddizioni di una terra antica, più volte ferita, ma sempre capace di rialzarsi.
– Di cosa va fiera Reggio Calabria?
– Reggio Calabria può essere fiera della propria storia magnogreca, dei Bronzi di Riace, del Museo Archeologico Nazionale, del suo lungomare e dello straordinario paesaggio dello Stretto. Può essere orgogliosa della sua cultura, delle tradizioni, dell’artigianato, della gastronomia e della capacità dei suoi figli di distinguersi in Italia e nel mondo. Soprattutto, deve essere fiera del bergamotto, un frutto che cresce quasi esclusivamente nel territorio reggino e che da secoli porta il nome e il profumo di Reggio Calabria nelle più importanti profumerie internazionali.
– Vivrebbe in un posto diverso da Reggio Calabria?
– Ho avuto modo di conoscere molti luoghi e apprezzarne la bellezza, ma Reggio Calabria rimane la mia casa. Qui sono le mie radici, la mia famiglia, i miei ricordi e le battaglie alle quali ho dedicato la vita. Potrei trascorrere del tempo altrove, viaggiare e confrontarmi con altre culture, ma difficilmente riuscirei a separarmi definitivamente dalla mia città. Il mio desiderio non è abbandonare Reggio Calabria, bensì contribuire a renderla più conosciuta, rispettata e consapevole delle proprie straordinarie potenzialità.
– Cosa produce il suo museo?
– Il Museo non è un’azienda produttrice e non svolge principalmente un’attività commerciale. Produce cultura, conoscenza, memoria e occasioni di incontro. Realizza visite guidate, percorsi sensoriali, degustazioni, mostre, convegni, attività didattiche e iniziative di promozione. Attraverso il Centro Ricerche del Museo del Cibo studiamo inoltre gli impieghi del bergamotto e delle eccellenze alimentari del territorio. Collaboriamo con chef, studiosi, scuole, associazioni e operatori per trasformare la conoscenza in nuove opportunità culturali, turistiche e gastronomiche.
– Quanto è importante la produzione del bergamotto?
– La produzione del bergamotto è fondamentale sotto il profilo economico, agricolo, culturale e identitario. Garantisce lavoro a numerose famiglie e tutela un paesaggio agricolo unico. Il suo olio essenziale è richiesto dalla profumeria internazionale, mentre il frutto trova impiego anche nella gastronomia, nella cosmetica, nella ricerca scientifica e nel settore nutraceutico. Difendere la produzione significa proteggere la biodiversità, la storia e il futuro di Reggio Calabria, valorizzando il lavoro dei produttori e assicurando qualità, autenticità e una giusta remunerazione.
– In che misura i vostri prodotti vengono utilizzati nei profumi di tutto il mondo?
– L’olio essenziale di bergamotto di Reggio Calabria è uno degli ingredienti più importanti dell’alta profumeria mondiale. È presente nella struttura di moltissime fragranze, sia maschili sia femminili, perché dona freschezza, eleganza e armonia e favorisce l’unione delle diverse note olfattive. Dalla nascita dell’“Eau de Cologne” fino alle creazioni contemporanee, il bergamotto ha avuto un ruolo insostituibile. Non si tratta, però, di prodotti del Museo: il nostro compito è raccontare e valorizzare il lavoro delle aziende e dei produttori del territorio reggino.
– Qual è la priorità per il suo museo?
– La nostra priorità è custodire e trasmettere la memoria del bergamotto alle nuove generazioni. Vogliamo impedire che vadano perduti gli strumenti, le tecniche, le testimonianze e i sacrifici compiuti da coloro che ci hanno preceduto. Allo stesso tempo lavoriamo per rendere il Museo sempre più accessibile, internazionale e capace di dialogare con scuole, università, ricercatori e istituzioni culturali. La conservazione della memoria, infatti, ha senso soltanto se diventa conoscenza, consapevolezza e futuro.
– A cosa sono dedicati i suoi lavori scientifici?
– La mia attività è dedicata soprattutto alla ricerca storica, culturale, gastronomica e turistica legata al bergamotto di Reggio Calabria. Ho promosso studi, sperimentazioni e confronti sui suoi diversi utilizzi, sostenendo fin dal 1995 il suo impiego nella gastronomia, quando questa possibilità era ancora poco conosciuta e incontrava forti resistenze. Attraverso l’Accademia Internazionale del Bergamotto, il Museo e il Centro Ricerche del Museo del Cibo favoriamo inoltre il dialogo tra studiosi, medici, chef, produttori e operatori culturali. Il mio compito è mettere in relazione le diverse competenze e trasformare i risultati della ricerca in conoscenza accessibile.
– Quando ha concesso la sala del suo museo al Premio “Iveria”, cosa sapeva in precedenza di questo progetto?
– Quando mi è stato presentato il Premio “Iveria”, ne conoscevo soprattutto la finalità culturale e la volontà di creare un ponte tra la Georgia, l’Italia e le rispettive comunità. Ho ritenuto importante accogliere il progetto perché il Museo Nazionale del Bergamotto è una casa aperta al dialogo tra i popoli. Concedere la sala non è stato soltanto un gesto di ospitalità, ma una scelta coerente con la nostra missione: favorire l’incontro, la conoscenza reciproca e la condivisione di valori culturali. Successivamente ho avuto modo di comprendere meglio il significato e le potenzialità dell’iniziativa.


– Desideriamo che Lei diventi partecipe del Premio “Iveria” e vorremmo ospitarla in Georgia il 3 marzo 2027. È d’accordo?
– Accolgo con grande piacere e sincera gratitudine l’invito a partecipare al Premio “Iveria” in Georgia il 3 marzo 2027. Salvo imprevisti o inderogabili esigenze personali, sarò lieto di essere presente e di portare con me il saluto di Reggio Calabria, del Museo Nazionale del Bergamotto, dell’Accademia Internazionale del Bergamotto e dell’intero Polo del Bergamotto.
La data proposta non coincide con “Essentia”, la Rassegna internazionale del giornalismo dedicata a “Reggio Calabria Capitale mondiale degli oli essenziali di agrumi e del bergamotto”, che mi vedrà impegnato dal 19 al 21 marzo 2027. Considero questa visita un’importante occasione per conoscere direttamente la Georgia e rafforzare il ponte culturale e umano che abbiamo iniziato a costruire.
– E infine, grazie Signor Professore per averci dato la possibilità di usufruire della sua sala a Reggio Calabria…
– Sono io a ringraziare voi per avere scelto il Museo Nazionale del Bergamotto come luogo d’incontro e di condivisione. Le porte del Museo sono aperte a tutte le iniziative capaci di promuovere la cultura, il dialogo, l’amicizia e la conoscenza tra i popoli.
Ospitare il Premio “Iveria” è stato per noi un onore e ha rappresentato l’inizio di un rapporto che desideriamo coltivare nel tempo. Rivolgo ai lettori georgiani il mio saluto più affettuoso e l’invito a visitare Reggio Calabria, il Museo e la terra del bergamotto. Sono certo che tra il popolo georgiano e quello calabrese possano nascere collaborazioni profonde e durature.