ლაურა სარალიძე: ევროპაში გაბნეული ქართველობა დიდი ძალაა

59

საქართველოსთვის ემიგრანტობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია… ყველას ჰყავს ემიგრანტი, ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი, მეგობარი და ყველას აქვს თავისებური ურთიერთობა და ცხადია, – მონატრება…
არც ჩემი რესპონდენტია გამონაკლისი, რომელსაც ენატრება ყველა და ყველას ენატრება ის…
მონატრებას აზავებს საკუთარ პოეზიაში, რომლითაც საზრდოობს და გზას იმზადებს სამშობლოში დასაბრუნებლად…
ეს ქალბატონი ლაურა სარალიძე გახლავთ, პოეტი, ემიგრანტი და „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – ივერიის“ ლაურეატი და ოფიციალური წარმომადგენელი ნეაპოლის რეგიონში (იტალია) თავის ქალიშვილებთან ანა და თინათინ ასისტიშვილებთან ერთად.

ქალბატონი ლაურას შემოქმედება მრავალ წიგნშია (სხვადასხვა ავტორებთან ერთად) შესული, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისგან მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის ამაგდარის“ წოდება და სხვა არაერთ მნიშვნელოვან ჯილდო აქვს მიღებული.

–  ქალბატონო ლაურა, რას ნიშნავს ქართველი?
– ქართველი მხოლოდ ეროვნება არ არის ,ესაა მისი ისტორია, – „მამული, ენა, სარწმუნობა“.
– და მაინც, როგორია ნამდვილი ქართველი?
– ნამდვილი ქართველი ნიშნავს, იყო მზად თავგანწირვისათვის, თუ ეს საჭირო იქნება, იღვაწოს ყველამ სამშობლოსთვის თავის საქმეში.
– რატომ დაიწყეთ პოეზიის შექმნა?
– პოეზია ლიტერატურის სიყვარულმა დამაწყებინა. ჩემი შემოქმედება ესაა სიყვარული მამული, მონატრება და ის ყველა ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც გამაჩნია…
– თქვენი შემოქმედებიდან ლექსი, რომელიც დღეს თქვენი სავიზიტო ბარათია…
– ყველა ჩემი ლექსი სავიზიტოა, წრფელი ადამიანურობით შექმნილი.
რადგან სიცოცხლე ერთი წამია,
გეტყვი მიყვარხარ უფრო ძალიან,
დღეს ჩემი გული შენით მთვრალია,
შენ მოგიძღვენი ტრფობის არია.


– რამდენი წიგნის ავტორი ხართ?
– პირველი კრებული 2021 წელს, უცხო ცის ქვეშ, მეორე „მოპარული მზის ფერები“ მალე ჩამომივა ნაპოლში ,ვარ 20 პოეტური კრებულის თანაავტორი.
– რას ნიშნავს თქვენთვის პრემია „ივერიის“ ლაურეატობა?
– პრემია „ივერიის“ ლაურიატობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, საამაყოა.
– რას მოგცათ პრემია „ივერიამ“?
– პრემია „ივერიამ“ საქართველო მომიტანა უცხოეთში, გამაცნო ნიჭიერი და საინტერესო, ხელოვანი ადამიანები და სულიერი სამყარო გააფართოვა ჩემთვის.
– ქალბატონო ლაურა, პოეზია რომ არ იყოს…
– წარმოუდგენელია, პოეზია, ლექსი, სიმღერა სულის საზრდოა.
– ვინაა თქვენთვის დიდი ქართველი?
– დიდი ქართველი, დავით აღმაშენებელი და დიდი ილია ჭავჭავაძე.


– რთულია ემიგრანტობა?
– ემიგრანტობა არის სხვის მიწაზე ყოფნის მიჩვევა, ურთულესია…
– თქვენს შვლებზე მოგვყევით, ვიცით, რომ საკმაოდ წარმატებულები არიან იტალიაში…
– ჩემი შვილები თინა და ანა ასისტიშვილები ევროპაში სილამაზის სალონს ფლობენ, ვაჟი დავით ხარძიანი ფეხბურთელი და სტიქაროსანია, ასევე გახდა სტუდენტი ევროპაში.
– გაუცხოებას ხომ არ გრძნობთ საქართველოში ჩამოსასვლელად?
– ალბათ კი, ცოტა გაუცხოება მექნება.
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში?
– ყველაზე მეტად ქართული ზეცა და მიწა მენატრება.
– იტალიურ ხელოვნებაში რა მოგწონთ?
– იტალიური ხელოვნება უძველესი და ანტიკურია. მადლობა იტალიას, მადლობა ჩემს ქვეყანას, რომ ასეთ დიდ კულტურას და სულიერებას გვაზიარა.


– ალბათ პატარა საქართველო თქვენც გაქვთ ნეაპოლში…
– ჩვენი პატარა საქართველო ჩვენს სალონშია, პოეზიის საღამოებზეა და ნეაპოლის ქართულ რესტორნებში.
– რა მნიშვნელობა აქვს დღეს ევროპაში გაბნეულ საქართველოს ემიგრანტებს?
– ევროპაში გაბნეული ქართველობა დიდი ძალაა ქვეყნის და ვინც ხელოვნებას ემსახურება მათთვის განსაკუთრებით, ისინი აცნობენ ევროპას საქართველოს.
– და ბოლო, რას ეტყვით…
– მადლობა პრემია „ივერიას“…