საროველის კლინიკა – ყველაზე კეთილი, ასკეტი მკურნალი…

2309

„სამედიცინო ცენტრი საროველი“ გახლავთ განვითარებაზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიონალურ, აკადემიურ მომსახურებას. კლინიკა რამდენიმე წელია პაციენტებისა და პარტნიორების მაღალი ნდობით სარგებლობს. თანამშრომლობს თურქეთის, ევროპისა და ისრაელის წამყვან ონკოლოგიურ ცენტრებთან და პროფესიონალებთან.

თავდაპირბელად, 10 წლის წინ, ონკოლოგიურ კლინიკად ჩამოვყალიბდით. უშუალოდ ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალ საფეხურზე ავიყვანეთ კლინიკა, რა თქმა უნდა პროფესიონალიზმის ხარჯზე.
პაციენტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა ჩატარდეს საუკეთესო ონკოლოგების, მათ სფეროში აღიარებული ექსპერტების მიერ.


სწორედ ასეთ პროფესიონალს წარმოადგენს ონკოლოგიური დეპარტამენტის და თავად სამნედიცინო ცენტრ საეროველის ხელმძღვანელი სოფიო ბაძგარაძე – კლინიკური ონკოლოგი, ჰემატოლოგი-ტრანსფუზიოლოგი, აკადემიური დოქტორი, ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO)-ს წევრი, ისრაელის „იხილოვის“ სამედიცინო ცენტრის ოქროს სერტიფიკატის მფლობელი.
როგორც ქალბატონმა სოფიომ აღნიშნა; გასაკვირი არაა, რომ ჩვენი კლინიკა სწორედ საროველის სახელს ატარებს – ყველაზე კეთილი, ასკეტი მკურნალისა, რომელმაც არაერთი საოცრება მოახდინა, არა ერთს დაუბრუნა ჯანმრთელობა და იმედი.

სოფიო: დადგა ექსტენსიური განვითარების დრო, რაც უკვე არსებულის გაზრდა-გაფართოებას გულისხმობს _ ჩვენ მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრად გადავიქეცით. სწორედ ამ ფართო სპექტრის გაცნობა მოსახლეობისთვის, ამ ეტაპზე, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
აქ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაცია შემდეგი პროფილებით:
+თერაპია
+პედიატრია;
+ონკოლოგია;
+ჰემატოლოგია – ტრანსფუზიოლოგია;
+ენდოკრინოლოგია;
+კარდიოლოგია;
+ანგიოლოგია;
+ნევროლოგია;
+გინეკოლოგია;
+ოფთალმოლოგია;
+უროლოგია;
+ლაბორატორია;
+რადიოლოგია;


პაციენტთა სკოლა
თანამედროვე მედიცინის მიღწევების პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელია ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გარეშე.
ექიმისა და პაციენტის პარტნიორობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი გზა პაციენტის განათლებაა.
პაციენტთა სკოლა არის სამკურნალო და საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს პაციენტებს მათი დაავადების გაცნობიერებაში, ეფექტური მკურნალობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებაში, საკუთარ თავზე ზრუნვის სწავლაში, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით.
ეს ყოველივე კი აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
სამედიცინო ცენტრი საროველი სისტემატურად აწყობს „პაციენტთა სკოლას“.
ფეისბუქ გვერდზე განიხილება უამრავი საინტერესო სამედიცინო თემატიკა.
გაიცემა რჩევები, მაგ.: ვაქცინაციის შესახებ, კოვიდის შემდგომ ყნოსვის და გემოს დაბრუნების შესახებ.
საგანმანათლებლო სამედიცინო თემატიკა, მაგალითად ანტიბიოტიკების წარმოქმნის შესახებ და ის რომ პირველი ანტიმიკრობული პრეპარატი მსოფლიოს მედიცინის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა იყო, რის გამოც თავად მეცნიერი მე-20 საუკუნის 100 უდიდეს ადამიანთა სიაში შეიყვანეს.
მეცნიერების მოღვაწეობასა და მიღწევებზე, მაგალითად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა დაავადების დიაგნოზი და მკურნალობა.
სამედიცინო ცენტრი საროველი აწყობს საინტერესო ვებინარებს , ზუმ პლატფორმის მეშვეობით, მაგ.: ისრაელში და გერმანიაში (ზაარლანდის საუნივერსიტეტო კლინიკა) მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები პოსტ-კოვიდური მდგომარეობის მართვაში. მოგვწერეთ თქვენი კითხვები და მიიღეთ საინტერესო რჩევები და პასუხები გიორგი ფხაკაძის ვებინარების მეშვეობით.

საქველმოქმედო აქციები საროველში
პერმანენტულად ტარდება საქველმოქმედო აქციები.

უფასო კვლევები:
უფასო კვლევა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს!
უფასო კვლევები კოვიდ გადატანილთათვის;
უფასო ვიზიტი ექიმ დერმატოლოგთან;
კვლევები მრავალშვილიანი დედებისათვის;
თუ გსურთ გქონდეთ ინფორმაცია მსგავს აქციებზე თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს; სამედიცინო ცენტრი საროველი

სოციალური ქსელი, Facebook-ის მისამართი: სამედიცინო ცენტრი საროველი • Medical Center Sarov
ამავე გვერდზე იხილავთ პაციენტთა ისტორიებს, შემთხვევებს, როცა პროფესიონალიზმი და იმედი საოცრებებს ახდენს.
სამაგალითო, ურთულესი ქეისები რომლებიც იმედს სძენს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტდ სჭირდება.
სამედიცინო ცენტრი საროველი მუდამ ცდილობს გამოიჩინოს ყურადღება თავიანთი პაციენტების მიმართ. დაბადების დღის მილოცვა, სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული აქ ჩვეული ტრადიციაა.
ქალბატონ სოფიოს არც გუნდის წახალისება ავიწყდება, – საინტერესო კორპრატიული საღამოები (პანდემიის პერიოდში რეგულაციების დაცვით) და ბუნებაში გასვლები, ყოველივე ეს ერთმუშტად კრავს გუნდს.
მუდმივ რეჟიმში ტარდება ტრენინგები, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის ასევე ადმინისტრაციისათვის – ყოველივე მიმართულია მაღალეფექტური მუშაობისა და პაციენტებთან სწორი კომუნიკაციისათვის.

წმინდა
სერაფიმე
საროველი

წმინდა სერაფიმე საროველზე საკმარისია ორი რამ ვიცოდეთ: მისი უსაზღვრო სიკეთის და რწმენისა და მისი უზადო მკურნალის სახელის შესახებ. სწორედ ის თვისებები, რაც ნამდვილ მკურნალს და კაცთმოყვარე ადამიანს უნდა გააჩნდეს. ამიტომ, გასაკვირი არაა რომ ჩვენი კლინიკა სწორედ საროველის სახელს ატარებს – ყველაზე კეთილი, ასკეტი მკურნალისა, რომელმაც არაერთი საოცრება მოახდინა, არა ერთს დაუბრუნა ჯანმრთელობა და იმედი. დღეს ბედობაა, გუშინ ახალი წელი და სერაფიმ საროველის ხსენების დღე იყო და გვინდოდა ერთად მოგველოცა თქვენთვის, ჯანმრთელობა, სიკეთის მტკიცე რწმენა, სიყვარული და იმედი გვესურვებინა, იმედისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!