როსტომ სესიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე…

2707

ქალაქ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის საქმეებს ეხმიანება საკუთარ ფეისბუქზე და წერს:

ადამიანი რომელმაც:
1. ააშენა სამების ტაძარი;
2. გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა თსუ-ს პირველი კორპუსი;
3. გაარემონტა კონსერვატორია;
4. გაარემონტა სამხატვრო აკადემია;
5. გაარემონტა პირველი კლასიკური გიმნაზია;
6. აშენებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს;
7. ააშენა ფრანგული სკოლა;
8. საქართველოში ააშენა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 36 სკოლა;
9. გარემონტდა 400-ზე მეტი სკოლა;
10. აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარა 540 ტაძარს და ძეგლს. (აგრეთვე კაცხის მონასტერს, ვარძიას, მცხეთა – სვეტიცხოველი, გერგეტის სამებას, უფლისციხეს და ა.შ.);
11. ჯანსულ კახიძის მუსიკალური ცენტრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია
12. ოპერისა და ბალეტის თეატრს სრული რეკონსტრუქცია;
13. განაახლა და სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს (ფილარმონია);

14.შოთა რუსთაველის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია;
15. მარჯანიშვილის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონტრუქცია;
16. გრიბოედოვის თეატრის სრული რეკონსტრუქცია;
17. თავისუფალი თეატრის სრული რეკონსტრუქცია;
18. მოზარდმაყურებელთა თეატრი;
19. თუმანიშვილის თეატრი;
20. მარიონეტების თეატრი;
21. მუსიკისა და დრამის თეატრი;
22. მსახიობების ხელფასით უზრუნველყოფა;
23. ააშენა ბათუმის დელფინარიუმი;
24. ბათუმის ზოოპარკი;
25. ბათუმის ეშმაკის ბორბალი;
26. გასართობი ცენტრი „ციცინათელა“;
27. სიღნაღის სრული რეკონსტრუქცია;
28. ბაკურიანის საბაგირო გზა;
29. საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
30. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი;
31. იოსებ გრიშაშვილის სახლმუზეუმი;
32. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი;
33. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი;
34. თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი;
35. ებრაელთა მუზეუმი;
36. დააფინანსა 20-ზე მეტი მუსიკალური ანსამბლი;
37. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
38. ბოტანიკური ბაღი;
39. 2004-2007 წლებში მინისტრების, დეპუტატებისა და ა.შ. პირების ხელფასები;
40. სტიქიით დაზარალებულები დააფინანსა,
41. უამრავ ადამიანს უფასოდ უმკურნალა და არაერთ სტუდენტს აფინანსებს საზღვარგარეთ;

42. საერთაშორისო აუქციონებზე შეიძინა ფიროსმანის რამდენიმე ნახატი და მუზეუმს გადასცა საჩუქრად;

43. ქართული ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასები,
44. საპატრულო პოლიციის სრული ეკიპირება და დაფინანსება,
45. სოფელ ჭორვილის მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობა და მათთვის ყველანაირი დახმარების გაწევა;
46. ურეკის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა;
47. ძვ. თბილისის რეაბილიტაცია;
48. გორი-ჭიათურა-ზესტაფონი ტრასის ასფალტიზაცია;
49. თბილისი ხაშურის ავტობანის თანადაფინანსება;
50. ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაცია;
51. საპატრულოს ავტომობილები;
52. საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები;
53. ყველა სარაგბო სტადიონი;
54. რაგბის ნაკრების დასპონსორება;
55. საფეხბურთო ცენტრი „ბასა“;
56. თბილისის კანალიზაცია;
57. აშენდა და გარემონტდა საჩხერისა და ურეკის კულტურის სახლები;
58. აშენდა ბოტანიკის ინსტიტუტი;
59. აშენდა პოლიციის შენობები;
60. ფინანსდება ისტორიული საბავშვო ჟურნალი ,,დილა“;
61. განახლდა ბაკურიანისა და საჩხერის კინოთეატრები და ხელოვნების სახლები;
62. საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის ეკიპირების შესაძენად და ხელფასებისათვის წლების მანძილზე ფინანსდება 14 სპორტული ფედერაცია და 6 სპორტული კლუბი;

63. ათიათასობით წიგნი საჩუქრად გადაეცა საქართველოს ეროვნულ, მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს;
64. წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას სისტემატურად იღებს ხელოვნებისა და სპორტის 500-ზე მეტი მოღვაწე.
65. ჯამში ქველმოქმედებისათვის გაიღო 3 მილიარდამდე დოლარი. (ახლაც აგრძელებს ქველმოქმედებას).

როსტომ სესიაშვილს ამ ჩამონათვალზე არაერთი კომენტარი გაკეთდა იმავე გვერდზე…