გიორგი სოსიაშვილი რექტორია

3099

„რამდენიმე საათის წინ გორის სასწავლო უნივერსიტეტში გამართულმა აკადემიური საბჭოს სხდომამ ცნობილი ქართველი მეცნიერი და მწერალი გიორგი სოსიაშვილი ერთხმად აირჩია უნივერსიტეტის რექტორად. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და პირადად ჩემი სახელით ვულოცავ ბატონ გიორგის და ვუსურვებ ახალ წარმატებებს როგორც საუნივერსიტეტო საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში.

ერთად გვეზეიმოს თქვენი სათაყვანებელი შიდა ქართლიდან ხელოვნური გაუცხოების კედლების-მავთულხლართების აღება და საქართველოს გამთლიანება“, – ასე ულოცავს კოლეგას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე.