გმირის სახელი მიენიჭება

2096

8 აგვისტოს, 12:00 საათზე,  თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა,  რომელსაც  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა,  ოფიციალურად გაიხსნება.

ღონისძიებას საკრებულოს,  თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და  უშანგი სოფრომაძის  ოჯახის წევრები დაესწრებიან.

მის: ისნის რაიონი, ე.წ სამხედრო ქალაქი, გამგეობის შენობის მიმდებარედ.