რუსთავის მერის საჩუქარი პატარებს

1944

ქალაქის მერი 9 წლის რუსთაველ გოგონებს – ლიზი მეტრეველსა და თეკლა მურადაშვილს შეხვდა. გოგონები თავისი ინიციატივით, თითქმის ყოველდღე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ასუფთავებენ. ირაკლი ტაბაღუამ მადლობა გადაუხადა ბავშვებს საკუთარი ქალაქის სიყვარულისთვის, წარმატებები უსურვა და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად, საცურაო აუზ „თოლიას“ აბონემენტები გადასცა. ლიზი მეტრეველი და თეკლა მურადაშვილი 21-ე მიკრორაიონში მეზობლად ცხოვრობენ და #22 საჯარო სკოლაშიც ერთ კლასში სწავლობენ.