ირაკლი ტაბაღუა: კანონთან მართლები ხართ, ადამიანების ჯანმრთელობის წინაშე – არა

2005

„კანონთან მართლები ხართ, ადამიანების ჯანმრთელობის წინაშე – არა!“ – ამ სიტყვებით მიმართა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქალაქში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს მერიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძეც დაესწრო.

შეხვედრას, რომელიც ქალაქის მერის ინიციატივით გაიმართა, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, „ჯეოფერომეტალის“, „რუსელოისის“, „ჯეოსტილის“ და „ჯორჯიან ელოის გრუპის“ ტექნიკური ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გარემოს დაბინძურების პრობლემებზე ისაუბრეს და საწარმოო პროცესის შედეგად მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის შესაძლო მიზეზები განიხილეს.

ქალაქის მერმა მოისმინა ინფორმაცია, თუ რა სიხშირით ხდება გამონაბოლქვის მონიტორინგი და არაინ თუ არა, ეს საწარმოები ტექნიკურად აღჭურვილი ჰაერის დაბინძურებისგან დასაცავი სპეციალური ფილტრებით.

რუსთავის მერმა ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ შესაბამის უწყებებთან საკითხი, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დააყენა.
დღევანდელ შეხვედრაზე ირაკლი ტაბაღუამ სიტუაციის გამოსასწორებლად, საწარმოების წარმომადგენლებს გარკვეული ვადა მისცა.