სინამდვილეში რა ორდენი მიანიჭა ივანიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა?!

1402

საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს ეს ორდენი და საიდან იღებს სათავეს: საპატიო ლეგიონის ორდენი (ოფიც. ფრანგ. Ordre national de la Légion d’honneur), საფრანგეთის ორდენი დაწესებული ნაპოლეონ ბონაპარტეს, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი კონსულის მიერ 1802 წლის 19 მაისს. ეს არის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო და მას ანიჭებს საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის. ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“ (”Honneur et patrie”). შესაბანისად საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს წარმოადგენს და მას ანიჭებს საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის.

ცნობისთვის, სხვადასხვა დროს, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერები იყვნენ: ალფრედ ნობელი, მარსელ პრუსტი, იოსეფ ბროდსკი, მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს. მათ რიგებში არის მსოფლიოში არაერთი გამორჩეული ხელოვანი, საზოგადო მოღვაწე, თუ სახელმწიფო ლიდერი.

და ამავდროულად, არ დააყოვნა და ერთ-ერთმა პირველმა მოლოცვა ფრანგმა მეცენატმა ფრანსუა პინომ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს: „დიდი სიამოვნებით შევიტყვე თქვენთვის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭების ამბავი. გულწრფელად მოხარული ვარ და გულითად მოლოცვას გიგზავნით. ეს პრესტიჟული წოდება აგვირგვინებს თქვენს სამაგალითო კარიერას, დემოკრატიისადმი თქვენი სამოქალაქო ერთგულების ხარისხს და, რა თქმა უნდა, საფრანგეთისადმი სიყვარულს“, – ნათქვამია ფრანსუა პინოს მისალოც წერილში.