რას წერს ლუკა კურტანიძე ივანიშვილზე?!

1602

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას და გადაწყვეტილებას მსოფლიოს საუკეთესო ფალავანი და ივანიშვილის გუნდის ერთგული წევრი, ლუკა კურტანიძე საკუთარ ფეისბუქზე წერს…

ჩემს თავს არ მივეცი უფლება გუშინ, როცა ერის კაცმა გააკეთა განცხადება და იმს შინაარსის რაც არის მის თითოეულ სიტყვაში, ადამიანური ემოცით გამეკეთებინა განცხადება, თუნდაც ენით აუღწერელი მადლიერების! სანამ მადლიერებას გაუზიარებდე მთელ ერს ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის შესახებ, დავსვამ რამოდენიმე კითხვას….

1. შევძელით თუ არა მთელმა ერმა წარსული შეცდომების გამოსწორება?! კონკრეტულად როცა გამორჩეული ერის კაცი ყავს ერს, მოუფრთხილდა თუ არა მას როგორც რჩეულს?! როგორც ერისთვის შეწირულ ადამიანს?!

2. შეძლო თუ არა ერმა მისი სამაგალითო ქმედებები, სამაგალითოდ ექცია მომავალი თაობისთვის?!

4. დავიცავით ის ისე, როგორც ის იმსახურებს?!

და ბოლოს, ამ კითხვების შემდეგ ვაართ კი ღირსი უფლისგან ერს გვყავდეს ასეთი რჩეული ადამიანი?! მადლობა ვსთქვა?! ვინ ვარ მე რომ ერის კაცის ენით აუღწერელი სიკეთე ჩემი მადლიერებით გადავფარო?! არავინ… არაფერი… ბევრჯერ მითქვამს ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის წინაშე… მე ლუკა ელდარი კურტანიძე მსოფლიოს რამოდენიმე გზის ჩემპიონი თუნდაც… დალოცვილის ნაფეხურის მტვრადაც არ ვღირვარ! მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ურყევად ვსთქვა რომ, რაც ღმერთმა მომცა ყველაზე ძვირფასი, ამ ქვეყანაზე სიცოცხლე, აი ამ სიცოცხლით კი ვიქნები მის ირგვლივ საქმით ქმედებით ბოლო წამამდე იმ იდეის განმახორციელებელი რაც საძირკველში ჩაეყარა 2011 წელს იდეას „ქართული ოცნების“ ასრულებას! ვიქნები იქ ყველგან სადაც ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის იდეა იცოცხლებს! ქედს ვიხრი მის წინაშე და უფალს მადლობას ვწირავ რომ მქონდა ბედნიერება მის გვერდზე მებრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის!

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი ლუკა კურტანიძე იყო, რის შემდეგაც მან „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლად მოღვაწეობა გადაწყვიტა სააკაშვილის წინააღმდეგ…