ქართველი გამომგონებლების წარმატება კორეაში

405

საქართველოს გამომგონებელთა კლუბი 3 გამოგონებით წარსდგა კორეაში და 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ეს გახლდათ კორეის ქალთა და გოგონათა გამოგონებების საერთაშორისო გამოგონებების ონლაინ გამოფენაზე KIWIE 2021.

1) ვერცხლის მედალი – „გელი ელექტროთერაპიისთვის“ ავტორთა ჯგუფი: ნანა გორგასლიძე, ნინო ნიჟარაძე, ლიანა ნადირაშვილი, გიორგი ერქომაიშვილი, – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

2) ვერცხლის მედალი – „გეომაგნიტური ქარიშხლების მოდელირების ხერხი“. ავტორთა ჯგუფი: ქეთევან ჯანაშია, ლევან ტვილდიანი, ალექსანდრე ციბაძე, ნიკოლოზ ინვია, – ელგუჯა ყუბანეიშვილი.

3) ბრინჯაოს მედალი – „ცემენტის პუცოლანური დანამატის მიღების ხერხი“. ავტორთა ჯგუფი: ელენე შაფაქიძე, თამარ პეტრიაშვილი, ვერა მაისურაძე, მარინე ნადარეიშვილი, ლამარა გაბუნია, იზოლდა ქამუშაძე, რაჟდენ სხვიტარიძე, იოსებ გეჯაძე.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით თანამშრომლობისათვის და ვულოცავთ ქართველ გამომგონებელ ქალბატონებს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას.

მომავალშიც ვუსურვებთ თავიანთი ნააზრევისა და ნაშრომებისათვის აღიარებას და დაფასებას მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოფენებსა თუ კონფერენციებზე სადაც ღირსეულ ადგილს დაიკავებენ რჩეულთა შორის.

გთხოვთ გააზიარეთ და ანახეთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მოტივაციისა და წინსვლისათვის“ – აცხადებს საქართველოს გამომგონებელთა კლუბის ხელმძღვანელი ომარ ბილონაშვილი.

მადლობა საქართველოს გამომგონებელთა კლუბს, რომ საქართველო თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხდაფეხ მისდევს და მაღალგანვითარებულ ქვეყნებზე არანაკლებ ვითარდება!