დიდი გამარჯვება ასტრონომიაში და ასტროფიზიკაში…

1760

საქართველოს ასტრონომიის ლუბმა ახალი წარმატება მოუტანა საქართველოს… მსგავსი სფეროს განვითარება და პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.

საქართველოს ასტრონომიის კლუბი საკუთარ ფეისბუქზე აქვეყნებს ახალი შედეგების შესახებ: ძალიან მაგარი ამბავი!!! ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე – 3 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი

წლევანდელი ოლიმპიადა ჩატარდა პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში. წელს მონაწილეობა მიიღო 52-მა ქვეყანამ. ნაკრების წევრები მარცხნიდან მარჯვნივ: ლუკა თვალავაძე – ბრინჯაოს მედალი, დაჩი ჭოტაშვილი – ბრინჯაოს მედალი, ირაკლი უგულავა – საპატიო სიგელი, ბიძინა გაგნიძე – საპატიო სიგელი, ანდრია მანჯავიძე – ბრინჯაოს მედალი. ნაკრების მწვრთნელები: ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი ბახტაძე.

აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს ოლიმპიადა ჩატარდა საქართველოში ქართველი სტუდენტების უდიდესი შრომით. წინა წლის შედეგი წლევანდლამდე საუკეთესო იყო – 2 ბრინჯაო და 2 სიგელი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ეს ბრინჯაოს მედლები საქართველოსთვის პირველი იყო და ისინი ჩვენმა წლევანდელმა ნაკრების წევრებმა ირაკლი უგულავამ და ბიძინა გაგნიძემ აიღეს. ამიტომ წლევანდელ ნაკრებში ყველა კარიერულად მედალოსანია.

უდიდესი წინსვლა დავაფიქსირეთ ამ ოლიმპიადაზე, რაც იძლევა საქართველოში ამ სფეროს განვითარების უდიდეს წინაპირობას.

მივულოცოთ ჩვენს ნაკრებს აღნიშნული წარმატება!!!
დიდი მადლობა ბიჭებო!!! – აღნიშნავენ საქართველოს ასტრონომიის კლუბის ხელმძღვანელები.

ჩვენი რედაქცია ულოცავს ახალგაზრდებს გამარჯვებას და მეტ წარმატებას უსურვებს!