ონლაინ ჩემპიონატი კარატეში

1482

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაცია ნოვატორია და ამჯერადაც პირველი იყო – საქართველოში ონლაინ ჩემპიონატი ჩაატარა კარატეში, ამჯერად კატაში. საინტერესო იყო ჩემპიონატი მონაწილეთათვის, ასევე მსაჯებისთვის და გულშემატკივრებისთვისაც. სავარაუდოდ მსგავსი ჩემპიონატი ტრადიციული გახდება და კიდევ ახალ გამოწვევებს შექმნის და შემდგომ განავითარებას მისცემს.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან როგავამ გვითხრა – „თბილისის ღია ჩემპიონატის, „ონლაინ გოჯუ-რიუ კატა 2020“-ის საფინალო დღე იყო წარმატებულად ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები! ეს იყო ჩემპიონატის განსხვავებული აღქმა და უდაოდ საინტერესო გამოცდილება.

მივიღეთ უამრავი ვიდეო, არა მხოლოდ საქართველოდან არამედ კანადიდან, შოტლანდიიდან და უკრაინიდან. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო საერთაშორისო ჩემპიონატი და იმედი მაქვს მომავალში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

დიპლომი და მედალი ყველა გამარჯვებულს გაეგზავნება რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე.

მინდა მადლობა გადავუხადო სენსეი ნაკამურას მხარდაჭერისათვის და ასევე ჩვენი ფედერაციის იმ ინსტრუქტორებს ვინც ამ ღონისძიებაში ჩაერთო.

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს, რა თქმა უნდა მსაჯთა კორპუსს და სხვა ტექნიკურ პერსონალს“.

პ.ს. საინტერესო და კიდევ უფრო დიდი ნოვაცია იქნება თუ კუმიტეში (ორთაბრძლოაში) ჩატარდება ონლაინ შეჯიბრი…