ბორენა ცერცვაძე ძალისმიერ ორჭიდში ევროპის ჩემპიონია!

2098

კიევში, ქალაქ ლუცკში დასრულდა ასპარეზობა სპორტის ,,ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ფედერაციის” თანაორგანიზებით (პრეზიდენტი ირაკლი ცხოვრებაშვილი) გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და ორჭიდში, სადაც მონაწილეობას იღებდა 11 ქვეყანა და ჩვენდა საამაყოდ საქართველოც.

პირველი ჩემპიონატი – 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში, ხოლო მეორე შეჯიბრი – 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშება იყო ბიცეპსზე – წონის აწევაში (2020 წლის 17 მარტს ჩასატარებელი შეჯიბრი, რომელიც პანდემიის გამო გადატანილ იქნა 2021 წლის 22-23 მაისს და ჩატარდა ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატთან ერთად).

საქართველოს სპორტულ დელეგაციას მხოლოდ ერთი ქართველი გოგონა, ბორენა ცერცვაძე ამშვენებდა, რომელმაც წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში, (ორჭიდში) 67.5 კგ. წონით კატეგორიაში ჯამში დააფიქსირა 130 კგ და ძალისმიერ ორჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა. და მოიპოვა პირველი ადგილი (1 ოქროს მედალი). საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში მოვიპოვეთ 3- ოქროს 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. ბიცეპსზე წონის აწევაში მოვიპოვეთ 5 ოქროს მედალი. დამეთანხმებით, ასეთი შედეგი პანდემიის პირობებში და ალბათ ისედაც, სენსაციურია.

ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს ამ დიდ წარმატებას.

დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით…