წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2804

ავტორი: შორენა გაბელაშვილი

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

შორენა გაბელაშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

„თვით ლაზარედ განაჩენი“
ტაო, სპერი და ლაზეთი
დაკარგული აფხაზეთი

ჰერეთიდან მიმზერს ქალი
ნუშის თვალებ შესადარი..

სამაჩაბლოს ვრცელი მთები,
ჩამოშლილი თოვლის თმები.

ახატული ზეცის სარკეს,
მიწაზე რომ მიიტაცეს.

შენ, სამშობლოვ, ვიცი გიმძიმს
დაკარგული სიღრმე რიწის.

ბედიაში მეფის ძვლები,
რამდენ ტკივილ განაძლები..

და ცრემლები კოლხი ქალის
დამტირები გულით ქმარის

ჭიუხვებში სრბოლა რემის,
შორეული ექო ხმების…

მესმის გვრემა ჩემი მიწის
წინაპართა დანაფიცის…

მამა-პაპის სისხლით ნაპოხს,
დღეს ქართული რომ ვერ ამკობს.

მტკივა ჩემო, სადაც ქალი
უმღეროდა ნანას შვილებს
ჩამოშალეს ჯვარი, ხატი,
ღვთისმშობელი აატირეს…

როცა ვხედავ, როგორ სტირი
გაძარცვულო ოშკის ხატო,
მოგლეჯილო დედის მკერდზე,
ეულივით დგახარ მარტო…

ამაოა თვით სიცოცხლე!
წაუღია ჭირსაც ყველა,
თუ ქართველში ვეღარ ვნახე
იმედი და უფლის რწმენა!

დაიხსომონ! დაიჯერონ!
ღვთიურია მხარე ჩვენი..
კვლავ აღსდება საქართველო
თვით ლაზარედ განაჩენი! 

„ერთი წამია“
ირგვლივ ხმაური,
დუღილი სუნთქვის,
და მეომართა ჩუმი განცდები:
ჩემი სამშობლოს მიწას ვიცავ და
უფალო, ნუთუ, მაინც ვმარცხდები?! 
ზე წამოიჭრა 
დაჭრილი ლომი
ენანებოდა მიწაც და ზეცაც
ომწაგებულიც არ ყრიდა ფარ-ხმალს,
და ვაჟკაცობა ბოლომდე ეცვა..
ძირს, სისხლიანი იწვნენ ბიჭები
და არემარეს კვლავ მზე ათბობდა,
დაჭრილთ, თვალებში ედგათ ნისლები
ახსენდებოდათ თანაც ბავშვობა..
და დედა ტკბილი..
ის ჩახუტება, 
რომ უშუშებდათ ყველა იარებს..
მერე კი ფიქრი:
ჩემო სამშობლოვ
ეს გზა სულ შენთვის გამოვიარე..
და თუნდაც, მოვკვდე ჩემი ქვეყნისთვის
მე ვარ ქართველი! – ჩემი ვალია!
დარდად მიმყვება დედის თვალები
თორემ, სიცოცხლე ერთი წამია…

„სიცოცხლისფერი თვალები“
ღამეა..
სარკმლის დარაბებს,
გაეკრა ზეცის ლალები..
ვეღარ მოვწყვიტე,
დავღალე,
სიცოცხლისფერი თვალები..
ამ უსასრულო სიშორეს
თავი და ბოლო გაუქრა,
გოგონამ რომ დაიმორცხვა,
ნეტავი, ბიჭმა რა უთხრა?

რატომ აენთო ღაწვები?
ბაგე ალუბლისფერია
ისე უმზერენ, ერთმანეთს
შეჰყარეს უცხო სენია..

სხვაგვარად უცემთ გულები,
დილაც სხვაგვარად თენდება,
გოგონას დაინახავს და
ბიჭი ადგილზე ხევდება..

მუხლში აკლდება სიმხნევე,
და ებლანდება თითები,
სიყვარულია ნამდვილად, 
ერთი შეხედვით მიხვდები..

მიყვარს, საოცრად მახარებს
წყვილთა ფაქიზი ტრფიალი,
გრძნობებით უნდა დაცალო
წუთისოფელი ტიალი…

ღამეა,
შორით მიმზერენ,
ზეცის ლამაზი ხალები..
ვეღარ მოვწყვიტე, 
დავღალე,
სიცოცხლისფერი თვალები…

ადამიანად ყოფნის წყურვილი“
იქნებ ამბობენ,
რომ სიმარტოვე
ხვედრი არისო სულით ეულთა..
მე კი გეტყოდი:
რომ იგი უფრო არჩევანია..
ანდა სურვილი..
მოიკლას ფიქრით
ბრბოსგან დაღლილმა,
ადამიანად ყოფნის წყურვილი!..
მაგრამ, ბეზრდება
ეს სიმარტოვე,
ორი კარების არის მძევალი..
ზოგჯერ სიმშვიდეს 
მიაპყრო მზერა,
ზოგჯერ, ხმაურის გახდა მხევალი…
ვერ შეეგუა,
ვერ შეითვისა,
ყალბი დროების ცივი გრძნობები!
იქ, სადაც ნიჭზე
მეტად ფასობენ
უემოციო,
მაგრამ მოდურად
ფრთებ მიკერებულ ანგელოზები!..
იტყვიან რამდენს,
ცრუსა თუ მართალს,
განა სიმართლე ერთი როდია(?!)
თუ არ ღვთის სიტყვა!
სხვა ყველაფერი
ლამაზად თქმული,
არის საკითხი გემოვნებისა…
ვით მელოდია..
გემოვნებაზეც რამდენი ითქვა..
იცოდე, ჩემო,
ეგ გემოვნება
არაფერია..
მხოლოდ ლამაზი
და ქარაფშუტა
ერთი ფერია..
მის ხასიათზე გინდა იარო?
ხვიარასავით შემოივლო
მისი ხლართები?
და ნუ გგონია,
რაიმეს შექმნი
სამარადისოდ,
და მერე მისით
ხელმეორედ დაიბადები!!
არაფერია
უსარგებლო ეგ ამბიცია!
წაიღებს მტკვარი,
წაიღებს ქცია..
თუ არ გაქვს გული..
და ვერ გაუგე
სიყვარულს გემო..
თუ არ წარმოსთქვი გაჟრჟოლებით:
„უფალო, ჩემო“!