ნინო უძილაური – პრემია ივერიის მონაწილე

2208

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ნინო უძილაური – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის მონაწილე

დავაღალატე ისევ ღალატი

წუხელ მთვარესთან დაგაღალატე,
მთვარემიცქერდა შენი თვალებით,
წუხელ  ზღვასთანაც რომ  გიღალატე,
ზღვა სიყვარულის მწვავდა ალები.

მერე გარიჟრაჟს გავეარშიყე,
თითქოს მკოცნიდნენ შენიტუჩები,
ეს სიყვარული დაკაეშანი,
მათრობდა, ალბათ ვერც ვიურჩებდი.

სიყვარულისგან ღამენათევი,
სხივებში ჩანდა შენი ფერება,
და გული წრფელი, თბილი, ნათელი,
დილის მზის სხივით  რომ მეფერება.

მე ამ ღალატით დავგმე ღალატი,
დავგმე და სევდაც შემომეხეთქა,
სიყვარულია მხოლოდ მთავარი,
სიყვარულს სიტყვა ეთქმის ღმერთებთან.

მიყვარს ეს გრძნობა, წრფელი, ხალასი,
მარადიულად გულში რომ ფეთქავს,
დავაღალატე ისევ  ღალატი,
დავაღალატე… რადგან ბევრს ბედავს!

ვიპრანჭები,  გაზაფხულდა

ვიპრანჭები, გაზაფხული მოახლოვდა,
მარტის თვეა, აფეთქდება კვირტი ნუშის,
გაიშლება ათასფერადჭრელი კაბა,
კაბასავით იშრიალებს გრძნობაც გულში.

ქალი კი ვარ, ქათინაურს გავურბივარ,
გაზაფხულმა აადუღა სისხლი ძარღვში,
ყალბი ფლირტი სულ არ მხიბლავს, ასეთი ვარ,
გაზაფხულად  ვერ ვივარგებ უცხო  ბაღში.

მერე რა რომ მარტის თვეა, სიგიჟეა,
სამყაროც კი აირია, ვერა ხედავ?
სიყვარული განა ასე ადვილია,
სიყვარულით მეფიქრები იმდენს ბედავ.

გრძნობა კვირტად იბერება, აფეთქდება,
აფეთქდება მარტის თვიდან გაზაფხულიც,
ქალი კი ვარ, ქათინაურს გავურბივარ,
ვერ დავრჩები სხვისი გრძნობით დაზაფრული.

ვიპრანჭები, გაზაფხულდა, მარტის თვეა, 
ჭირვეულობს მზე წვიმასთან როგორც  ქალი,
გულს ხალისი შეპარვია, თბილი დღეა,
მზის სხივებსაც  ეპარებათ ჩემსკენ თვალი.

შემოჭრილ ფიქრებს

შემოჭრილ ფიქრებს  შემოდგომის დაჰყვება სუსხი,
ვეღარ ვიხსენებ ბავშვობის და ყრმობის კელიებს,
თვალებდათოვლილ ზამთრის ბაღებს ამაყად ვუცდი,
და  მოგონებებს მოვუყვები კეთილ ფერიებს.

ვზივარ და ვფიქრობ,  რისთვის ჩნდება ადამიანი,
თუკი სიცოცხლე მოელვარე ერთი წამია,
მარადიული სილამაზე ალბათ ის არის,
რაც უფალს სული ჩვენს სხეულში ჩაუმალია.

ჩამოათოვებს ჩემს ბაღებზეც ზამთრის ფიქრები,
მარადიულად  სიყვარულში კვლავ ვიფერფლები,
დაბადებიდან გარდასვლამდე ვიდრე  ვიქნები,
სამყაროს ისევ თბილ სხივებად  მოვეფინები.

უსასრულო ბილიკები

უსასრული ბილიკებით დავალ ახლაც,
სიმრავლეში სიმარტოვე ახლოს მიცნობს,
რა სიბრიყვე წავიკითხე თითქოს ახლაც,
არ მინდა რომ ნოსტალგია ადგილს მითმობს.

სად სიყვარულს გადავაწყდი ლამაზთვალას,
სად ცხოვრებამ მაჯანჯღარა აღმა-დაღმა,
მონატრებამ გამომცალა ვით ფიალა,
და სიცოცხლე სიკვდილს უმზერს გზის გადაღმა.

მიმაქანებს დრო წუთებად ჩამოქნილი,
პოეზიას ვეფარები წუთიერად,
სიყალბეა ზღვარს გასული და მოქნილი,
გადამღალა ამ ცხოვრებამ სულიერად.

ტაძრად სანთლებს ამინთებენ როგორც ყოფილს,
როგორც ერთდროს სიყვარულად ფერფლილ სტრიქონს,
მტვერს დაადებს დრო ჩემს კალამს და ჩემს პროფილს,
და წარსულიც დამივიწყებს, გავქრი თითქოს.

გზად სიყვარულს ხომ წავაწყდი ვნების ალად,
სიშლეგის და გაფრენების დროც ხომ იყო,
უსასრულო მოგონება მიმდევს კვალად,
უსასრულო ბილიკებით გზაც გაიყო.

სიმრავლეში ისევ მარტო დავალ ახლაც,
დროს ვაჩერებ, არ მინდა რომ აღარ ვიყო,
ის კონვერტი ვიპოვე და დამრჩა სადღაც,
რომ ეწერა ჩემი გული სადაც იყო.