მზია დიასამიძე – წლის საუკეთესო პოეტი

2274

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

მზია დიასამიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტი“

ამბავი მამისა და შვილისა

ეს ამბავი ოდით თქმული,
ყველა მშობლის არის ნება,
ყურად იღოს დიდ–პატარამ,
დაიხსომოს ბრძნული მცნება.

ვინც კი იცის, კვლავ ისმინოს
და არ მისცეს დავიწყებას,
ფიქრად იღოს და განსაჯოს,
გადაეცეს ახალ წყებას.

ღმერთმა  ღარიბ ცოლ–ქმარს შვილად
გაუჩინა ბადრი მთვარე,
სილამაზით მზე დაჩრდილა,
გააოგნა არე–მარე.

მაგრამ საქმეს საკვირველსა,
მუდამ ახლავს მწარე ხვედრი,
დედის სითბო გამოართვა,
ბავშს არგო ობლის ხვედრი.

ზარდა მამამ შვილი ტანჯვით,
დედის ნატვრა, დედის თვალი,
ემსახურა და პირნათლად
მოიხადა მშობლის ვალი.

როგორც ფოთლებს შემოდგომით
უყვართ ხალიჩებად ფენა,
მიჰქრის დროის ქარავანი,
სწრაფი არის წელთა ცვენა.

მამამ იგრძნო უძლურობა,
ჭაღარამ თავს დაათოვა,
ეხლა თვითონ ვეღარ შეძლებს
და შვილს შემწეობა სთხოვა.

მაგრამ ხანდროს აზრს გონიერს,
ავი სული უსახლდება
და რაც საქმეს ცუდს იზრახავ,
მხოლოდ  უმეცრობით ხდება.

ერთ დღეს გულში შეუჩინდა,
შვილს ეშმაკის ჭიამღრნელი,
მამა თვისი შეიძულა,
ავი საქმის გახდა მქნელი.

გადაწყვიტა მოვიშორებ
მამას უქმად მჯდომიარეს,
ცოლ–ქმარს მშვიდი დღე გვექნება,
სიტვა თქვეს და გაიხარეს.

მოუქსოვა წნელით კალთა,
ჩასვა მამა ავადმყოფი,
გაიარა ტყე და ველი,
მოიდინა ტვირთით ოფლი.

უკვირს მამას შვილის გარჯა,
აზრი მცნებას განდგომია,
ხედავს შვილი არ ფიქრდება,
ურგო ნივთი–არ ნდომია.

მიიყვანა უღრან ტყეში,
ძირს გადმოსვა, სულს ვერ ითქვამს,
ტოვებს მამას უპატრონოდ
და წასვლის წინ მამას უთქვამს:

– შესდექ შვილო, შველას არ გთხოვ,
ვხედავ გონი დაგკარგვია,
გაპატიებ, რადგან ამას
არც კი ვიცი მე რა მქვია.

 ერთს გთხოვ, გოდორს ნუ დატოვებ,
იქონიე თუ გინდ ჭირდეს,
შენც მამა ხარ, იქნებ შენ შვილს
ეს გოდორი კვლავ დასჭირდეს.

შედგა შვილი მიმავალი,
მოიბრუნა უკან პირი,
მიხვდა როგორ დააშავა,
რომ უძლურთან იყო გმირი.

შერცხვა თვისი საქციელი,
მოიგონა ღვაწლი მამის,
უდედობა არ უგრძვნია,
სირცხვილისგან მოკვდეს ლამის.

მოაბრუნა გამზრდელი და
პატივი სცა გამიგია,
ცუდი კაცის შვილად ყოლას
უშვილობა რას მიჰქვიან.

დღეს თუ შვილი გქვია სოფლის,
ხვალ მამა ხარ ქალთა, ვაჟთა,
რასაც დასთეს მას მოიმკი,
უკვდავია წესი ჟამთა.

დემონი

დაბურულ ტყეში ზუზუნებს ქარი
ეალერსება ფოთლებს შრიალით,
მობუზულ ჩიტებს რული ედებათ
მიიძინებდნენ სადმე სიამით.

არავინ მეფობს შავ–ბნელ დარბაზში,
მხოლოდ ბინადრობს სული უცნობი,
და თან დაგყვება ფრთხილი ნაბიჯით
სული და შიში გამოუცნობი.

ოჰ, როგორ უყვარს უცხო მხედარი,
სტუმარ–მასპინძლის წესი ახარებს.
ჯერ თარის ხმაზე აღუღუნდება,
რომ ინტერესი მათი დახარბდეს.

და ტკბილხმოვანი ხმებით მიგიძღვის,
უხილავ ბადის ლანდებში გაბნევს,
წინ ჯადოსნური წყარო გაჩნდება,
მისვლამდე შრება, ვერავინ დალევს.

უცებ ბავშვის კვნესა მოგესმის,
შემკრთალი სახით გაჰყურებ სიღრმეს,
გინდა მიუსწრო, ნაბიჯს აჩქარებ
და კარპაჭიდან  მშვილდ–ისარს იღებ.

მიდიხარ, უფრო შორიდან ისმის
გასაოცარი ჰანგები ხმისა,
და გავიწყდება ყოველი ირგვლივ,
თვით არსებობა მიწის და ცისა.

სულ მალე წყდება უაზრო დევნა
და ულამაზეს ჯეირანს ხედავ,
დგას ქალ–ღმერთივით შეუმოსავი,
ხელის შეხებას კვლავაც ვერ ბედავ.

მას სიახლოვე სულ არ აშინებს
გრძნეული თვალით  შემოგცქერია,
იწვევს ღამეულ გამოსხივებას,
ბეწვი, თვით ხოხბის ყელის ფერია.

მაგიურ  ძალას ვერ უმკლავდები,
შეგიპყრობს მხოლოდ ერთი სურვილი,
რომ დაიჩემო უცხო ნადავლი
და მალე განვლო გზა დაბურვილი.

უკვე სახეში გაწვება სისხლი,
მისდევ და განძიგარბის ფეხჩქარა,
აღარ ილევა სიღრმე უძირო
და აღარც ძალა დევნისთვის კმარა.

მაშინ ბოროტი სული ხარხარებს
და ჯეირანიც ქრება თვალდათვალ,
ღამის წყვდიადში რჩება მხედარი
და კარგავს უკან გამოსასვლელ კვალს.

მოფრინავს სული გამარჯვებული,
როკავს ალებად, ტოვებს მბრწინავ ფერფლს.
დაბურულ ტევრში ზუზუნებს ქარი
და ელოდება ისევ ახალ მსხვერპლს.

სიმარტოვე

გრიგალივით მოვარდება ფიქრის გროვა,
ბურუსივით გარს მეხვევა თეთრი რული,
ამქვეყნიურ მშფოთვარებას სწყდება მცნება,
სიმარტოვეს, სიმარტოვეს ითხოვს სული.

ოცნებების ფრთებით დავქრი სამყაროში
და ცისფერი ქსელით ვქარგავ პოეზიას,
სიტყვებს ვკინძავ სიტყვის ჯადოთ საოცარით,
ტკივილს ვაქსოვ საკუთარს და ზოგჯერ ზიარს.

არ მასვენებს ეს ღვთიური ანდამატი
მეძახის და მეც ყველაფერს მისთვის ვტოვებ,
ნუ მომძებნით როცა ვრჩებით მე და სული,
ძვირფასია, ვით მიჯნურთა სიმარტოვე.