მერაბ ფირცხალაიშვილი – პრემია ივერიის ლაურეატი

1820

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

მერაბ ფირცხალაიშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში – „არაორდინალური პოეზია“

ჩემი ნატვრა

ბახის ჭკუა მომცა,
მოცარტის სიფაქიზე,
შოპენის მელოდია,
ჩემი შემოქმედი…
ერთად შეკრებილი,
სულში გაჟღენთილი,
ქართულ ქარაგმებით
ცაში აფრენილი
ნატვრად ამიღია.
რწმენად შემიკვრია
მათი სატკივარი…
შენ კი გალაკტიონ
რითმებს გესესხები,
შენგან მითხოვია,
ჩუმი ჰარმონია.
ტკბილი მელოდია
ცრემლად დამდენია,
რითმი „ნიკორწმინდავ“
შენგან დამრჩენია.
მასზე ამიგია
ჩემი სტრიქონები…
ნეტა გამიგებენ?
ნეტა მიხვდებიან?
ვინმე გაიგონებს
ისე როგორც მინდა?!
ვინმე აიტაცებს?..
წმინდა სალოცავად
ისმის უკვდავების
მეცხრე სიმფონია…
ღმერთო სალოცავი
ქვეყნად რამდენია!
ერთად შეკრებილი
ცრემლის დამდენია.
ცრემლის დამდენია
ჩუმი უკვდავებაც,
მისი სიყვარულიც
ცრემლის დამდენია…
რწმენამ თუ ააგო
ქვისგნ ჰარმონია,
და შიგ გამოჰკვეთა
ერის სულიწმინდა.
დიდი უკვდავების
წმინდა სადიდებლად,
მაქვს მკერდს მიბჯენილი
ქნარი როგორც მინდა!