პრემია ივერია – ვინ არიან წლევანდელი ჟიურის წევრები?!

1430

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ წლევანდელი ჟიური ძალიან საინტერესოა, განსხვავებული პროფესიის ადამიანები არიან.

ყოველი მათგანი საინტერესოა მოღვაწეობისა და განათლების, სამეცნიერო ხარისხის, პოლიტიკური ცხოვრებითა და პროფესიით სრულიად განსხვავებულნი არიან, თუმც აუნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მათგანი საკუთარი საქმის მაღალი კლასის პროფესიონალია და გემოვნებიანი ლიტერატორი, კარგი ლიტერატურის მოყვარული და ამავე დროს, ამ მეტად რთული სფეროს კარგი მცოდნე!

როგორც უკვე იცით წლევანდელ კონკურსში შვიდი ქვეყანაა ჩართული – საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, სომხეთი, რუმინეთი, თურქეთი და წელს წარმოდგენილმა ჟიურიმ და სხვა დანარჩენმა კომისიამ, მიუხედავად მრავალენოვანი და მრავალფეროვანი შემოქმედებისა, საქმეს თავი ჯეროვნად გაართვეს.

„მაშ ასე, გაიცანით მისი აღმატებულება ჟიური: ომარ ნიშნიანიძე – ჩემს შესახებ: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნის პროფესორი, ისტ. მეცნ. დოქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. ქუთაისის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამეცნ. ჟურნალ ,,ხანძთას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მრჩეველი გარემოს დაცვისა და მყარი ნარჩენების მიმართულებით, ნანა ჯიქია – პროფესორი, ტექსტოლოგი, დავით აღმაშენელის აკადემიის რექტორი, ავთო ნემსიწვერიძე – ექიმი პედიატრი, მცხეთის ყოფილი მერი, გიორგი კრავეიშვილი – დოქტორი, ლაზური და შავშური ფოლკლორის მკვლევარი, თაკო გიგაური საბავშვო სახელოვნებო სტუდიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, არაფერთი საბავშვო საერთაშორისო პროექტის დამფუძნებელი, ალექს სვაზიანი – გამომცემელი, დიზაინერი, ზურაბ ცინცქილაძე – მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, მხატვრული კითხვის დიდოსტატი. ვისარგებლებ შემთხვევით და საჯაროდ ვეტყვი მათ მადლობას, ქართული ლიტერატურისა და პრემია „ივერიის“ განვითარებაში უანგარო ღვაწლისთვის“, – აცხადება პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.