პრემია ივერია მეთერთმეტედ…

1797

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია _ „ივერია“ მეთერთმეტე გალა დაჯილდოებისთვის ემზადება! თუმცა მანამდე მონაწილეების მასალების მიღება ცხადდება.

„მასალების მიღება დასრულდება 2024 წლის 28 იანვარს. მონაწილემ მასალები მხოლოდ პოეზიაში ან პროზაში უნდა გამოაგზავნოს. ორივე – პროზაც და პოეზიაც არ შეიძლება, – პროზა ან პოეზია! პროზის შემთხვევაში ვორდის ფაილში უნდა იყოს არაუმეტეს 21 გვერდისა, 12-იანი შრიფტით. პოეზია კი ასევე შრიფტის ზომა 12, მაქსიმუმ ხუთი გვერდი, ერთ სვეტად. მასალები უნდა იყოს რედაქტირებული და არ უნდა დაირღვეს მითითებული ვადები და პირობები.

პოეზიის შემთხვევაში თუ მასალის გვერდების რაოდენობა შეადგენს სამ გვერდზე ნაკლებს, ჟიურის შეუძლია დაიწუნოს და არ გამიხილოს. ასევე პროზის შემთხვევაში შეუძლია ჟიურის მასალის კონკურსიდან ამოღება თუ მასალები შეადგენს ათ გვერდზე ნაკლებს.

ათწლიანი ტრადიციით და მიუკერძოებლობის მიზნით, მასალები გადაეგზავნება კომპეტენტურ ჟიურის, ვორდის ფაილით, რომლებიც, როგორც წესი, იქნება დანომრილი და მითითებული არ იქნება ავტორთა ვინაობა – გვარ-სახელები, არასასურველი მიდგომებისა და გავლენის აღმოფხვრისთვის. ჟიური იქნება ისევ კენტი და არ ეცოდინებათ ერთმანეთის ვინაობა მანამდე, ვიდრე მასალების განხილვისთვის არ შედგება შეხვედრა ტრადიციისამებრ, ილიას სახლმუზეუმში, საგურამოში. ჟიური ისევ შეიცვლება, დარჩება მხოლოდ ერთი ან ორი წევრი გასული წლიდან, რათა ჟიურის ახალ წევრებს დაეხმარონ და მეტი გამჭვირვალეობა შეიძინოს მათმა მუშაობამ.

მონაწილეებს ვურჩევთ, რომ შემოქმედება იყოს მრავალფეროვანი, სხვადასხვა თემები, როგორც პროზაში, ასევე პოეზიაში. განვმარტავთ, რომ პროზაში შესაძლებელია რამდენიმე ნოველა, ჩანახატი, მოთხრობა, რომანი, რა თქმა უნდა, შრიფტის ზომა და გვერდების რაოდენობა უცვლელი უნდა იყოს, რაც ზემოთაა მითითებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ არასოდეს ვარჩევთ ავტორთა მასალებს, ავტორმა თავად უნდა შეარჩიოს მასალები და გადმოგზავნოს.

ტრადიცია გრძელდება – ისევ გაიმართება წიგნის ყდის დიზაინის კონკურსიც. წიგნების ყდები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ფოტოების ფორმით. წიგნების ყდები განთავსდება საიტზე www.qelite.info-ზე, სადაც მიღებული დაგროვილი მოწონებების შესაბამისად, ვისაც მეტი მოწონება ექნება, გამარჯვებულიც ის გახდება. დამფუძნებელს აქვს უფლება მხოლოდ ერთ ან ორ ავტორს მისცეს თავისი შეხედულებისამებრ პრემია და ორდენი. წიგნის ყდის ნომინაცია წელს მხოლოდ სამი იქნება: #1 „საუკეთესო დიზაინი“, #2 „კრეატიული დიზაინი“, #3 „ლიტერატურული დიზაინი.

2024 წლის პრემია „ივერიის“ დაჯილდოება უფრო მკაცრია და საქართველოს მონაწილეთათვის მხოლოდ 12 ნომინაციაში გაიცემა, რასაც დაემატება დამფუძნებლის მიერ საკუთარი ფონდიდან მხოლოდ სამი პრემია და ორდენი. უცხოელებისთვისაც გამკაცრებულია წლევანდელი წლიდან, ასე რომ, წარმატება ყველას! და ძალიან ცოტა ავტორი მიიღებს ლაურეატობას, რადგან ეს უკვე ბრენდად ქცეული ლიტერატურული პრემიაა და აქვს ამის უფლება“, – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

როგორც წესი, წელსაც შეემატა პრემია „ივერიას“ ქვეყნების რაოდენობა. მონაწილეობენ ევროპელი ლიტერატორები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მეტად პოპულარულები და დაფასებულები არიან. ნათქვამია პრემია „ივერიის“ დამფუძნებლის მიერ.

პრემია „ივერია“ თავისუფალი საერთაშორისოა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურულ-სოციალური პროექტია, რომელიც მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს.

2024 წლის პრემია „ივერია“ ეძღვნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის აღსაყდრების 46 წლისთავს და საიუბილეო თარიღს 91 წელი! რა თქმა უნდა, მეთერთმეტე დაჯილდოება ეძღვნება მშვიდობას – სრულიად სამყაროში!

პროექტი ხორციელდება პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართულნი არიან ყველა ასაკის, რელიგიის, სოციალური ფენის, ეროვნების, მათ შორის მსჯავრდებულები და შშმ პირები.

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: iveriaprize@yahoo.com ან chiaberashvili@gmail.com