ედუარდ უგულავას

99

ზიხარ და ეძებ ძარღვიან სტროფებს
და თითქოს გული სადღაც მოგტაცეს
ნეტავ რა ფერი ადევს შენს სოფელს
ნეტავ რა ქარი ვარცხნის ოკაცეს.

ფიქრობ და ფიქრებს ლექსებად მარცვლავ
გეყრება დარდი სულში ლოდებად,
მოგენატრება და ცრემლის ნაცვლად
ლოყაზე გორდი დაგიგორდება.

ავტორი: გაგა გომართელი

ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი გაგა გომართელი იუბილეზე ლექსს უძღვნის თავის კარგ მეგობარს და ასევე ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედს, ედუარდ უგულავას.

დღეს ედუარდ უგულავა 51 წლის გახდა!

ვულოცავთ ჩვენი გუნდი და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ყოველივე კარგს, მშვიდობიან, ერთსულოვან და გამთლიანებულ საქართველოს – სამშობლოს!

საამაყოა, რომ გაგა გომართელიც და ედუარდ უგულავაც „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატები და წმინდა ილია მართლის ორდენოსნები არიან.

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით,
„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ შემოქმედებითი ჯგუფი.