რა არის ქუთაისის რეპროარტის ბედნიერება…

117

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ ქუთაისის ფილიალი დასავლეთ საქართველოში #1 რეპროდუქციულ ცენტრად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2018 წლის წარმატებული ადამიანები და კომპანიები გამოავლინეს, ქუთაისში გაიმართა. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო„ტოპნიუსის“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიაზე კლინიკას მის სფეროში საუკეთესოს წოდება და ჯილდო მიენიჭა.

– რა სახის პრობლემების გამო არ ყავთ შვილები?
– უშვილობის მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკური, ისე სიცოცხლის განმავლობაში შეძენილი, რომელიც გამოწვეული არის სხვადასხვა დაავადებით. წყვილის უნაყოფობა შემთხვევათა 40-50 %-ში მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული, მაგალითად: აზოსპერმია, ქალების შემთხვევაში კი საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი, ასევე პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომი არის ძირითად უნაყოფობის გამომწვევი მიზეზი. უშვილობის მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა სწორედ მიზეზებსა და ზუსტად დასმულ დიაგნოზზეა დამოკიდებული.
– რა არის ქუთაისის ფილიალის გახსნის მიზეზი?
– ქუთაისის ფილიალი 2013 წლის პირველი თებერვლიდან ფუნქციონირებს. კლინიკის გახსნის მიზეზი იყო დასავლეთ საქართველოში მცხოვრები პაციენტების, დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვა, თბილისში არსებულ ყველა მომსახურების შეთავაზება.
– თქვენი ჩარევის შედეგად რამდენი ბავშვია მოვლენილი ამ ქვეყნად?
– ქუთაისის ფილიალში ამ დრომდე 74 ახალი სიცოცხლეა მოვლენილი, რაც ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა.
– რამდენად რთულია საზოგადოებისთვის კლინიკა რეპროარტის მიერ ჩატარებული ინვიტრო განაყოფიერების სისწორეში დარწმუნება?
– მოგეხსენებათ ჩვენი კლინიკა არის ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტი“ დაკომპლექტებულია სპეციალისტებით, რომლებმაც სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გაიარეს. რეპროარტის ყველა მიმართულების სპეციალისტი - მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, გენეტიკოსი, ანდროლოგი, იმუნოლოგი და სხვა — კლინიკაში დანერგილი ამერიკული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ამ გუნდის, საერთაშორისო მიდგომების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა კი ღეპროAღთ-ის წარმატების მთავარი გარანტია. სწორედ ამ ფაქტორების შედეგია იმ ადამიანების ნდობა ვინც ჩვენთან გადაწყვიტა მკურნალობის დაწყება.

- როგორ მოიპოვეთ ქუთაისის ნდობა?

- პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის ეფექტური მეთოდის შეთავაზება. მათი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება. შედაგად ვიღებთ მათ ნდობას რაც ჩვენს ექიმებს მოტივაციას უმაღლებთ, რომ მეტ ადამიანს მიანიჭონ ბედნიერება გახდნენ მშობლები.

- პროცენტულად რა შედეგები გაქვთ?

- ქუთაისისრეპროარტში~ წარმატების მაჩვენებელი 60-70% ით განისაზღვრება, რაც ჩვენი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმის და დაუღალავი შრომის შედეგია.